28-09-2021, 14:41
166

"ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია"– სალომე ზურაბიშვილი

"ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია"– სალომე ზურაბიშვილი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კოალიციური მმართველობის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლარიზაციის გადალახვა რთული იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, დასრულდა თუ არა საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს.

„კვირის ჟურნალისთვის“ მიცემული ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები