კუპრაშვილი
სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა 6 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ჰენრი კუპრაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში.სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა 6 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.ჰენრი კუპრაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მსოფლიო ასპარეზობაზე მონაწილეობის საშუალება მისცა."მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი წარმატების თანამონაწილენი არიან: თბილისის მერია (კ. კალაძე, ი. გვილავა), ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ (ი. მეძმარიაშვილი, მ. აზარაშვილი), ვაკის საცურაო აუზი (დ. ქობულია) და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (ი. გაბისონია). ჩემი უღრმესი პატივისცემა ამ ადამიანებს, მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ ამ დაძაბული ერთკვირიანი მსოფლიო ასპარეზობის დროს.ცოტა კახი კალაძესთან კი გავტეხე სიტყვა. წამოსვლისას ვუთხარი 7 დღით მიშვებ და 7 ოქროს მედალს ჩამოვიტან მეთქი, სამწუხაროდ, 100 მეტრზე ბრასში ტაქტიკური შეცდომა დავუშვი და პოლონელმა ფინიშზე გადამისწრო, შესაბამისად, ვერცხლი ავიღე და 6 ოქროს მედლის მეტი ვერ წამოვიღე. ბატონი კახი, შანს თუ კიდევ მომცემს, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვასწორებ." - აცხადებს კუპრაშვილი.ცნობილია, რომ 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კმ.ამავე დროს, ჰენრი კუპრაშვილი არის:პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე;პირველი ქართველი მოცურავე „ოუშენმენი“ (OCEANMAN);პირველი ქართველი ზამთრის (Winter Swimming) მოცურავე;პირველი ქართველი პარაცურვის მწვრთნელი.ცნობილია ასევე, რომ ჰენრი კუპრაშვილი არის:ფუძემდებელი მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა;ფუძემდებელი ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვისა;ფუძემდებელი საქართველოში პარაცურვის სწავლებისა.იგი არის პირველი ქართველი მწვრთნელი, რომლის აღზრდილი პარამოცურავე ნიკა თვაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (2011, თურქეთი). 2012 წელს კი ასევე მისმა აღზრდილმა 17 წლის ანა ლომინაძემ "მხედრული კოლხურით" გადაცურა დარდანელის სრუტე.ქართველი მოცურავის დიდ აღიარებად უნდა ჩაითვალოს, ის ფაქტი, რომ მას 2019 წელს გადაეცა მსოფლიოს ოლიმპიური დედაქალაქის ლოზანას მერიის სპეციალური თასი წარწერით: "ჰენრი კუპრაშვილი - უნიკალური მოცურავე ადამიანი დელფინი" 08/09/2019).სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ, ლეგენდარულმა ჰენრი კუპრაშვილმა სპორტის სხვა სახეობებშიც ისახელა თავი:იგი ასევე მსოფლიო ჩემპიონია თანამედროვე ხუთჭიდის ბიატლში (ინდივიდუალური, 2018, ეგვიპტე); ბიატლში (გუნდური, 2015); ტრიატლში (გუნდური, 2015); ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში (ინდივიდუალური, 2018, ეგვიპტე). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ბიატლში (ინდივიდუალური, 2019, პორტუგალია).საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი მეცნიერი, ავტორი 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 100-ზე მეტი მოხსენების, რომლის ხელმძღვანელობითაც ასევე დაცულია მრავალი სადოქტორო დისერტაცია, კვლავ ჩვეულ ფორმაშია და უკვე იწყებს მზადებას მსოფლიო ასპარეზზე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

1674917222

უეფა
რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაციას, უეფა ძალაში ტოვებს

რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებიდან დისკვალიფიკაციას, უეფა ძალაში ტოვებს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, "ტერორისტი ქვეყანა ვერ შეძლებს უეფას სუპერთასის მასპინძლობას 2023 წელს ქალაქ ყაზანში, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი".გავრცელებული ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება მანამ, სანამ რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ.ოფიციალურ განცხადებას უეფა დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გააკეთებს.

1674626743

სდფს
ირაკლი ქარსელაძე უეფა-ს დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA-ს) დელეგაციას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი განიხილეს."ჩემპიონატს საქართველო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. უეფა-ს სპეციალური ჯგუფი შემადგენლობაში იყვნენ უეფა-ს საოპერაციო დირექტორი შარონ ბურკჰალტერ-ლაუ, უეფა-ს ტურნირებისა და ღონისძიებების დაგეგმვის დანაყოფის უფროსი პიტერ ნორდენსტრომი, U21 პროექტის ხელმძღვანელი ბეტინა გრესელი და სპეციალური კონსულტანტი ლუი სილვა.უეფა-ს წარმომადგენლები, ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ.ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო იმ სამუშაოების პროგრესი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აწარმოებს.აღინიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მზადებაში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული და პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში.უეფა-ს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს სამუშაოების პროგრესს და ყველა მიმდინარე სამუშაოს წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რევაზიშვილი, U21-ის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.საქართველოში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი.სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონეზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფა-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.

