21-07-2021, 21:42
1 625

"ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში და დაებერტყებიან თავიანთ უხარისხოდ დაგებულ ასფალტს" - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

"ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში და დაებერტყებიან თავიანთ უხარისხოდ დაგებულ ასფალტს" - ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი

"ეგენი ყველანი გამოექანებიან ფინალში და დაებერტყებიან თავიანთ უხარისხოდ დაგებულ ასფალტს და ტროტუარს," - ეს განცხადება "კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ქართული ოცნების" მიერ კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის კომენტირებისას გააკეთა.

როგორც ჩარკვიანმა "მთავარ არხის" ეთერში საუბრისას აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ოლიგარქიული მმართველობა ახასიათებს, რაც სატელიტი პარტიებისა და პოლიტიკოსების მობილიზებასა და დიდი გამოწვევების ფარული სქემებით გადაწყვეტაში გამოიხატება.

"ასე იცის პოლიტიკამ, უზნეო პოლიტიკამ ასე იცის. ოლიგარქიას ახასიათებს თავხედური აღვირახსნილობა ყველაფრისადმი, გამოწვევა, იმიტომ, რომ ეს არის მისთვის დამახასიათებელი კანონის დარღვევით არსებობა. ესენი ისეთ კორუფციულ სქემებში არიან გახვეულები, რა გადაწყვეტა და გადმოწყვეტა. ეგრე ალეკო ელისაშვილიც ეგონათ, რომ ოპოზიციონერი იყო, მაგრამ აგერ შევხედეთ, რომ ყველაფერში უდგას გვერდით "ქართულ ოცნებას," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსნებთ, გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახი კალაძე წარადგინა. ოპოზიციის მხრიდან ჯერ-ჯერობით მერობის კანდიდატები არ დასახელებულა.







მსგავსი სიახლეები