არჩილ თალაკვაძე
"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - არჩილ თალაკვაძე

"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საცობი ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ მიმდინარეობს."საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას.ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1664481149

ირაკლი კობახიძე
"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია" - ირაკლი კობახიძე

"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" საუბრისას განაცხადა."გაივსო რუსებით" - ეს არის სპეკულაცია, იმიტომ რომ აქაც არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. არსებობს საზღვარზე შემოსვლა-გასვლის სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით, თქვენს გარშემოც ალბათ უამრავი ადამიანი ქართველი, რომელმაც დატოვა რუსეთი, ცხოვრობდნენ იქ ზოგი 10-20-30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში.  ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები. მთლიანად რომ ავიღოთ რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ იყოს 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ ეს ელემენტარულად კომიკურია. გადახედეთ ვითარებას, ეს ცარიელი სპეკულაციაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა.

1664476949

ბულგარეთი
"ბულგარეთი უკრაინას მძიმე შეიარაღებას არ მიაწვდის" - დიმიტარ სტოიანოვი

"ბულგარეთი უკრაინას მძიმე შეიარაღებას არ მიაწვდის," - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა.როგორც სტოიანოვმა აღნიშნა, ახლა კონფლიქტში ბულგარეთის ჩართვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა სიტუაციის ნებისმიერი ცვლილება შემაშფოთებელია."შეიარაღების საკითხზე ჩემი პასუხი იყო მოკლე და მკაფიო. უკრაინული მხარის მიერ მოთხოვნილი იყო მძიმე შეიარაღება. მე არ შემიძლია მძიმე შეიარაღების მიწოდება მანამ, სანამ მინისტრი ვარ და სანამ არ შეიცვლება პარლამენტის გადაწყვეტილება," - განაცხადა სტოიანოვმა.

