"ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ევროინტეგრაციის გზაზე ხელს შეუშლის, უნდა გამოიცვალოს" - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

"ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ევროინტეგრაციის გზაზე ხელს შეუშლის, უნდა გამოიცვალოს," - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ტვ იმედს" განუცხადა.

"ხალხს დარჩება ერთადერთი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება - ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ევროინტეგრაციის გზაზე ხელს შეუშლის, უნდა გამოიცვალოს. იდიოტი ხელისუფლება ქმნის რევოლუციას. ჩვენთან მომხდარა რევოლუციები უსისხლოდ, 3-დღიანი, ეს იყო ვარდების რევოლუცია. თუ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას შეუშლის გუნდი ხელს ამ გზაზე, მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ის ხელისუფლება გამოიცვალოს," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს  ევროპული საბჭოს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს.

ცნობისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც ბრიუსელში დღეს დაიწყება.

უახლესი
ყინული
(ვიდეო) იტალიაში მყინვარის ყინულის ჩამოშლას რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა - 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მყინვარის ყინულის ნაჭერი ჩამოშლის შედეგად. მარმოლადის მთიდან მოწყვეტილი ყინულის ზვავი ლაშქრობის ჯგუფს დაეცა, რომლებიც პოპულარულ ბილიკს გადიოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ადგილზე ხუთი სამაშველო ვერტმფრენი და ათობით ალპური სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მაშველი ძაღლები.  The footage of the large ice avalanche in Marmolada today in close proximity.We don't know the author, we will write it in the comments as soon as we will know it.Indeed an impressive sequence pic.twitter.com/zDo4q40qOP — Alpine-Adriatic Meteorological Society (@aametsoc) July 3, 2022

მსოფლიო 1656916428

პოლიცია
სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ - კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.ისინი ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

საზოგადოება 1656906780

სალომე ზურაბიშვილი
"არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს"- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.ზურაბიშვილის განცხადებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ - პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო). თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიტიკა 1656906103

დიტო სამხარაძე
"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს"- დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებზე

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მას შემდეგ დაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაადგილდებოდა.ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა. ადგილზე სამართალდამცველების კორდონია ჩაყენებული. ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.

პოლიტიკა 1656876555

აქცია რუსთაველი
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართება

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა.ისინი  მმართველი პარტიის სათაო ოფისის შენობისკენ ფეხით მსვლელობით მიემართებიან.ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.გეგმის გასაჯაროების შემდეგ, "ოცნების" ოფისთან პოლიციის გაძლიერებული კორდონი ჩააყენეს. 

საზოგადოება 1656876170

ეკა ბესელია
"საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა"- ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ახლა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და ყოყმანი იმაზე, რომ უნდა იდგენენ, თუ არა მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალიან უხერხულია.მისი მოსაზრებით, საქმე ეხება ქვეყნის მომავალს და ახლა საქართველოს "უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს." „ამიტომ, ვდგავარ აქ და აქ, დგას ჩემი ოჯახი, დგას ის ხალხი, ვინც წლების წინ აქ იდგა აქციებზე. ეს არის ის არჩევანი, რასაც ჩვენ ღირებულებების არჩევანს ვუწოდებთ. აქ უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პოზიცია - საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა და მიხარია, რომ ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდები, სცენაზე დგანან სამოქალაქო აქტივისტები და პირადად, მე ეს ძალიან მაიმედებს“, - აცხადებს ეკა ბესელია.მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შანსი არის, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია უკან დაიხევდა და აჩვენებდა, 12 პუნქტიდან თუნდაც რამდენიმეს შესასრულებლად მზად არის, ცრუ ილუზიაა.საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - ,,წინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს ამოიწურა. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.

პოლიტიკა 1656875435