"ყველა ცვლილება პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო" - კახა კალაძე ვაკის პარკის შადრევნის პროექტზე

კახა კალაძე

"ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო - არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ "ვაკის პარკის შადრევნის თავდაპირველი პროექტი შეიცვალა და "გრინსერვისმა" მერია შეცდომაში შეიყვანა."

კალაძის თქმითვე, დამპროექტებელი სამუშაოების მიმდინარეობას ზედამხედველობას უწევდა.

"ყველა ცვლილება, რა თქმა უნდა, პროექტთან შეთანხმებული და დამტკიცებული იყო. გარდა ამისა პროექტანტი ზედამხედველობას უწევდა სამუშაოს. ამის მტკიცებულებები არსებობს, შესაბამისად, არასწორია ინფორმაცია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუმალა," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია კონკრეტული პროექტის მიხედვით განხორციელდა, რომელიც დამტკიცებული იყო და დაექსპერტებილი იყო და პროექტიდან გადახვევა არ ყოფილა.

"ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით," - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.

უახლესი
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელია
"ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას?" - ნიკა მელია პრემიერის განცხადებაზე

"ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? - არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკისრება."პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით და ამ გაგებით, ეკისრება ხელისუფლებას. ამას ხედავენ საერთაშორისო ჩვენი მეგობრები, რომლებიც ერთხმად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ექვემდებარება გააუმჯობესებს იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ და ერთადერთ გამოსავლად მათ ესახებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია."ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკა 1670501152

ანრი ოხანაშვილი
ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს.როგორ ოხანაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა, მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლიტიკა 1670500636

04/08/2022
"სასამართლო პროცესები მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება, რადგან მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით"- სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება.გელბახიანი ამბობს, რომ მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დასაშვებად არ განიხილება. "ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, იმიტომ, რომ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე ეს მტკიცებულება არ ითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.ერთ სხდომაში და ორ სხდომაში ეს სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს. ერთი თვე მინიმუმ დაგვჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670499780

ელენე ხოშტარია
"უკიდურესად საგანგაშო განცხადებაა - გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ეს კანონით არის განსაზღვრული.როგორც ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა."ეს არის უკიდურესად საგანგაშო განცხადება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება. ამას თუ გაბედავენ, შესაბამისი დასკვნები და პასუხი იქნება. ამ გმირების შეურაცხყოფა საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდა. არ გაუვიდათ თავხედობა და დუმილი, კიდევ უფრო არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა მამულაშვილის და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები გახდებიან."

პოლიტიკა 1670499465

ნიკა მელია
"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის საზღვარგარეთ იქნება გადაყვანილი" - ნიკა მელია

"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.ასევე, როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს, ამიტომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება."ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი.მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს ქვეყნისთვის ფინალი ექნება სასიკეთო. სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი მოკვდინების მცდელობა, ვერ დარჩება ამაზე გულგრილი საქართველოს პატრიოტი ვერც ერთი მოქალაქე.მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობასა და ტყვეობაში, ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით. მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ფართო გაგებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკა 1670498940

ქაცარავა და ღუდუშაური
"ჩემს სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას, მიღირს"- დავით ქაცარავა ღუდუშაურს მიმართავს

 "ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელი დავით ქაცარავა უმრავლესობის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ  "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ბიზნესითაა დაკავებული და ქართველ მეომრებს მისი მიზნების შესასრულებლად იყენებს. ქაცარავა ღუდუშაურს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდება, რომ პარლამენტთან დახვდება და საკადრის პასუხს გასცემს.  "ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! გაძლევ ამისთვის 4 დღეს. რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან,(არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა.რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენ ხანს დაგელოდები. საჯაროდ შეგხვდები და ჩემ სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას, მიღირს,"- წერს დავით ქაცარავა.ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ "მამუკა მამულაშვილს ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით - ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა."

პოლიტიკა 1670498379