22-07-2021, 09:51
27

საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის - აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის - აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიში

"ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სისტემის მიმართ, საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.





"საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია. თუმცა, არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეებზე. ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში. სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დანაკლისზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის.

აშშ და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდაზე, რაც უმაღლესი დონის დიალოგის ფარგლებში ხდება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის კომისიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საშუალებით. აშშ-მა და საქართველომ ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 1994 წელს მოაწერეს და საქართველოს უფლება აქვს ტარიფების გარეშე მოახდინოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი აშშ-ში“,- აღნიშნულია ანგარიშში.




მსგავსი სიახლეები