15-09-2021, 12:20
80

"მდინარაძემ ღიად განაცხადა, რომ მათ მომზადებული აქვთ რაღაც ფაილები"– დეკანოიძე მდინარაძის განცხადებაზე

"მდინარაძემ ღიად განაცხადა, რომ მათ მომზადებული აქვთ რაღაც ფაილები"– დეკანოიძე მდინარაძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ენმ საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გეგმავს. 

დეკანოიძე ვარაუდობს, რომ "ქართულ ოცნებამ" ეს მესიჯი მიზანმიმართულად გააჟღერა და მათ შესაძლოა ნამდვილად ჰქონდეთ მსგავსი ჩანაწერები, რომელსაც თავად გაავრცელებენ.

"ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, მდინარაძემ ღიად განაცხადა, რომ მათ მომზადებული აქვთ რაღაც ფაილები, რომელიც გულისხმობს საჯარო პირების პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებს, მათი ხელისუფლების პირობებში ვრცელდება დიდი ხანია ასეთი ჩანაწერები. ფარული ჩანაწერები და მიყურადება არის ტოტალურად დანერგილი, ამიტომ არ გამოვრიცხავ, მათ მომზადებული ჰქონდეთ ასეთი ფაილები გავრცელებისთვის,"– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა დოკუმენტები, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ.”

ხოლო, 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განცხდა, რომ აქვთ ინფორმაცია, "ნაციონალური მოძრაობა" საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ან მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს.




მსგავსი სიახლეები