ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში თავდასხმისას ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

მსოფლიო 1659716960
05/08/2022

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის შედეგად ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაცია ისლამურმა ჯიჰადმაც დაადასტურა.

როგორც Reuters-ი წერს, სამხედრო ოპერაციის დროს ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, თუმცა დაჭრილების და დაღუპულების შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში ისრაელის ყველა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ცნობისთვის, ჯაბარიამ ჩრდილოეთ ღაზის მართვა 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ბაჰა აბუ ალ-ატუ ისრაელის მხარემ მოკლა.

უახლესი
27/05/2022
"მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული"- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები აღმოჩნდა, აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, თუ ვინმე დანაშაულის ჩადენაში კონკრეტულ პირს ბრალს სდებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ."როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია.არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული", - თქვა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660043738

დაკავება
ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.სუს-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სამართალი 1660043331

ssr
ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს

ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს. ინფორმაციას ტელეგრამი ავრცელებს.მიხაილ შერემეტის თქმით, „ქვეყნების გაერთიანება შესაძლოა „ორიგინალური“ საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც კი გასცდეს“, ასეთი „სახელმწიფოების გაერთიანების“ მთავარი მიზანი დასავლეთთან დაპირისპირება იქნება.

მსოფლიო 1660042988

ირაკლი ქადაგიშვილი
"ენმ-ში რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ - მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს"- ირაკლი ქადაგიშვილი

"ნიკა მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს"- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს".როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა."ნიკა მელია არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხომ? მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს. ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი. "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო" და "შუბლზე ძარღვი არ აქვს", რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მის ამ გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და განაცხადა, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."

პოლიტიკა 1660042800

ზურაბ ქადაგიძე
"ჩემპიონატი, რომ ტარდებოდეს  "უსინდისობაში", პირველ ადგილს არავის დაუთმობდა - ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიაზე

"ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?", - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. "ჩემპიონატი,რომ ტარდებოდეს "უსინდისობაში" პირველ ადგილს არავის დაუთმობდა...ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?არიან ადამიანები,რომელთაც "შუბლის ძარღვი" არ აქვთ... ისეთებიც არიან, რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს... მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი..." - წერს ზურაბ ქადაგიძე.

საზოგადოება 1660042274

16/03/2022
აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.890 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკა 1660041300