28-09-2021, 16:05
118

რამდენად ასახავს მოსახლეობის განწყობას არჩევნებამდე ჩატარებული კვლევის შედეგები – ხუხაშვილის განმარტება

რამდენად ასახავს მოსახლეობის განწყობას არჩევნებამდე ჩატარებული კვლევის შედეგები – ხუხაშვილის განმარტება

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი წინასაარჩევნოდ Edison Research-ისა და IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აფასებს და მიაჩნია, რომ შედეგები მოსახლეობის რეალურ განწყობას ასახავს. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა GTmedia–სთან საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან ის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. 

"ტენდენციები ასახავს ხალხის განწყობას. რასაც გადავხედე, არცაა გასაკვირი, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება იზრდება. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც ოპოზიციური პარტია სჯობს ხელისუფლებას, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ხელისუფლება ვერ წყვეტს იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებას აწუხებს, ესაა – უმუშევრობა,სოციალური პრობლემატიკა, პანდემიის მართვა და ა.შ. მე კონკრეტულ პროცენტებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ტენდენცია ასეთია, მე ვფიქრობ, რომ ამ კვლევის შედეგები სწორადაა ასახული,"– განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კომპანიებმა IPSOS–მ  და Edison Research–მა კვლევა ჩაატარეს. კომპანია IPSOS–მ  კვლევა "მთავრი არხის " დაკვეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. შედეგების მიხედით, მმართველ პარტიას 35%,"ნაცმოძრაობას"  – 30%, "საქართველოსთვის" კი – 9% უჭერს მხარს. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.

ხოლო, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, "ქართულოცნებას" – 36%,"ნაცმოძრაობას"  – 27%, "საქართველოსთვის" კი – 11% უჭერს მხარს. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია. 




მსგავსი სიახლეები