24-07-2021, 21:20
1 812

"ნაცმოძრაობის" ცნობილი სლოგანია - ყველანი ციხეში, რაც შეიძლება მეტი დაიჭირეთ! - ჩვენ კი მტკიცებულებების საფუძველზე 30-მდე ადამიანი დავაკავეთ" - თალაკვაძე

"ნაცმოძრაობის" ცნობილი სლოგანია - ყველანი ციხეში, რაც შეიძლება მეტი დაიჭირეთ! - ჩვენ კი მტკიცებულებების საფუძველზე 30-მდე ადამიანი დავაკავეთ" - თალაკვაძე

"მინდა გამოვეხმაურო 5 ივლისის მოვლენებს და ვთქვა ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ჩვენთვის მიუღებელია მოქალაქეების ურთიერთობა ძალადობის ენაზე," - ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ოპონენტები დღეების განმავლობაში ცდილობდნენ ადამიანების თავებში ჩაებეჭდათ, რომ რატომ არ ვსჯით მოძალადეებს.

"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველ რიგში გააკეთოს პრევენცია, რასაც წინა დღეებში პოლიცია აკეთებდა. სახელმწიფომ გაატარა პრევენციული ზომები წინა დღეებში, რომ უშუალოდ „პრაიდის“ მონაწილეების მიმართ ძალადობა აღეკვეთა, ეს მთელმა საზოგადოებამ ნახა ხუთ ივლისს. რაც შეეხება 5 ივლისს, იქ იმ სივრცეში არ ყოფილან „პრაიდის“ მონაწილეები და ორგანიზატორები. მოხდა ისე, რომ ერთ რადიკალურად განწყობილ ჯგუფსა და ჟურნალისტებს შორის იყო კონტაქტი და მოხდა ძალადობა ჟურნალისტებზე, რაც მიუღებელია, რაზეც სახელმწიფოს აქვს და მომავალშიც ექნება პრინციპული რეაგირება.

 
 

"ნაცმოძრაობის ცნობილი სლოგანია, რომ ყველა ციხეში, მეტი დაიჭირეთ, იმას კი არ ამბობდნენ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, გამოვავლინოთ მტკიცებულებები და მივცეთ პასუხისგებაში. არამედ პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ გვაინტერესებს, მეტი დაიჭირეთ. ესაა მათი მორალი და მათი ღირებულებები, სისტემა. რაც შეგვეხება ჩვენ, 30-მდე ადამიანია ამ მომენტისთვის დაპატიმრებული, ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მიმართაც მტკიცებულებები შეგროვდა და საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს მათ ბრალეულობას. მეორე, გრძელდება პროცესი და გამოძიება და ნებისმიერ დემოკრატიაში, ეს იქნება აშშ თუ დასავლეთ ევროპა, ამ ტიპის საქმეების გამოძიება თვეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ გვახსოვს ძალადობრივი პროტესტები, სადაც გამოძიება გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, თუმცა საქართველოში უფრო მოკლე დროში მოხდება რეაგირება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.




მსგავსი სიახლეები