მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება

ღვინის ფესტივალი

მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული რიგით მე-13 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება.

ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების გაცნობა, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებადა ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

წელს ფესტივალში 61 ღვინის კომპანია, 89 საოჯახო მარანი და ღვინის შეფუთვა/მოხმარებასთან დაკავშირებული აქსესუარების მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობს.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.ღვინის მწარმოებლები სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2021 წლის მოსავლის ღვინოების დაგემოვნებას სთავაზობენ. ფესტივალზე წარმოდგენილია კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები, რომლებიც „ღვინის კლუბის“ სადეგუსტაციო კომისიის მიერ შეირჩა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა

„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორც გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე,ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინისმწერლებს მასპინძლობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს გააცნონ“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უახლესი
კადიროვი
"ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია!" - კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პოლონეთს რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს.რამზან კადიროვი შესაბამისი მოთხოვნის შესახებ "ტელეგრაფზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს."უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ," - ამბობს რამზან კადიროვი.შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, რუსეთის ელჩს სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულების მემორიალს ყვავილებით ამკობდა.  

საზოგადოება 1653508320

თინათინ ხიდაშელი ირაკლი კობახიძე
"ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა" - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა – უსუფაშვილმა გადაარჩინა მაშინ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს თინა ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი"პალიტრანიუსი“ - გადაცემა "360 გრადუსი" 

ციტატა 1653505506

22/03/2022
"არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს" - მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე

"არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე," - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.ამასთან, როგორც მსოფლიო პატრიარქმა ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა."ყველა ეკლესიისთვის უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. მე არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს. ველოდებოდი, რომ ძმა კირილე კრიტიკულ ვითარებაში სიმტკიცეს გამოიჩენდა და თუ საჭირო იქნებოდა, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით და უნდა გადავდგე"," - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მსოფლიო 1653504783

ევროკომისია
"როიტერსი" - ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. როგორც აღნიშნული სააგენტო ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.მათივე ცნობით, ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი და სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად ჩაითვალოს ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში."ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს, სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა", - წერია ევროკომისიის განცხადებაში.რაც შეეხება, იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის განცხადებას, მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად თვლიან.ამასთან, რეინდერსის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება მიზნად ისახავს ამ მიდგომის გაერთიანებას, რათა სანქციების თავიდან აცილება სერიოზულ დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

მსოფლიო 1653504456

25/05/2022
[ვიდეო] "ნაცმოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ" - ლევან მამალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" დასაშლელად ლიდერებს ვაჟკაცობა არ ეყოთ. რაღაც ძველს არიან ჩამოკიდებული. ისინი ჩარჩნენ და ჰგონიათ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან. ასევე, ჰგონიათ, რომ ისევ აკონტროლებენ სიტუაციას. ვერ მიხვდნენ და ვერ გაიაზრეს ის, რომ ისინი სახელმწიფოს ებრძვიან ლევან მამალაძე - ყოფილი მაღალჩინოსანი"ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "რეალური პოლიტიკა"

ციტატა 1653503943

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას" - უკრაინის საგარეო უწყება

"უკრაინა გმობს ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც "ბიბისი" წერს, უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ  იძულებით პასპორტიზაცია მორიგი მტკიცებულებაა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებრივი მიზნებისთვის, მიიტაცოს უკრაინის ტერიტორიები შემდგომში მათი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ველში ინტეგრაციისთვის."ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო პასპორტიზაცია, ისევე როგორც ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ასევე წარმოადგენს, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს ვალდებულებების – ჰააგის 1907 კონვენციის 45-ე მუხლისა და ომის დროს, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ 1949 წლის კონვენციის 47-ე მუხლის დარღვევას. რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება იურიდიულად ბათილია და სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიო 1653503616