13-10-2021, 23:04
211

"ან აძლიერებ რეჟიმს, ან არა!" - რას ამბობს ბოკუჩავა გახარიაზე

"ან აძლიერებ რეჟიმს, ან არა!" - რას ამბობს ბოკუჩავა გახარიაზე

"არ არსებობს ასეთი ცნება - ნახევრად ორსული ქალი, ან არის, ან არ არ არის," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერში" პარტია "საქართველოსთვის" და მის ლიდერ გიორგი გახაზარიაზე საუბრისას გააკეთა.

მისვე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ენმ-ის მხარდაჭერის გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თავად უნდა მიიღონ. 

ამასთან, ამ კონტექსტში, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილების შედეგად გამოჩნდება, არის ეს გუნდი რეჟიმის წინააღმდეგ, თუ არა.  

"თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი, იცით, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, რომ პირველი ტურის კანდიდატები გამოხატავენ საჯარო მხარდაჭერას ამა, თუ იმ კანდიდატის მიმართ. თუ ეს არ შეუძლია ბატონ გახარიას, საჯარო მხარდაჭერა, მას შეუძლია საკუთარ აქტივს მოუწოდოს და იმუშავოს მათთან.

არ არსებობს ასეთი ცნება - ნახევრად ორსული ქალი, ან არის, ან არ არ არის. აქაც ასეთი არჩევანია ან არის რეჟიმის წინააღმდეგობაში, ან არ არის, ან მოქმედებს რეჟიმის გასაძლიერებლად, ან არ მოქმედებს. ეს არჩევანი მას, გახარიას ვგულისხმობ, არ აქვს მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც გაიმართება მეორე ტური და სადაც ოპოზიციას აქვს გამარჯვების დიდი შესაძლებლობა და შანსი,"- აცხადებს ბოკუჩავა. 





მსგავსი სიახლეები