"ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

29/03/2022

"ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად," - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა.

ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ ექვსი თვის ვადით იქნა არჩეული.

ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისთვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3-ის უმრავლესობა, რაც საჭიროა ხუთი წლის ვადით ასარჩევად.

ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ ექვსი თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკო-ს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას.

5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკო-ს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას. ცესკო-ს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უახლესი
ელენე ხოშტარია
"ჩვენი სახელმწიფო მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ამით "ოცნება" სამხედროებს კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს"- ელენე ხოშტარია

"აქამდეც არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ"- ასე გამოეხმაურა  „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა.ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის თანამშრომლობა არსებობს და მმართველი გუნდი ქართველ სამხედროებს საფრთხის წინაშე აყენებს.„ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითლაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც, ასევე, გადაეცა ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს.არაერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას. დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვანახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი.ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს,"- აცხადებს ხოშტარია. ასევე, ხოშტარია აღნიშნავს, რომ მას გამოძიების იმედი არ აქვს. "მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660037400

ნიკა მელია
"როცა უნდა ვიხსენებდეთ, რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვხედავთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს"- ნიკა მელია

"როცა უნდა ვიხსენებდეთ, რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვხედავთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს"- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“.მისივე თქმით, ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."„აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში,'- აცხადებს მელია.მელიას თქმით, ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. "ვიხილეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე, ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა,"- აღნიშნავს ენმ-ის ლიდერი. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად."თავდაცვის უწყება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს, უკვე სრულად ქცეულია რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითად, ემორჩილება მათ და აწვდის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც კი მათ სჭირდებათ. ეს მოღალატე, უსამშობლო კოლაბორაციონისტები, მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას კი არ გვაკარგვინებენ და რუსეთის ხელში კი არ გვტოვებენ, მხოლოდ კი არ გვარბევენ და გავრილოვის გამო, თვალებს კი არ გვთხრიან მარტო, არამედ უკვე გვყიდიან! გვყიდიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვყიდიან თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად!“-განაცხადა მელიამ.მისი თქმით, ადრე ეჭვი არსებობდა, მაგრამ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს.„რუსული ოცნების“ ხელისუფლება ყიდის და ოკუპანტს აბარებს ყველას, ვისაც რუსეთი მტრად მიაჩნია და ყველას, ვინც რუსეთს მის მტრად მიაჩნია. დიახ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, გაყო სამყარო ბნელ და ნათელ მხარეებად, არ დატოვა სივრცე შუალედური პოზიციისათვის. ჩვენმა უსამშობლო, რუსების ახდენილმა ოცნებამაც აირჩია მხარე. დადგნენ სამყაროს ბნელ მხარეს, თქვეს ხმამაღლა და გამოკვეთით, რომ მათ „ოცნებაში“ არაფერია ქართული! რუსული ოცნების ხელისუფლება, რუსეთს აბარებს ადამიანებს, რომელთაც აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დაიცვან სამშობლო იქ, სადაც დღეს გადის ბრძოლის ხაზი თავისუფლებისთვის“,-განაცხადა მელიამ.ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

პოლიტიკა 1660036080

კაია კალასი
"შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა" - კაია კალასი

"ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება", – ამის  შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი  სოციალურ ქსელში წერს.  კალასი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტონ.„შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან დაკეტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილებია). დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლა“, – წერს ესტონეთის პრემიერი.  Stop issuing tourist visas to Russians. Visiting #Europe is a privilege, not a human right. Air travel from RU is shut down. It means while Schengen countries issue visas, neighbours to Russia carry the burden (FI, EE, LV – sole access points). Time to end tourism from Russia now — Kaja Kallas (@kajakallas) August 9, 2022

მსოფლიო 1660035375

ბაიდენი
"არ იფიქროთ, რომ მეტის გაკეთებას აპირებენ" - ჯო ბაიდენი ჩინეთის წვრთნებზე ტაივანთან

ტაივანის მახლობლად მიმდინარე ჩინეთის წვრთნების კომენტირებისას, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი  აცხადებს, რომ ჩინეთი „მეტს ვერაფერს“ გააკეთებს ტაივანთან დაკავშირებით."არ ვღელავ, მაგრამ ვწუხვარ, რომ ისინი ისე მოძრაობენ, როგორც არიან. მაგრამ არა მგონია, რომ მათ მეტი გააკეთონ. -განაცხადა ჯო ბაიდენმა დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე.შეგახსენებთ, ჩინეთმა ტაივანთან სიახლოვეს სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს მას შემდეგ წამოიწყო, რაც კუნძულს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვია.ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ კუნძული აგროვებს საკუთარ გადასახადებს, ხმას აძლევს საკუთარ მთავრობას, გასცემს საკუთარ პასპორტებს და ჰყავს საკუთარი სამხედროები.აშშ აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

მსოფლიო 1660034983

კორონავირუსი
NCDC-ოს ანგარიში: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, სტაციონარებიდან გაწერილ 33%-ში ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება აღინიშნა

1-ელი ივლისის მონაცემებით, სტაციონარებიდან გაწერილ 211 673 პაციენტს შორის 33%-ში ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება აღინიშნა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2022 წლების ანგარიშშია ნათქვამი.მონაცემების თანახმად, გართულებებს შორის დომინანტია პნევმონია და სუნთქვის უკმარისობაა.2020 წელს პნევმონია აღინიშნა პაციენტთა 59.7%-ში, სუნთქვის უკმარისობა - 17%-ში.2021 წელს პნევმონია აღინიშნა 52.6%-ში, სუნთქვის უკმარისობა - 19.7%-ში, ხოლო 2022 წელს (6 თვის მდგომარეობით) პნევმონია აღინიშნა 45%-ში, სუნთქვის უკმარისობა -18%-ში.ამავე ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მარტიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტების გატარებული საწოლდღეების საშუალო 10.2 დღეს შეადგენდა. 2020 წელს საწოლდღეების საშუალო რაოდენობა ერთ პაციენტზე შეადგენდა 9 დღეს, 2021 წელს - 11.5 დღეს და 2022 წელს (6 თვის მდგომარეობით) – 7.2 დღეს.

ჯანდაცვა 1660034400

მედვედევი
"მთავარმა უკრაინელმა კლოუნმა განაცხადა, „ანგარიში მოეთხოვოს რუსეთის მთელ მოსახლეობას" - დმიტრი მედვედევი

„მთავარმა უკრაინელმა კლოუნმა განაცხადა, „ანგარიში მოეთხოვოს რუსეთის მთელ მოსახლეობას“.,  ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც დასავლეთს მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.მედვედევმა ზელენსკი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.„მთავარმა უკრაინელმა კლოუნმა განაცხადა, „ანგარიში მოეთხოვოს რუსეთის მთელ მოსახლეობას“. ბოლო დროს ადოლფ ჰიტლერმა სცადა ასეთი იდეების განხორციელება მთელ ერთან მიმართებით. გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვა უკრაინის ძალაუფლების ბუნებასთან დაკავშირებით?“ - წერს მედვედევი ტელეგრამზე.

კონფლიქტი 1660034336