28-09-2021, 16:10
127

"როგორც ირკვევა, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ მიშა" - ნინო ჯანგირაშვილი

"როგორც ირკვევა, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ მიშა" - ნინო ჯანგირაშვილი

„მიშა ამბობს, ჩამოვდივარ და თქვენთან ერთად უნდა დავიცვა ხმებიო. ოღონდ როგორც ირკვევა, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ მიშა,“- წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია თანმიმდევრობა, რომლითაც მესამე პრეზიდენტისა და არჩევნებში მოგროვებული ხმების დაცვა უნდა მოხდეს.
„ ვინმე საქმეში ჩახედულმა გამჭრიახმა თანმიმდევრობა ამიხსენით თუ შეიძლება.

 ჯერ ჩვენ ვიცავთ მიშას და მერე ერთად ვიცავთ ხმებს?
თუ ჯერ მიშა დაიცავს ხმებს და მერე ჩვენ ვიცავთ მიშას?
თუ ყველა ერთად ერთდროულად ვიცავთ მიშას და ხმებს?

რამე სხვა ვარიანტიც არსებობს ალბათ და შემომაშველეთ,“- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. ამის შესახებ მან გუშინ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სააკაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე  კიევი-თბილისის ავიაბილეთი გამოაქვეყნა.




მსგავსი სიახლეები