15-09-2021, 12:20
44

"დაველოდოთ გამოძიებას - ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება" - კახა კალაძე 

"დაველოდოთ გამოძიებას - ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება" - კახა კალაძე 

„გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება, ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ საუბარი ცოტა რთულია. ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება.





მსგავსი სიახლეები