15-09-2021, 12:07
37

"ოცნების „კაგებეშნიკური" სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან" - მამუკა ხაზარაძე

"ოცნების „კაგებეშნიკური" სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან" - მამუკა ხაზარაძე

"ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური" სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს სრულად, აღდგენის რისკების გარეშე." - განაცხადა "ლელოს" ერთ ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, პარტია "ლელო" მიმართავს ყველას ვინც ამ საქმეშია ჩართული, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილონ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებენ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან ამ ადამიანებს ელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.
„21-ე საუკუნის ეროვნული სირცხვილი - ნაცმოძრაობის დროს დაწყებული და შემდეგ კი ოცნების, როგორც ამ ჩანაწერებით ჩანს, გადმობარებულ, განვითარებული ამორალური, მოქალაქეების ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟზე და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა - 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ეს არის ადამიანობის და ზნეობის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ყველას, ვისაც ადამიანური სახე არ დაუკარგავს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება - აბსოლუტური მიუღებლობა.

ლელო მიმართავს ყველას, ვინც ამ სიბინძურეშია ჩართული და ნაცმოძრაობიდან ოცნებაში უპრობლემოდ გადაბარგდა: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ახალ ხელისუფლებასაც დასჭირდებით და გიმსახურებთ; დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ჩვენი თანამოქალაქეების თვალთვალი და საჯაროდ ამხილეთ უკანონო ბრძანებების გამცემები; თუ ამას თავად არ გააკეთებთ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან გელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ამ ბოროტების და ამორალური დანაშაულის ჩამდენი ვერც ერთი პირი - ამ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები კი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯებიან." - მამუკა ხაზარაძე




მსგავსი სიახლეები