21-07-2021, 21:28
3 013

"ქალს რომ მოკიდებ კისერში ხელს, გვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ძირს, ესეც არაფერში არ წერია" - ელისაშვილი

"ქალს რომ მოკიდებ კისერში ხელს, გვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ძირს, ესეც არაფერში არ წერია" - ელისაშვილი

"პარლამენტის წევრი რომ ხარ და ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია," - ეს განცხადება "მოქალქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

ელისაშვილმა ამავე თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის საქცეილიც არ იყო მისაღები. როგორც ელისაშვილმა განმარტა, - "ქალს რომ მოკიდებ კისერში ხელს და გვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ძირს, ესეც არაფერში არ წერია."

"გომელაური გამოაძვრინა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ მაგიდაზე შეხტომით და წივილ-კივილით, თორემ მაშინ უნდა გაგვეწურა გომელაური. მოსაწონი იყო [მაგიდაზე ასვლა]? არც ეგ მომეწონა, მაგიდაზე შეხტომა და ვთქვი კიდევაც... კარგით ახლა, პარლამენტის წევრი რომ ხარ და ფეხზე რომ გაიხდი და მაგიდაზე შეხტები, ეგ რაში წერია და რა არის? მითუმეტეს, ქალი როდესაც ხარ. ისევე, როგორც აღმაშფოთებელი იყო პაპუაშვილი როგორც მოექცა თინა ბოკუჩავას, არაფერში არ წერია ეს, რომ ქალს რომ მოკიდებ კისერში ხელს და გვერდზე წამოიღებ და დააპერტყებ ძირს, ესეც არაფერში არ წერია," - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნონა მამულაშვილმა მინისტრის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნისას პროტესტის გამოხატვა მაგიდაზე ასვლით სცადა, ხოლო შს მინისტრის მიმართულებით მიმავალი თინა ბოკუჩავა კი შალვა პაპუაშვილმა ტრიბუნამდე მისვლამდე შეაჩერა და დარბაზში ჩამოიყვანა.






მსგავსი სიახლეები