1-08-2021, 11:24
242

ქვეყნის პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა

ქვეყნის პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 6 წლისთავი მიულოცა და პროფესიული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გულწრფელად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. მოგეხსენებათ, რომ 6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.  მე მინდა თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად შავნაბადას ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, სამსახურის დაარსების 6 წლისთავი პირადად მიულოცა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.




მსგავსი სიახლეები