1664472760

პანტიკო თორდია
პანტიკო თორდიას "ზუგდიდის საპატიო მოქალაქის" წოდება მიენიჭა

ა(ა)იპ ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.,,დღეს ზუგდიდისთვის აღმატებული დღეა, პირველად დაარსდა ზუგდიდის კლასიკური მუსიკის ფესტივალი. დღევანდელი დღე არის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ ზუგდიდისთვის ის მომავალში იქცევა ულამაზეს ტრადიციად.დღეს, ასევე დიდი მადლიერებისა და უდიდესი სიყვარულის დღეცაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ ჩვენი ქალაქის წინაშე. თითოეული კანდიდატის უკან დგას საოცარი ისტორია, საოცარი შრომა, კეთილსინდისიერება, თავდადება და სიყვარული, როგორც ზუგდიდის, ასევე მთელი ქვეყნის მიმართ. ეს ადამიანები გახლავთ ნათელი მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მამულიშვილი და ქვეყნის კეთილი მსახური. დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ სიტყვით გამოსვლისას."ზუგდიდის საპატიო მოქალაქის" წოდება მიენიჭა:პანტიკო თორდიას - 2000-2013 წლებში "თბილავიამშენის" გენერალურ დირექტორს, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებათა  პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ღირსების ორდენოსანს. ადამიანს, რომლის თაოსნობითაც "თბილავიამშენში" დაიწყო მოიერიშე თვითმფრინავებისა და მართვადი რეკეტების სერიული წარმოება, ინჟინერ-მექანიკოსს, ავიამშენებელს, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატს, არაერთი გამოგონების ავტორსა და თბილისის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორს.მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ გერასიმეს - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, ეპარქიაში შემავალი სამონასტრო კომპლექსების გადარჩენითი ხასიათის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზატორს, არაერთ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის რელიგიური დღესასწაულების ტრადიციების აღმდგენს, რომლის მაგალითია ზუგდიდში ვლაქერნობის სახალხო-რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა, რომელმაც უკვე საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. ადამიანს, რომელმაც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და თავისი პროგრესული შეხედულებებით მუდმივად ცდილობს ეპარქიის ცხოვრებაში სიახლეების დანერგვას. ასევე, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას, მის ტურისტულ ცენტრად ქცევას. სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი გერასიმე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე. მეუფე გერასიმე დაჯილდოებულია საქართველოს, სერბეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საეკლესიო ორდენებით.რაულ ჩილაჩავას - პოეტს, მწერალს, მთარგმნელსა და დიპლომატს. საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეს, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრს, ქართულ, უკრაინულ ლატვიურ ენებზე ათეულობით წიგნის და თარგმანების ავტორს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელს."საპატიო ზუგდიდელის“ წოდება მიენიჭა:ლილი ბერაიას - ფილოლოგ-კავკასიოლოგს, წლების განმავლობაში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორს, დადიანების სასახლეებსა და იქ დავანებულ სიწმინდეებზე არაერთი წიგნის ავტორს, საქართველოს პრემიერმინისტრის, იტალიისა და ამერიკის საელჩოების მადლობის სიგელების მფლობელს. საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს-წმინდა გიორგის ოქროს ორდენოსანს.ზაურ ბულიას - ყოფილ ფეხბურთელს, სხვადასხვა დროს საქართველოს საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს″, ქალაქ ვილნიუსის საფეხბურთო კლუბ ,,სპარტაკის″, ქალაქ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს″ მოთამაშეს, 1990 წელს ზუგდიდში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ,,ოლიმპი“ დამფუძნებელსა და მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს.ზაურ შეროზიას - დამსახურებულ მედიკოსს, პედიატრს, წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორს, ჯანდაცვის ფრიადოსნის სამკერდე ნიშნისა და შრომის ვეტერანის მედლების მფლობელს.ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა:"დღეს ჩვენი ქალაქის - "ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა" და "საპატიო ზუგდიდელის ტიტული" 6 განსაკუთრებულ მოქალაქეს მიენიჭა. მათი ღვაწლი სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელოვანესია. მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნისა და ზუგდიდის მსახურებისთვის. მიხარია, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითოეულ ამ ადამიანთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება მაქვს - ზოგიერთთან უფრო მეტი, ზოგიერთთან ნაკლები. მიხარია, რომ ასეთი ხალხი ჩვენს ქალაქს ჰყავს და მას კიდევ უფრო ძლიერს ხდის,"- წერს ირაკლი ჩიქოვანი.

1664460414

ცხინვალი
ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.სტუდენტების და პერსონალის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო "კა-გე-ბემ" ანონიმური წყაროსგან უნივერსიტეტის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მიიღო.ევაკუაცია უნივერსიტეტის გვერდით მდებარე სკოლიდანაც განხორციელდა.

1664446500

პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის. "პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!"- განაცხადა მომღერალმა.

1664436876

28/09/2022
"ბელარუსის მარგინალიზებული "ლიდერის," ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი - იმოქმედოს, როგორც რუსეთის კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა" - გიორგი კვირიკაშვილი

"ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი - იმოქმედოს, როგორც რუსეთის კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა," - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს."ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი - იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში - იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან," - წერს გიორგი კვირიკაშვილი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.მოგვიანებით კი, საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს "ვიზიტი" უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

1664390220

28/09/2022
თბილისში, ბელორუსის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"აფხაზეთი საქართველოა" - ამ ლოზუნგით პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება" თბილისში, ბელორუსიის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს.საელჩოსთან შეკრებილები ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას აპროტესტებენ. ამასთან, ბელორუსიის საელჩოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ფოტოები დაწვეს."ლუკაშენკო- პუტინის ძაღლი ჩავიდა სოხუმში და ამით მან აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აღიარა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. ამაზე ჩვენი ქვეყნის პასუხი არის ის, რომ უბრალოდ ელჩი დაიბარეს, დატუქსეს, შეშფოთდნენ და აღშფოთდნენ. რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობა შევწყვიტოთ ბელორუსთან იმიტომ, რომ ის არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აფხაზეთში ჩასულ ადამიანს თუ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში არ ვუშვებთ, აფხაზეთში ჩასული პრეზიდენტის ქვეყნის ელჩიც არ გვჭირდება თბილისში. ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და თუ ამას არ გააკეთებენ, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ფეხებზე კიდიათ, ფეხებზე კიდიათ აფხაზეთის დაბრუნება და ამ ქვეყნის გამთლიანება," - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ბორის ყურუამ.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.მოგვიანებით კი, საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს "ვიზიტი" უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

