28-09-2021, 16:51
4 813

ეჭვი მაქვს, ბიძინამ გადაიხადა მიშას ბილეთის ფული და ღარიბაშვილმა დაუჯავშნა – გია ხუხაშვილი

ეჭვი მაქვს, ბიძინამ გადაიხადა მიშას ბილეთის ფული და ღარიბაშვილმა დაუჯავშნა – გია ხუხაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ  ის 2 ოქტომბერს საქართველოში იქნება, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი GTmedia–სთან ეხმიანება.

ხუხაშვილი არ ელოდება, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში. 

"დავიღალე მაგისი[მიშასი] დაანონსებისგან, არაფერს არ ველოდები. სააკაშვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოვა, თუ შეიქმნება მოცემულობა, როდესაც მას პოლიტიკური მოქმედებების სივრცე ექნება. თუ ასეთი სივრცე არ გაჩნდა, მე მეეჭვება, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს,"– აცხადებს ხუხაშვილი.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დროს გარანტია მიეღო, ანალიტიკოსი ამ ვარაუდს არ უშვებს.

"არ მგონია, მას ევროკავშირის წარმომადგენლებისგან გარანტიები მიეღო. ის თავისი ელექტორატის მობილიზებას ახდენს, მაგრამ ეს სიახლე არაა. პირველად ხომ არ უთქვამს ჩამოვდივარო და არ ჩამოსულა,"– აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევი–თბილისი რეისზე დაჯავშნილი ბილეთის გამოქვეყნება ხუმრობით შეაფასა და აღნიშნა: "ალბათ ბიძინამ გადაუხადა ბილეთის ფული და ღარიბაშვილმა დაუჯავშნა."

"მე ეჭვი მაქვს, რომ ღარიბაშვილმა დაუჯავშნა ბილეთი და ივანიშვილმა გადაიხადა. თუ არ ჩამოვა, არც მაშინ არ კარგავს მხარდამჭერებს, პირველად ხომ არ ამბობს ჩამოვალო და არ ჩამოდის, ხო?! ჯავშანი გამოაქვეყნა იმიტომ, რომ თვითონ არ ჰქონდა საშუალება, ბიძინამ გადაიხადა მისი ბილეთის ფული და კობახიძემ გამოაქვეყნა,"– განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც თქვა, რომ მან საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. სააკაშვილმა ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.




მსგავსი სიახლეები