1674285137

კვარაცხელია კვარა
“ბებერი ქალბატონი მოკვდა” - გაუმარჯოს კვარას!” - ფრანგული მედია

“ბებერი ქალბატონი მოკვდა” - გაუმარჯოს კვარას!” - ასე ეხმაურება ფრანგული გამოცემა sofoot.com-ი „ნაპოლის“ მიერ „იუვენტუსის“ მატჩს, რომლის გმირად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია 13 იანვარს „იუვენტუსის“ კარში გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში უშუალოდ მონაწილეობდა.„სტადიო დიეგო მარადონაზე“ აპლოდისმენტების ხმა ძლიერ წვიმას მოგაგონებთ – ის განსაცვიფრებელი და გამაყრუებელია, გონებაში დიდი ხნის განმავლობაში ჟღერს. ხვიჩა კვარაცხელია ფეხზე წამომდგარ ნეაპოლელ მაყურებელს მიესალმა, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს, მისი სახელის სწორად წარმოთქმა ისწავლოს." - წერს გამოცემა.შეგახსენებთ,  "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 დაამარცხა.

1673699394

ხვიჩა კვარაცხელია
whoscored-მა “ნეპალი” - „იუვენტუსის” მატჩის შემდეგ, “კვარას” უმაღლესი შეფასება მისცა

whoscored-მა “ნეპალი” - „იუვენტუსის” მატჩის შემდეგ, “კვარას” უმაღლესი შეფასება მისცა. ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთშორისო პორტალი, რომელიც მოთამაშეებს ათ ქულიანი სისტემით აფასებს, ხვიჩა კვარაცხელიას, ტურინელებთან მატჩში თითქმის 100-პროცენტიანი შედეგი – 9,8 (9,82) ქულა დაუწერა.„იუვენტუსთან“ ხვიჩამ ტურინელებს გოლი გაუტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პირველი გოლის გატანაში მთავარი როლი ითამაშა.ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში საუკეთესო შეფასებაა. სერია A-ში მანამდე საუკეთესო შეფასება 8,88 ქულა „ბოლონიასთან“ (3:2) მატჩის შემდეგ დაუწერეს.კვარაცხელიამ კი სერია A-ს 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.18 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „ნაპოლია“ (47) და კონკურენტ „იუვენტუსს“ (37) 10 ქულით ასწრებს.

1673679801

აკაკი იაშვილი
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს

მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უხელმძღვანელებს ფიდეს განსაკუთრებულდ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.აკაკი იაშვილი პრეზიდენტად ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დღეს აირჩიეს. აკაკი იაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჭადრაკის ფედერაციას. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულმა ჭადრაკმა 2030 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. 

1671889174

ოლიმპიური კომიტეტი
ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა.ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.რაც შეეხება საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (ფიგურული სრიალი) გახდა. საუკეთესო სპორტულ ფედერაციად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია დასახელდა. 2022 წლის აღმოჩენა ("ოლიმპიური იმედი") კი გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა) გახდნენ.ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელად ბეჟან ჭიჭინავა დაასახელა (კრივი); საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში კი ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა) გახდა.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

1671627948

არგენტინა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა.მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინამ საფრანგეთს ანგარიშით 4:2 სძლია.რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, თამაშის პირველი ნახევარი არგენტინის ლიდერობით 2:0 დასრულდა, მატჩის მეორე ნახევარში ფრანგი კილიან მბაპეს 90 წამში გატანილი ორი გოლის წყალობით - საფრანგეთსა და არგენტინას შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა და დამატებით დროში გააგრძელეს თამაში.დამატებითი დროის მეორე მონაკვეთის დასაწყისში, მესიმ, რომელმაც თამაშის პირველ ტაიმში უკვე გაიტანა თერთმეტმეტრიანი, კიდევ ერთი გოლი გაიტანა.ფინალის 116-ე წუთზე პენალტი დანიშნა და კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანის დარტყმით ფრანგებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა.შესაბამისად ანგარიში 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა, რის შედეგადაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1671386220

ტალახაძე
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა

ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. ლაშა ტალახაძემ ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ, მეექვსედ გახდა.  ატაცში ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 208 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე 215 კგ. ასწია, ხოლო მესამე მისვლაზე ლაშამ 220 კგ. ვერ დააფიქსირა.

1671257961

ირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რაპირით ასპარეზობაში მორიგი მედლები მოიპოვა.ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

1670144451

ნონა გაფრინდაშვილი
ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა შორის მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა შორის მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.იტალიის ქალაქ ასიზიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში სენიორთა შორის.ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიადებზე 11-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი ქალთა შორის +50 ასაკის კატეგორიაში გახდა, 11 შესაძლებლობიდან 7,0 ქულით.

1669530416

იაპონელები
ლურჯმა სამურაებმა, გერმანიის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სტადიონის გასახდელი ოთახი დაალაგეს

ლურჯმა სამურაებმა, გერმანიის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ხალიფას საერთაშორისო სტადიონის გასახდელი ოთახი დაალაგეს.გასახდელის ფოტო FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.მატჩის დასრულების შემდეგ, იაპონელმა გულშემატკივრებმა სტადიონიც დაალაგეს.შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრების მიერ საუდის არაბეთთან განცდილი მარცხით გამოწვეული შოკიდან საფეხბურთო სამყარო ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, როდესაც კატარის მუნდიალმა კიდევ ერთი სენსაცია აჩუქა ფეხბურთის მოყვარულებს. ეს სენსაცია E ჯგუფის პირველ შეხვედრაში დაფიქსირდა, როდესაც გერმანიამ იაპონიის წინააღმდეგ დათმო, ანგარიშით 1:2.

1669278412