24-07-2021, 21:30
307

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს" - ანზორ ბიწაძე

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს" - ანზორ ბიწაძე

"ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს", - აღნიშნული განცხადება პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ანზორ ბიწაძემ გააკეთა. 

როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მან განაცხადა, ოპოზიციის უდიდეს ნაწილთან კოორდინაციას გეგმავს და თვლის, რომ აუცილებლობაა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა მთელი საქართველოს მასშტაბით. 

"ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა. სხვანაირად ვერ მოხერხდება ოლიგარქის დამარცხება, ეს ჩვენ კარგად გვესმის. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ცალკეული სუბიექტები, რომლებსაც უბრალოდ აღარ სურთ ვადამდელი არჩევნები. ეს მათი მხრიდან შეცდომაა, რადგან ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ. 





მსგავსი სიახლეები