ღარიბაშვილმა უპასუხა - საჩხერის "ჩიხურასო"

ციტატა 1670485573
გია ხუხაშვილი

"ღარიბაშვილს ჰკითხეს - მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიას უჭერ მხარს, თუ შვეიცარიასო?
ღარიბაშვილმა უპასუხა - საჩხერის “ჩიხურასო"

 

გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი

სოციალური ქსელი

 

ცნობისათვის, ამ ირონიული პოსტით ანალიტიკოსი,   ჟურნალისტის კითხვაზე ირაკლი ღარიბაშვილის პასუხს ეხმაურება. კითხვაზე - ვის უჭერს მხარს რუსეთ-უკრაინის ომში, ღარიბაშვილმა უპასუხა - "საქართველოს!"

უახლესი
დსფდს
[ვიდეო]"ივანიშვილმა რწყილივით გაატყავა მთელი საქართველო" - სიტყვიერი დაპირისპირება "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

"ივანიშვილმა რწყილივით გაატყავა მთელი საქართველო," - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა და ექსპერტმა, დავით ნებიერიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს ბლოგერ პაატა ლომთათიძეს.გადაცემის სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათი დავით კეზერაშვილზე საუბარს მოჰყვა, რა დროსაც პაატა ლომთათიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი წარმატების უკან სწორედ "ოლიგარქი კეზერაშვილი" დგას."გულახდილად ვთქვათ, ხაბეიშვილს პიროვნულად არანაირი რესურსი არ აქვს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ეს ჩემში არ ზის, თუმცა ობიექტურად, რომ ვთქვა, ამ ადამიანის წარმატების უკან კეზერაშვილი დგას. სიმართლე გითხრათ, თავის დროზე არც გრიგოლ ვაშაძე მომწონდა, მაგრამ ხაბეიშვილისგან განსხვავებით, ვაშაძეს ინტელექტი მაინც ჰქონდა. ამიტომ არ შეიძლება ხაბეიშვილის შედარება გრიგოლ ვაშაძესთან. აქედან გამომდინარე კეზერაშვილი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას ამაზე არ ფიქრობს... თქვენ, ოლიგარქს ეძახით ივანიშვილს, რომელმაც სხვაგან იშოვა ფული და აქ დახარჯა. არადა, კეზერაშვილი ყველამ იცის ვინც არის, ბოლო ბოლო თბილისი პატარა ქალაქია და ვინმეზე, თუ რამის გაგება გინდა, ეს რთული არაა," - განაცხადა ლომთათიძემ. 

საზოგადოება 1675099714

დსფდს
[ვიდეო] "ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები" - გიორგი კაპანაძე

"ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.კერძოდ, პარტიის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის შესაძლო ჩართულობის შესახებ საუბრისას კაპანაძემ განაცხადა, რომ ახლა არც ძველ და არც ახალ პოლიტიკურ ფიგურებს ხელი არ უნდა ჰკრან, პირიქით, მისივე თქმით, დროა, ერთიანი ძალებით სცადონ პარტიის გაძლიერება."რაც შეეხება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის [ვანო მერაბიშვილის] ჩართულობას, პირდაპირ გეტყვით, რომ მას "ენმ-ში გავლენა და ავტორიტეტი აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასევე, ის ქართული პოლიციის რეფორმატორი და საქართველოს მოქალაქეა, რომლისთვისაც ხმის მიცემის უფლება არავის აუკრძალავს. ამიტომ, ცხადია, რომ ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ხელი არავის არ უნდა ვკრათ, არც ძველს და არც ახალს. ვიმეორებ, რომ ახლა ერთიანი ძალებით უნდა ვცადოთ პარტიის და ქვეყნის გაძლიერება და ის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ," - განაცხადა კაპანაძემ. 

პოლიტიკა 1675098282

დფ
[ვიდეო] "თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე არავის წასვლას არ ვისურვებდი" - გიორგი კაპანაძე

"თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.ამასთან, როგორც კაპანაძემ განმარტა, პირადად ის პარტიიდან არავის წასვლას არ ისურვებდა. მისივე განმარტებით, ახლა სწორედ ერთიანობის დროა, რათა ქვეყანა და პარტია გაძლიერებისკენ წავიდეს."თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის. თუმცა, მე პარტიიდან არავის წასვლას არ ვისურვებდი. ამასთან, რა თქმა უნდა, მე ერთიანობას ვისურვებდი და თუ ჩვენ წყენაზე და გაუგებრობაზე მაღლა დავდგებით, ამით ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას და პარტიას წინ წავიყვანთ. მესმის, რომ დამარცხება ძალიან რთულია და მას გარკვეული უარყოფითი ემოციებიც ახლავს, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს მნიშვნელოვანია არა პირადი წყენა, არამედ ერთიანობაა. ამასთან, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ბევრი მიზანია განსახორციელებელი, მაგალითად ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ასრულებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და ჩვენ, დღეს სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ, პირადად მე, ყველას ერთიანობისკენ მოვუწოდებ. სწორედ, ეს იყო დღეს, ლევან ხაბეიშვილის განცხადების პათოსიც, რომელსაც მივესალმები, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა, ნამდვილი ოქროს სიტყვა თქვა მან," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კობა ნაყოფიამ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის პოსტი და პოლიტსაბჭო დატოვა. მისი განცხადებით, ის პარტიაში რიგით წევრად რჩება.რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის."არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

პოლიტიკა 1675097150

25/02/2022
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია" - პოდოლიაკი

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერში" წერს."საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პროპაგანდის პლატფორმას სთავაზობს და შემდგომ მკვლელობებს ახალისებს. ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს," - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეექმნას შეჯიბრებაში მონაწილეობის შეფერხება მხოლოდ პასპორტის გამო.  #IOC is a promoter of war, murder & destruction. The IOC watches with pleasure RF destroying 🇺🇦 & then offers 🇷🇺 a platform to promote genocide & encourages their further killings.Obviously ru-money that buys Olympic hypocrisy doesn’t have a smell of 🇺🇦 blood. Right, Mr. #Bach? — Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 30, 2023

კონფლიქტი 1675094526

8~7
ირაკლი კობახიძე ესპანეთში ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა.შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე.შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

პოლიტიკა 1675094460

ერწე
"ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც, ვრჩები რიგით წევრად" - კობა ნაყოფია

"ვტოვებ ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოსაც, ვრჩები რიგით წევრად," - ამის შესახებ კობა ნაყოფიამ "მთავარი არხთან" საუბარში განაცხადა.ამასთან, როგორც ნაყოფიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე ის პარტიის რიგით წევრად დარჩება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შემდეგ მიიღებს."ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება," - განაცხადა ნაყოფიამ.ცნობისათვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

პოლიტიკა 1675092539