"თუ ფიქრობენ, ომბუდსმენს რეიტინგი არ აქვს, ეს კამპანია რეიტინგს მხოლოდ გაზრდის" - ლომჯარია კობახიძეზე

ირაკლი კობახიძე და ლომჯარია

"თუ ფიქრობენ, ომბუდსმენს რეიტინგი არ აქვს, ეს კამპანია რეიტინგს მხოლოდ გაზრდის," - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარიას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობენ მსგავსი თავდასხმებით მის დისკრედიტაციას.

"ჩემთვისაც გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომაა ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე და რატომ ცდილობენ ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, თუ ისინი ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება, ამიტომ, მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "ნინო ლომჯარიას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს."

უახლესი
ზურაბ ქადაგიძე
"ჩემპიონატი, რომ ტარდებოდეს  "უსინდისობაში", პირველ ადგილს არავის დაუთმობდა - ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიაზე

"ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?", - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. "ჩემპიონატი,რომ ტარდებოდეს "უსინდისობაში" პირველ ადგილს არავის დაუთმობდა...ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?არიან ადამიანები,რომელთაც "შუბლის ძარღვი" არ აქვთ... ისეთებიც არიან, რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს... მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი..." - წერს ზურაბ ქადაგიძე.

საზოგადოება 1660042274

16/03/2022
აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი ცნობილია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2022 წლის 9 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.890 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.918 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკა 1660041300

ირაკლი ლატარია
„არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება” - ირაკლი ლატარია ელენე ხოშტარიაზე

„არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ რუსულ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის?" - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „არა ნუ, რა გაწრთვნილია ამ კაკებეში ასეთი, რომ არც წყნარდება? რუბლოვნა რომ ვინმეს ღალატზე და მით უმეტეს რუსეთს ახსენებს რატომ ღმერთი არ იცინის? ქალს ნამღერი აქვს დიდი სიამაყითა და გულზე ხელის დადებით - სერგეი ლავროვის მიერ დაწერილი ჰიმნი, თავისი ცრემლის წამოცდენითა და ტანში ჟრუანტელის გავლით. მთელმა რუსეთმა იცის მგიმოელი ლьიაკას პაწრიოტიზმი (ოღონდ სამშობლო რუსეთის მიმართ) და საქართველოში რამდენს ბედავს? მართლა აღარ ვიცი ბრაზი სად წავიღო და ამავე დროს ვერ გამიგია, რატომ არ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც პოლონეთში მოქმედებს და რომლის მიხედვითაც მგიმოელებს ეკრძალებათ ნებისმიერი აქტივობა და ითვლებიან რუსეთის აგენტებად? ხომ გვინდა ევროკავშირი? ჰოდა პოლონეთიდან ეგ კანონი წამოვიღოთ არ შეიძლება? ქალს ყოველ თვე რუბლები ერიცხება და სხვას უწოდებს რუსეთთან მიბმულს - სასწაული თუ გინდა!!!.... არა ნუ უტიფრის ტრადიციული განმარტება, ხოშტარიაზეა ერთი ერთში. „კაცმა მშობლები დახოცაო და მოსამართლეს სთხოვდა, პატიმრობა არ გამოეყენებინა, ობოლი ვარო“, - წერს ლატარია ფეისბუკზე.

საზოგადოება 1660041246

ირაკლი ქადაგიშვილი
"ეს არის პროვოკაცია-ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში"- ირაკლი ქადაგიშვილი

"უკვე აგებთ მთელ ამბავს, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე - ეს არის პროვოკაცია", - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა.როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში.მისივე თქმით, კონკრეტულ პირს შეუძლია საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს, ხოლო ბრალდება, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე, „პროვოკაცია და მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობაა“.„როცა ერთი ადამიანი რაიმე განცხადებას აკეთებს და დეპუტატს ეკითხებით პასუხისმგებლობა ამაზე ვინ უნდა აიღოს, ცოტა არაადეკვატურად დასმული კითხვაა და აგიხსნით რატომ: ადამიანის პირადი მონაცემი შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს ღია სივრცეში. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტული მოცემულობა, კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული გამოძიება არ არის, რას მეკითხებით მე? უნდა მიმართოს ამ ადამიანმა საგამოძიებო ორგანოებს.რას ჰქვია მე ვინტერესდები თუ არა ამით?- თქვენი კითხვა უკვე პროვოკაციასთან არის დაკავშირებული. გეუბნებით, თუ თვლის, რომ უკანონო ქმედებაა ჩადენილი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და თქვენ უკვე აგებთ მთელ ამბავს, რომ თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებზე. ეს არის პროვოკაცია, მოდელირებული ქრონიკის შექმნის მცდელობა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660040940

გია ხუხაშვილი
"ხელისუფლებამ ისე “აკრიფა” რუსების მიგრაციის “გაპრავების” კუთხით, ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან" - გია ხუხაშვილი

"ხელისუფლებამ ისე “აკრიფა” რუსების მიგრაციის “გაპრავების” კუთხით, ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან…" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში."ხელისუფლებამ ისე “აკრიფა” ტურიზმის განვითარებით რუსების მიგრაციის “გაპრავების” კუთხით, ხვალ ტანკებით რომ წამოვიდნენ, იმასაც ტურიზმის განვითარების ინტერესით ახსნიან…", - წერს ხუხაშვილი.

საზოგადოება 1660040322

უკრაინა ჯარისკაცი
(ვიდეო) რუსებს ხელში ქართველი სამხედროს პირადი საქმე ჩაუვარდათ

რუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თითქოს რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს. მათ შორის არის ქართველი სამხედროს მიხეილ ქამხაძე პირადი საქმე რომელიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ ნატოს სტანდარტების წვრთნებს უტარებდა.ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები აქვს. 

სამხედრო 1660039605