21-07-2021, 22:50
187

"ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - წარადგენს თუ არა თაკო ჩარკვიანი თბილისის მერობის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას

"ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - წარადგენს თუ არა თაკო ჩარკვიანი თბილისის მერობის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას

"კანონი და სამართლიანობის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ის თბილისის მერობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ამასთან, როგორც ჩარკვიანი აცხადებს, მას მერობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, მისი კანდიდატურა განიხილებოდა.

"ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ, რადგან ჩემთან მოსულები იყვნენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, არ მიფიქრია ამაზე არასდროს და არც ახლა ვფიქრობ. მე დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვისაც დასავლური ვექტორი გადაწყვეტს იყოს გაერთიანებული ოპოზიციიდან. მკითხეს კიდეც, ნიკაზე არის დიდი ხანია საუბარი და სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას.

ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ვერ ვხედავ კანდიდატურას, რომ კონკურენცია გაუწიოსო. მე რომ ვამბობ, არ არიან ოპოზიცია და გაიგეთ-მეთქი და არავის ჯერა, ახლა ხომ კარგად დაიჯერეს უკვე. მოდით, ვისაუბროთ ვინმე ნიკა მელიაზე, თუ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეობაზეა საუბარი, იმაზე დიდი მომხრე, ვიდრე კალაძე იყო "ნაციონალური მოძრაობის," 5-იანს, რომ გვიჩვენებდა, კარგად გვახსოვს. გირგვლიანი მომხდარი იყო უკვე, ნიკა მელია ჩემ გვერდით მახსოვს 7 ნოემბრის დროს, როცა მე გირგვლიანს ვაპროტესტებდი, მაგრამ კახი კალაძე - არა. კახი კალაძე მახსოვს მომხრე იყო ზუსტად იმ პერიოდში“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსნებთ, გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახი კალაძე წარადგინა. ოპოზიციის მხრიდან ჯერ-ჯერობით მერობის კანდიდატები არ დასახელებულა.

თუმცა, დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად ნიკა მელია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარია განიხილება. 






მსგავსი სიახლეები