22-07-2021, 00:11
1 085

"თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძის დასახელების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა..." - ქვემოკლიძის განმარტება

"თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძის დასახელების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა..." - ქვემოკლიძის განმარტება

"საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ დედაქალაქის მერობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ გუნდში აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავენ და კონკრეტული კანდიდატის ვინაობას აუხლოეს კვირაში გაამხელენ.

თუმცა კითხვაზე - განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, ქვემოკლიძე პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

"ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.

მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ღირსეული ოპონენტი იქნება ბატონი კალაძისთვისაც და არამარტო კალაძისთვის. იქ სავარაუდოდ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებს ოპოზიცია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღირსეულ პოლიტიკურ ბრძოლაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველას და რაც მთავარია გავიმარჯვოთ," - განაცხადა ქვემოკლიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.







მსგავსი სიახლეები