28-09-2021, 17:30
100

სააკაშვილი ცდილობს, თავისი მაიმუნობებით მომხრეებში მუხტი აწიოს – მამუკა მდინარაძე

სააკაშვილი ცდილობს, თავისი მაიმუნობებით მომხრეებში მუხტი აწიოს – მამუკა მდინარაძე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ  ის 2 ოქტომბერს საქართველოში იქნება, ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ ის ნამდვილად ჩამოვა, მას მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება მოუწევს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არჩევნებში წააგებენ, ამიტომ ცდილობს,"თავისი მაიმუნობებით მომხრეებში მუხტი აწიოს."

"მისი განცხადების და მისი ბილეთის გამოდების ერთადერთი მიზანი იყო, რომ თავის მომხრეებში რამენაირად მუხტი აწიონ, რადგან ეს არჩევნები, წინა შვიდი არჩევნების მსგავსად, ძალიან წაგებული აქვთ. ამ არჩევნებს კიდევ უფრო ძალიან წააგებენ და ახლა ცდილობს, თავისი მაიმუნობებით მომხრეებში მუხტი აწიოს

თუ არ მოატყუებს ამომრჩეველს და მართლა ჩამოვა, მას ქართული მართლმსაჯულება დახვდება და მოხარულები ვიქნებით. ეს იაფასიანი სვლაა, 100 თუ 200 დოლარიანი ბილეთით სიტუაციის შემოტრიალება უნდა. დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში იქნება პერფორმანსები, როგორ მოდის და ბოლოს აღარ ჩამოვა. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიცი, რომ 3 ოქტომბერს მასზე დასაცინი ადამიანი ამ ქვეყანაში აღარ იქნება"– აცხადებს მამუკა მდინარაძე.

თუმცა, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტი მშიშარა ადამიანია და ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, ხოლო თუ მაინც ჩამოვიდა, ის "იქნება საკანში მეგის ქარდავას მახლობლად, რომელსაც, ვითომ და არ იცნობს."
 
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც თქვა, რომ მან საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. სააკაშვილმა ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.





მსგავსი სიახლეები