ანტონიუ გუტიერეში
"უკრაინის რეგიონების ანექსია საშიში ესკალაცია იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას"– ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას. გუტერეში რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია „საშიში ესკალაცია" იქნება " და ამბობს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსიის გადაწყვეტილებას იურიდიული ღირებულება არ ექნება.  “უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს”, - აღნიშნა გუტერეშმა.მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გეგმებს, ეს გაახანგრძლივებს დრამატულ ზემოქმედებას გლობალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.„ეს ხელს შეუშლის ჩვენს უნარს, მივაწოდოთ სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა გუტერეშმა.კრემლის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

1664520185

ბაიდენი
"შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე"– ჯო ბაიდენი

“მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ საკითხში - შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. მან დაგმო „რეფერენდუმი“, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარეს და აღნიშნა, რომ ეს იყო „აბსოლუტური სიყალბე“, რომლის შედეგები „მოსკოვში დაამზადეს“.ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.კრემლის ინფორმაციით, დღეს კი ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.

1664519773

ადამ კინზინგერი
"როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ"– ადამ კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.კინზინგერი ამბობს, რომ  საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.ადამ კინზინგერი თვლის, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

1664518860

ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. მან შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა. „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. დამოუკიდებლად აღიარებასთან დაკავშირებითაც.კრემლის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

1664518440

17/03/2022
"ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.ამასთან, როგორც ბლინკენმა დღეს განაცხადა, აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში."აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

1664480700

გუტიერეში
"ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა" - ანტონიო გუტიერესი

"სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა," - ამის შესახებ  გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.როგორც აღნიშნული სააგენტო ანტონ წერს, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას."გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საკანონმდებლო და კონსტიტუციური ჩარჩოს გარეთ.მათ არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ, მეტ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის პერსპექტივას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობილი იქნება. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

1664478401

ვლადიმერ პუტინი
"სახლში დაბრუნდნენ ისინიც, ვინც სათანადო მიზეზის გარეშე გამოიძახეს" - ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული ყველა შეცდომის აღმოფხვრა მოითხოვა

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული ყველა შეცდომის აღმოფხვრა მოითხოვა.როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტმა დაშვებული შეცდომებთან საფუძვლიანი გამკლავება მოითხოვა. ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია იმ მოქალაქეებს ეხებათ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, სამხედრო ნაწილში გამოცდილების მქონე მოქალაქეები გადამზადებას მაინც გაივლიან და პუტინის თქმით, ეს მოთხოვნა მკაცრად უნდა შესრულდეს."სამობილიზაციო ღონისძიებათა მსვლელობისას, მოქალაქეებისგან უამრავი ინფორმაცია შემოდის თავად გაწვევის ორგანიზებაზე, აღჭურვის ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებზე და სხვა საკითხებზე. მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ. ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და თავიდან ავიცილოთ სამომავლოდ. აუცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევის ცალ-ცალკე განხილვა და თუ შეცდომა დაშვებულია, ის უნდა გამოსწორდეს - სახლში დაბრუნდნენ ისინი, ვინც გამოიძახეს სათანადო მიზეზის გარეშე. ვიმეორებ, გაწვევას ექვემდებარებიან მოქალაქეები, რომლებიც თადარიგში არიან და უპირველესად, ვინც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, გააჩნია მოთხოვნადი სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

1664474975

ვოლოდიმერ ზელენსკი
"რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ოფიციალური კიევის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება" - ზელენსკი

"რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ოფიციალური კიევის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა."ამ "რეფერენდუმების" ფასი ნულია და რეალობას არ ცვლის. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ჩვენი რეაქცია რუსეთის მიერ შედეგების აღიარებაზე ძალიან მკაცრი იქნება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

1664473920

მიხაილ პოდოლიაკი
"არარსებულ სუბიექტებს არ შეუძლიათ შევიდნენ ქვეყნის შემადგენლობაში, რომელიც მობილიზებულად იშლება" - პოდოლიაკი

"კრემლის ფრიკ-შოუ..." დაანონსებლ "შესვლის ცერემონიას" არანაირი იურიდიული აზრი არ გააჩნია," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს."კრემლის ფრიკ-შოუ". დაანონსებლ "შესვლის ცერემონიას" არანაირი იურიდიული აზრი არ გააჩნია. არარსებულ სუბიექტებს არ შეუძლიათ შევიდნენ ქვეყნის შემადგენლობაში, რომელიც მობილიზებულად იშლება. დრო არ დახარჯოთ ვირტუალურ ru-აჯენდაზე. რეალური ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება: კონტრიერიში, დეოკუპაცია, ტრიბუნალი," - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

1664471627

ვალუევი
რუსეთის დუმის დეპუტატმა და კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ნიკოლაი ვალუევმა სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღო - “ინტერფაქსი”

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ნიკოლაი ვალუევმა სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღო. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.ვალუევის თქმით, კომისარიატში აუცილებლად მივა. უწყებაში წერია, რომ ვალუევი კომისარიატში „მონაცემთა დასაზუსტებლად და სამხედრო აღრიცხვის საბუთებში ცვლილებების შესატანად “გამოიძახეს.„სამშობლო დამიძახებს - წავალ. რიგითი ვარ და სახელმწიფო დუმაში მოღვაწეობის პერიოდში სხვა წოდება არ მიმიღია“ - ამბობს დეპუტატი.როგორც ვალუევის მიერ გამოქვეყნებულ უწყებაში წერია, ის კომისარიატში 15 ოქტომბრამდე უნდა გამოცხადდეს. 

1664459259

ვლადიმერ პუტინი
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებულ ე.წ. შეთანხმებებს ხვალ მოეწერება ხელი - დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს 15 საათზე გაიმართება. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.პესკოვის ცნობით, ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა.შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.

1664448905

ნიკოლ ფაშინიანი
“ასობით მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან” - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს გარკვეული წარმატება სომხეთის მოკავშირეებთან ურთიერთობის დამყარებაში. ის ცდილობს უზრუნველყოს, რომ სომხეთს იარაღი არ მიეწოდება. ასობით მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. იუწყება სომხური მედია.„ყველა მიმართულებით, ყველა შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია, სამწუხაროდ, მათ აქვთ გარკვეული წარმატება ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობის კუთხით და ცდილობენ ხელი შეუშალონ სომხეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. არის შემთხვევები, როდესაც ასობით მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, მტკივნეული რეალობაა და ჩვენ ღრმად უნდა გავაანალიზოთ ეს სიტუაცია“, - განაცხადა ფაშინიანმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ მიზნით, რომ სომხურმა მხარემ დათმოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და წავიდეს დათმობაზე.„მაგრამ ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა ფაქტორისა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. და დიდება ყველა იმ გმირს, ვინც იცავს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ფაშინიანმა

1664448320