1664385262

28/09/2022
"აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს" - ასლან ბჟანია

"აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს," - ასე ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას.მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს და გამოთქვა რწმენა, რომ „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობები დინამიკურად განვითარდება."ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით," - განაცხადა ასლან ბჟანია.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.მოგვიანებით კი, საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს "ვიზიტი" უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

1664384721

ინალ არძინბა
[ვიდეო] "არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ და ამის განხილვასაც არ ვგეგმავთ! - მსგავს აქციებს პროვოკაციად აღვიქვამთ" - ინალ არძინბა აფხაზეთიდან დევნილებზე

"ჩვენ არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ და ამის განხილვასაც არ ვგეგმავთ. მსგავს აქციებს პროვოკაციად აღვიქვამთ", - აღნიშნული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთის ტელეკომპანია Россия 24-თან ინტერვიუს დროს ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე საუბრისას გააკეთა.როგორც არძინბამ ინტერვიუში აღნიშნა, ქართველი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს აშშ-ს საელჩო და USAID-ი კურირებენ. ამასთან, მან თბილისს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა.ჩვენს საზღვართან ასეთი აქციები მშვიდობის განმტკიცებასა და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველჰყოფას არ ემსახურება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე სახის დიალოგზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით ვითარება გაყინულ მდგომარეობაშია," - განაცხადა ინალ არძინბამ.შეგახსენებთ, რომ დღეს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია 24 სექტემბერს გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები, ასევე ბანერი მიიტანეს, რომელსაც "აფხაზეთი საქართველოა" ეწერა და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 

1664383080

ბორჯომის
ბორჯომში, სოფელ ზორეთის მიმდებარედ ხანძარია

ბორჯომში, სოფელ ზორეთის მიმდებარედ ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, borjomi.tv ავრცელებსცეცხლი ტყის მასივსა და ბალახზეა გავრცელებული. ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერა ფიქსირდება.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლის ჩაქრობას სახანძროს ორი ეკიპაჟი ცდილობს.

1664370360

აცრა
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.„სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, თბილისში, მრგვალ ბაღში სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც ცხოველის აცრა, ცოფის საწინააღმდეგოდ და დაავადების პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 1-ელ ოქტომბერს უფასო ვაქცინაცია თბილისის კიდევ ორ უბანში - ვარკეთილსა და დიდ დიღომში ჩატარდება.აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ წელს უკვე ვაქცინირებულია 250 ათასამდე ძაღლი და კატა. ასევე, ცხოველებს პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაავადების დაფიქსირების კერებშიც უტარდებათ.გაზრდილი ვაქცინაციისა და ცნობიერების ამაღლების შედეგად, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. წელს, ცხოველებში მხოლოდ 19 შემთხვევა აღინიშნა და არცერთი ადამიანში.ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2007 წლიდან, ყოველწლიურად, 28 სექტემბერს აღინიშნება და მას კოორდინაციას ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსი (GARC) უწევს. ცოფის დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ადამიანებში დაავადების სრულად აღმოფხვრა, რაც ერთიანი ძალებითა და კოორდინირებული მიდგომით არის შესაძლებელი. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის 2022 წლის გზავნილია - „ცოფისგან დაცული ცხოველი და ადამიანი - ნული საფრთხე სიცოცხლისთვის“.2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის (GARC) ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა სტრატეგია, რომლის მიზანიცაა „ნული ცოფი 2030 წლისთვის“, რაც ძაღლისგან ადამიანის ცოფით დაინფიცირების შემთხვევების სრულად აღმოიფხვრას გულისხმობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.აცრის ღონისძიებების ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/783398272778728/?ref=newsfeed

1664368835