28-09-2021, 18:03
7 363

ღარიბაშვილი და ზელენსკი გარკვეულ პროცედურებზე უკვე შეთანხმდებოდნენ – პაატა ზაქარეიშვილი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე

ღარიბაშვილი და ზელენსკი გარკვეულ პროცედურებზე უკვე შეთანხმდებოდნენ – პაატა ზაქარეიშვილი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ  ის 2 ოქტომბერს საქართველოში იქნება, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი "კორჯიან თაიმსთან" ეხმიანება.

ზაქარეიშვილის მოსაზრებით, სააკაშვილი ორ ოქტომბერს იმიტომ ჩამოდის, რომ "ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნების გამო არ დააზიანოს. 

"ანუ, ხმები უკვე მიცემული იქნება  და ალბათ სწორედ  ეს გათვალაა. შესაბამისად, შეარჩია პოსტსაარჩევნო პერიოდი, გამოსვლები, პროტესტები და უნდა, რომ საკუთარი ამომრჩევლების ენერგია არეულობისკენ მიმართოს,"– აცხადებს ზაქარეიშვილი.

ხოლო, სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, თუ მას დააკავებენ, რა რეაგირება ექნება ამაზე უკრაინულ მხარეს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება უკრაინისთვის უცხო არ იქნება, რადგან, ღარიბაშვილი აუცილებლად ისაუბრებდა ზელენსკისთან ამ საკითხზე და გააფრთხილებდა.

„ვფიქრობ, გარკვეულ პროცედურებზე უკვე შეთანხმდებოდნენ ღარიბაშვილი და ზელენსკი. ალბათ, ღარიბაშვილმა გააფრთხილა, რომ სჯობს არ ჩამოვიდეს საქართველოში, თუ არადა ჩვენი კანონმდებლობით დააპატიმრებენ. შეუძლებელია ღარიბაშვილი ჩასულიყო უკრაინაში და ამაზე არ ელაპარაკათ.

შესაბამისად, უკრაინამ უნდა იცოდეს, რა ელოდება სააკაშვილს, თუ ის ჩამოვა. რაკი ბილეთი აიღო, სააკაშვილი უკვე თავისი გადაწყვეტილების მძევალია. რომ არ ჩამოვიდეს, ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავარდება, მისი ამომრჩეველიც დაიბნევა.

მისივე თქმით, როგორც კი სააკაშვილს დააპატიმრებენ, უკრაინა  განცხადებას გააკეთებს, მაგრამ, ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის, რომ ამის შესახებ ისინი უკვე გაფრთხილებულები იყვნენ.  

„ღარიბაშვილს სათქმელი ექნება, რომ უკრაინა არ გაბრაზდეს, რადგან მან  წინასწარ გააფრთხილა ამაზე.  კეთილი ენებათ და საკუთარი მოქალაქე, სააკაშილი მოეთოკათ. შეექმნათ ისეთი პირობები და დაერწმუნებინათ სააკაშვილი, რომ არ ჩამოსულიყო  -  დაახლოებით ამ ტიპის განცხადებებს მოვისმენთ ჩვენ მისგან,“- აცხადებს  პაატა ზაქარეიშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც თქვა, რომ მან საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. სააკაშვილმა ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.




მსგავსი სიახლეები