23-09-2021, 15:08
162

წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ ბიზნესზე რა ტერორი იქნება - ლადო პაპავა

წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ ბიზნესზე რა ტერორი იქნება - ლადო პაპავა


წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად განთავსდა ეს ბანერები, - ამის შესახებ  ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა. ლადო პაპავა "ვისოლ ჯგუფის" სარეკლამო ბანერებზე სიძულვილის შემცვლელი პლაკატების გაკვრას ეხმაურება. როგორც პაპავა აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან მოწოდებები „საწვავი არ ჩაასხა“, „პროდუქტი არ იყიდო“ - ბიზნესზე ზეწოლაა.
„წარმოიდგინეთ, ესენი ხელისუფლებაში არ არიან და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ ბიზნესზე რა ტერორი იქნება. ეგრევე შეუვარდებიან იმ ფირმებს და საწარმოებს. ამიტომ, აქ მთავარია, რამდენად კანონიერად და სწორად მოხდა ამ ბანერების განთავსება. თორემ სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია პოლიტიკურ სივრცეში. თუ ამას ვიხილავთ ბანერზე ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც უკიდურესად უარყოფითად ვართ განწყობილები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რადგანაც მათი ბოროტება გვახსოვს და საკუთარ თავზეც გვაქვს გადატანილი, ეს სიძულვილის ენა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ანუ სიმართლის ამსახველი. დანარჩენი, როგორი კომპოზიცია შედგა და ვინ არის წარმოდგენილი, ეს გემოვნების ამბავია. გემოვნებაზე კი, როგორც წესი, არ კამათობენ.

ამიტომ, მთავარია, რამდენად სამართლებრივად გაკეთდა ყველაფერი. ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მიმართოს და გაარკვიოს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაიმე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თორემ რომ ყოფილიყო, უკვე სასამართლოშიც იქნებოდა სარჩელი შეტანილი. მე იურისტი არ გახლავართ. უბრალოდ, ვეცნობი ინფორმაციებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის, უფრო მორალური მხარეა ბიზნესის დატერორება. ვინც ამას აკეთებს, იმასაც ვერ ხვდება, რომ ამით ბიზნესში დასაქმებული ამომრჩევლის ხმასაც კარგავენ. ის ადამიანი ვინც „ვისოლის“ დიდ ჰოლდინგში მუშაობს ყველას ემუქრება.

„საწვავი არ ჩაასხა“, „პროდუქტი არ იყიდო“, „კვების ობიექტში არ შეხვიდე“. როგორ შეიძლება ეს. ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც – დღეს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია კახა ოქრიაშვილი, რომ გამოვიდეს ახლა ვიღაც და თქვას „პსპ“-ში წამლები არ იყიდოთ. ეს შეიძლება? ვიღაცას ეს პოლიტიკოსი მოსწონს, ვიღაცას - ის. ბიზნესი ბიზნესია. ამიტომ, თუ „ვისოლი“ გაყიდის კარგი ხარისხის საწვავს, ის მომხმარებელი მისგან მაინც იყიდის. მაგრამ ეს ზეწოლა ფსიქოლოგიური ტერორია და შეიძლება, სახელმწიფოს ტერორში გადაიზარდოს, თუ ეს ხალხი ხელისუფლებაში რაღა ფორმით მოსვლას შეძლებს. ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. საჭიროა პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის, რის გამოც სიძულვილის ენა გაბატონებულია. მოვა ის დროც, როდესაც ცივილიზებული სახით იქნება პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა, მაგრამ ბიზნესს მოვექცეთ ფრთხილად. იმიტომ, რომ არჩევნები ჩაივლის, ცხოვრება მის შემდეგაც გრძელდება და ბიზნესი გვჭირდება. ბიზნესმენებს კი, ყველას თავისი გემოვნება აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

ცნობისათვის, ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების გაკვრას „ვისოლ ჯგუფს“ უკავშირებს. ბანერებზე ოპოზიციონერი ლიდერები არიან გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“.




მსგავსი სიახლეები