24-07-2021, 22:16
10 211

"თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს" - იაგო ხვიჩია

"თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს" - იაგო ხვიჩია

"არ ვფიქრობთ ჩვენს კანდიდატზე. ვფიქრობთ, რომ არ ვართ მზად მერობის არჩევნების მოსაგებად," - აღნიშნული განცხადება "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, "გირჩი" არასოდეს მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს, სხვა პარტიას დაუჭირონ მხარი.

"მე სასტიკად ვეწინააღმდეგები თბილისში საერთო კანდიდატის იდეას და რამდენი ხანია მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ არ გააკეთონ ეს. ვისაც შეუძლია და ჰყავს შესაფერისი კანდიდატი, ყველამ დააყენოს. ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში. თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




მსგავსი სიახლეები