ESPN: ლეგენდარული ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია

სპორტი 1650392571
19/04/2022

ტელეარხის ESPN-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, 81 წლის პელე სან-პაულუს იმ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ადრე ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.

ტელეარხი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი ფეხბურთელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უახლესი
გემი მარცვლეულით
თურქეთის საბაჟომ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა

თურქეთის საბაჟო ორგანოებმა დააკავეს რუსული სატვირთო გემი, რომელიც ატარებდა მარცვლეულს, რომელიც არის მოპარული,- განაცხადა თურქეთში უკრაინის ელჩმა.ვასილ ბოდნარმა იმედი გამოთქვა, რომ გემს დააპატიმრებენ, ქონებას ჩამოართმევენ და ამ თაღლითობაში ჩართული ყველა ადამიანი პასუხს აგებს.რუსული გემი თურქეთის პორტში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის საპორტო ქალაქ ბერდიანსკიდან შევიდა.ცნობისათვის, უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მარცვლეულის მოპარვაში იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს თებერვლის ბოლოს მისი შემოჭრის დაწყების შემდეგ.რუსეთს გლობალური შიმშილის საფრთხის შექმნაში მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების გამო ბრალდებას უყენებს დასავლეთი. მოსკოვი უარყოფს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე და ადანაშაულებს დასავლეთის სანქციებს.რამდენიმე დღის წინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტები ბერდიანსკი და მარიუპოლი, რომლებსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, მზად არიან განაახლონ მარცვლეულის გადაზიდვა.

მსოფლიო 1656917648

არჩილ გამზარდია
"ოპოზიცია რომელიც გვყავს არ გვჭირდება, ხოლო ოპოზიცია რომელიც გვჭირდება არ გვყავს" - არჩილ გამზარდია

“პოლიტიკურ პროცესს სჭირდება ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიცია რომელიც გვყავს, არ გვჭირდება, ხოლო ოპოზიცია რომელიც გვჭირდება, არ გვყავს,”- ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ რთულ პოლიტიკურ ვითარებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის საშუალებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მისი აზრით, პირველ რიგში ოპოზიციური სუბიექტების ერთი ნაწილის პროცესებისათვის ჩამოშორება და დარჩენილ ნაწილში დემოკრატიის შეტანაა აუცილებელი.„სამოქალაქო აქტივიზმი პოლიტიკურ პროცესში დაწყებითი კლასებია, საჭიროა, მაგრამ მხოლოდ პირველადი საფეხურია და ცხადია, საკმარისი არაა. სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ პარტიული ავტორიტარიზმის ნაცვლად, ნულოვანი შანსია ცვლილების. იძახეთ "გაბრაზებული ხალხიო", მოძველდა ეგ მიდგომა, თანამედროვე მოქალაქე უფრო პრაგმატული მომხმარებელია პოლიტიკის და არა იმდენად, ემოციებზე ავარდნილი პირი, რომელიც თუნდაც შეფარულ პარტიულ ზრახვებს აჰყვება,“- წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში და ყურადღებას პროცესების მომდინარეობაში მედიის როლზეც ამახვილებს.„მთელი ამ ბოროტების წილი კი მედიაზე მოდის, არასახელისუფლებო მედიამ ეკრანებიდან უნდა გააქროს თანამედროვე პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, უნდა გააქროს. მოიყვანოს ეთერში კრიტიკოს დემოკრატები და არა დემოკრატის ქურქში გახვეული დიქტატორები, მენტალურად ევროპელები და არა ევროპელობის თვითმარქვია პოსტსაბჭოელები. ჰოდა...ესაა თანმიმდევრულობის კონცეპტი. სხვაგვარად კი გვაქვს გასართობად ქცეული პრობლემები. არ გაიაზრებთ? იქნებით ისევ სხვისი ძალაუფლების ჭანჭიკი,“- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1656917227

131-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა
131-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. - ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.* ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთ სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი იუწყება. * რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან კიევს მოუწევს მოსკოვის პირობებს დაეთანხმოს. - ამის შესახებ რუსული მედია წერს. * უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 36 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, აქედან 200 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონფლიქტი 1656916917

მთავრობის სასახლესთან
ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან

გრძელდება ხმაური და დაპირისპირება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ საპროტესტო აქციას მართავს.აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან  სამართალდამცავების მოწოდებას ხმაურის შეწყვეტისაკენ. მომიტინგეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან უშუალოდ შენობის წინ გადაინაცვლეს.ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, დაკავების შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიციას, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სამართალდამცავები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.

პოლიტიკა 1656916691

ყინული
(ვიდეო) იტალიაში მყინვარის ყინულის ჩამოშლას რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა - 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭერი ჩამოშლის შედეგად. მარმოლადის მთიდან მოწყვეტილი ყინულის ზვავი ლაშქრობის ჯგუფს დაეცა, რომლებიც პოპულარულ ბილიკს გადიოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ადგილზე ხუთი სამაშველო ვერტმფრენი და ათობით ალპური სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მაშველი ძაღლები.  The footage of the large ice avalanche in Marmolada today in close proximity.We don't know the author, we will write it in the comments as soon as we will know it.Indeed an impressive sequence pic.twitter.com/zDo4q40qOP — Alpine-Adriatic Meteorological Society (@aametsoc) July 3, 2022

მსოფლიო 1656916428

პოლიცია
სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ - კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.ისინი ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

საზოგადოება 1656906780