24-07-2021, 21:11
300

"გამოვავლინეთ პირები, რომელთაც სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე" - თბილისის მერია

"გამოვავლინეთ პირები, რომელთაც სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე" - თბილისის მერია

თბილისის მერია "ნაციონალური მოძრაობის," აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე პლაკატები თვითნებურად გააკრეს. მათივე ცნობით, სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

"თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა. პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე. უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები.




მსგავსი სიახლეები