28-09-2021, 17:13
86

ვინ გაგახსენდებათ, ვისთანაც შესაძლოა 2024 წელს კოალიცია გაკეთდეს – მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას აფასებს

ვინ გაგახსენდებათ, ვისთანაც შესაძლოა 2024 წელს კოალიცია გაკეთდეს  – მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას აფასებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში საჭიროა კოალიციური მთავრობა შეიქმნას.

როგორც მდინარაძემ "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში განაცხადა, კოალიციური მთავრობის ფორმირება მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ღირსეული პარტიებით იქნებოდა დაკომპლექტებული. 

"ბუნებრივი ამბავია, ორი მოცემულობა შემოგვთავაზა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრა და მეორე, მან თქვა, რომ ერ მართლა წარმოუდგენელია. მართლა წარმოუდგენელია, ვინ გაახსენდება მოქალაქეს, ვისთანაც შესაძლოა კოალიცია გაკეთდეს 2024 წელს. თუ მართლა ახალი ძალები არ გამოჩნდა და არ შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს "ქართულ ოცნებას,"– აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, კოალიციის შექმნა მისაღებია "ქართული ოცნებისთვის', თუ მათ საქმეზე ორიენტირებული და ღირსეული კონკურენტები ეყოლებოდათ. 

"შე ილუზია არ მაქვს, რომ ქართული ოცნება იდეალურია, მე რეალობის აღქმა მაქვს და ვიცი, ბევრი შეცდომა გვაქვს. მაგრამ ჩვენი კონკურენტი არავინაა დღეს, და ეს ჩვენი პლიუსიცაა. მაგრამ როდესაც არაა ის ესეთი ოპონენტი, რომელიც საქმეზეა ორიენტირებული, ამ დროს ამომრჩეველი ირჩევს ერთ პარტიას და ეს არის ოცნება,"– განაცხადა მამუკა მდინარაძემ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია.




მსგავსი სიახლეები