პუტინი და ერდოღანი რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვაზე შეთანხმდნენ

მსოფლიო 1659724280
11/07/2022

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვაზე შეთანხმდნენ. - აღნიშნულ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სოჭში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიაღწია. 

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვა ეტაპობრივად განხორციელდება.

"ეტაპობრივად ეროვნულ ვალუტაში გადახდაზე გადავდივართ, მომარაგების ნაწილი გადახდილი იქნება რუსულ რუბლში. ეს ნამდვილად ახალი ეტაპია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მათ შორის ჩვენი ფულადი-საფინანსო ურთიერთობების განვითარების კუთხით", - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ლიდერების მოლაპარაკებები ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგად მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს, თუმცა გაზის მიწოდების საკითხზე იქ საუბარი არაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე მარცვლეულის ექსპორტი, ქვეყნებს შორის ვაჭრობა, სოფლის მეურნეობაში ურთიერთობები და სხვა საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სირია. 

ვლადიმერ პუტინს და რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან პრესკონფერენცია არ გაუმართავთ. 

უახლესი
ssr
ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს

ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს. ინფორმაციას ტელეგრამი ავრცელებს.მიხაილ შერემეტის თქმით, „ქვეყნების გაერთიანება შესაძლოა „ორიგინალური“ საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც კი გასცდეს“, ასეთი „სახელმწიფოების გაერთიანების“ მთავარი მიზანი დასავლეთთან დაპირისპირება იქნება.

მსოფლიო 1660042988

ირაკლი ქადაგიშვილი
"ენმ-ში რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ - მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს"- ირაკლი ქადაგიშვილი

"ნიკა მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს"- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს".როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა."ნიკა მელია არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხომ? მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს. ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი. "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო" და "შუბლზე ძარღვი არ აქვს", რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მის ამ გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და განაცხადა, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."

პოლიტიკა 1660042800

ზურაბ ქადაგიძე
"ჩემპიონატი, რომ ტარდებოდეს  "უსინდისობაში", პირველ ადგილს არავის დაუთმობდა - ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიაზე

"ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?", - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. "ჩემპიონატი,რომ ტარდებოდეს "უსინდისობაში" პირველ ადგილს არავის დაუთმობდა...ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?არიან ადამიანები,რომელთაც "შუბლის ძარღვი" არ აქვთ... ისეთებიც არიან, რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს... მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი..." - წერს ზურაბ ქადაგიძე.

საზოგადოება 1660042274

16/03/2022
აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.890 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკა 1660041300

ირაკლი ლატარია
„არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება” - ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიაზე

„არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის?" - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით. მთელმა რუსეთმა იცის მგიმოელი ლьიაკას პაწრიოტიზმი (ოღონდ სამშობლო რუსეთის მიმართ) და საქართველოში რამდენს ბედავს? მართლა აღარ ვიცი ბრაზი სად წავიღო და ამავე დროს ვერ გამიგია, რატომ არ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც პოლონეთში მოქმედებს და რომლის მიხედვითაც მგიმოელებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა და ითვლებიან რუსეთის აგენტებად? ხომ გვინდა ევროკავშირი? ჰოდა პოლონეთიდან ეგ კანონი წამოვიღოთ არ შეიძლება? ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს - სასწაული თუ გინდა!!!.... არა ნუ უტიფრის ტრადიციული განმარტება, ხოშტარიაზეა ერთი ერთში. „კაცმა მშობლები დახოცაო და მოსამართლეს სთხოვდა, პატიმრობა არ გამოეყენებინა, ობოლი ვარო“, - წერს ლატარია ფეისბუკზე.

საზოგადოება 1660041246

ირაკლი ქადაგიშვილი
"ეს არის პროვოკაცია-ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში"- ირაკლი ქადაგიშვილი

"უკვე აგებთ მთელ ამბავს, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე - ეს არის პროვოკაცია", - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა.როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში.მისივე თქმით, კონკრეტულ პირს შეუძლია საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს, ხოლო ბრალდება, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე, „პროვოკაცია და მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობაა“.„როცა ერთი ადამიანი რაიმე განცხადებას აკეთებს და დეპუტატს ეკითხებით პასუხისმგებლობა ამაზე ვინ უნდა აიღოს, ცოტა არაადეკვატურად დასმული კითხვაა და აგიხსნით რატომ: ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტული მოცემულობა, კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული გამოძიება არ არის, რას მეკითხებით მე? უნდა მიმართოს ამ ადამიანმა საგამოძიებო ორგანოებს.რას ჰქვია მე ვინტერესდები თუ არა ამით?- თქვენი კითხვა უკვე პროვოკაციასთან არის დაკავშირებული. გეუბნებით, თუ თვლის, რომ უკანონო ქმედებაა ჩადენილი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და თქვენ უკვე აგებთ მთელ ამბავს, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე. ეს არის პროვოკაცია, მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660040940