13-10-2021, 22:57
72

"გამოვიყენებთ ყველა ხერხსა და საშუალებას იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს საპატიმროში" - დავით კირკიტაძე

"გამოვიყენებთ ყველა ხერხსა და საშუალებას იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს საპატიმროში" - დავით კირკიტაძე

"ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, არავინ არ აპირებს, შეეგუოს და თავი დაუხაროს ამ უსამართლობას, რაც ხდება," - ეს განცხადება "ნაციონალური მძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის დეტალებზე საუბრისას გააკეთა.

კირკიტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სხვადასხვა ტიპის, მასშტაბისა და განვითარების აქციები გაიმართება. 

"ჩვენ შევიკრიბებით საკმარისი რაოდენობა და ხელისუფლება იქნება ვალდებული მოგვისმინოს. ჩვენი პარტნიორები და მეგობრები ნახავენ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ვართ მშვიდობიანი გამპროტესტებლები ამ უსამართლობის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ბუნებრივია, კანონის ფარგლებში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხსა და საშუალებას იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს საპატიმროში და სამართლიანობა აღდგეს მის მიმართ.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, არავინ არ აპირებს, შეეგუოს და თავი დაუხაროს ამ უსამართლობას, რაც ხდება. იქნება სხვადასხვა ტიპის, მასშტაბისა და განვითარების აქციები, კანონის შესაბამისი. რამაც, საბოლოო ჯამში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უნდა მოიტანოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

ხვალ კი "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოტხოვნით აქციას გამართავს.






მსგავსი სიახლეები