20-07-2021, 23:48
907

(ვიდეო) იქნება თუ არა არველაძე მერობის კანდიდატი? - ნათია მეზვრიშვილის განმარტება

(ვიდეო) იქნება თუ არა არველაძე მერობის კანდიდატი? - ნათია მეზვრიშვილის განმარტება

"ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, როგორც კახი კალაძეს ისე სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.

წამყვანის კითხვაზე - იქნება თუ არა მათი პარტიის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე არველძე, მეზვირიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"ჩვენ ჩვენი მერობის კანდიდატი გვეყოლება. ვერ გეტყვიათ ასე ზუსტად... მე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ არაფერს. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თბილისში ისივე როგორც სხვა რეგიონებში ღირსეული კანდიდატო გვეყოლება და ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, როგოეც კახი კალაძეს ისე სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერის კანდიდატად მოქმედი მერი, კახი კალაძე წარადგინა.

იხ: ვიდეო: