6-09-2021, 09:30
129

პრემიერ მინისტრმა, პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია - მამუკა ხაზარაძე

პრემიერ მინისტრმა, პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია - მამუკა ხაზარაძე


„დღეს ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ "ქოცების" ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, დღეს პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ხაზარაძის
თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართველი ხალხი ოცნებას დაამთავრებს  და ღარიბაშვილს უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო პასუხის გაცემა მოუწევს.

„დღეს ამ მატყუარა პატარა კაცმა ნიღაბი ჩამოიხსნა და მთელს ქვეყანას აჩვენა, რომ "ქოცების" ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის უკან ის დგას. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, დღეს პრაქტიკულად დაადასტურა რომ თავადაც ბოტია.

ამ პრემიერმინისტრად წოდებულ ივანიშვილის მარიონეტს მისი უპასუხისმგებლო ბრალდებების გამო აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. დღევანდელ პრემიერს და ოცნების ლიდერებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ანაკლიის პროექტის ჩაგდების და საქართველოს მომავლის მოსპობის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლის მცდელობის გამო; მათ მოუწევთ პასუხისგება ქართველი ხალხის ინტერესების ღალატისა და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის მცდელობის გამო.

2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მორჩება ოცნებას, ღარიბაშვილს, ივანიშვილს... და ჩვენ ყველა საქართველოს ახალი მომავლის შენებას დავიწყებთ!" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.




მსგავსი სიახლეები