21-07-2021, 23:10
2 247

(ვიდეო) "ძვირფასო იდიოტებო, ყოველთვის მართალი რომ გგონიათ თავი, ეს თქვენს იდიოტიზმზე მეტყველებს" - სანიკიძე მმართველ გუნდს

(ვიდეო) "ძვირფასო იდიოტებო, ყოველთვის მართალი რომ გგონიათ თავი, ეს თქვენს იდიოტიზმზე მეტყველებს" - სანიკიძე მმართველ გუნდს

"როგორც ჩანს "ქართულ ოცნებაში" რაღაც სალექციო კურსი გჭირდებათ იმიტომ, რომ ჟურნალისტიკა პოლიტიკაა!" - ამ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გუბაზ სანიკიძე "ქართული ოცნების" გუნდს მიმართავს.

ამასთან, სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერით მამართველი გუნდის წევრებს მოუწოდა, რომ პრეტენზიული განცხადებების გაკეთებას მოერიდონ, რადგან, მისივე თქმით, ეს მათ "იდიოტიზმზე მეტყველბს."

"ერთ-ერთი გამობრძანდა და თქვა, ჩვენო ყოველთვის მართლები ვართო, ძვირფასო მეგობრებო, ყოველთვის მართალი კაცი აქ ორიათასი წლის წინ დაიბადა მაცხოვარი ჩვენი და ასეთ პრეტენზიულ განცხადებებს თუ მოერიდებით კარგს იზამთ. ეს თქვენს იდიოტიზმზე მეტყველებს, ყოველთვის მართალი რომ გგონიათ თავი. მეორე გამოვიდა და ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ თქვენო ჟურნალისტები არა ხართ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთო! როგორც ჩანს "ქართულ ოცნებაში" რაღაც სალექციო კურსი გჭირდებათ იმიტომ, რომ ჟურნალისტიკა პოლიტიკაა! ჟურნალისტიკა ყოველთვის არის პოლიტიკაა. ძვირფასო იდიოტებო - "ქართული ოცნების" მესვეურებო აგიხსნით ჟურნალისტიკა ნიშნავს სამოქალაქო ცხოვრებას პირდაპირ, რომ გადავთარგმნოთ. ალბათ, გაგიგიათ ძვირფასო იდიოტებო, რომ ჟურნალისტიკას და მედიას თქვენსავე პოლიტიკას ეძახიან. ეს რა თქმა უნდა, ისეთი შედარებით სამკობელი არის... ხელისფლებები პოლიტიკა არ არის?! აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და მედია. რამე იცით საერთოდ ამ ქვეყანაზე?!" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იხ: ვიდეო:







მსგავსი სიახლეები