"დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი "ყოფილის" სტატუსით დღეს" - თეა წულუკიანი

ციტატა 1663854402
თეა წულუკიანი

„გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი! შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი „ყოფილის“ სტატუსით დღეს."

 

თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი

საქართველოს პარლამენტი

 

ცნობისათვის,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

უახლესი
ბაიდენი
"შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე"– ჯო ბაიდენი

“მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო ამ საკითხში - შეერთებული შტატები არასდროს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით. მან დაგმო „რეფერენდუმი“, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარეს და აღნიშნა, რომ ეს იყო „აბსოლუტური სიყალბე“, რომლის შედეგები „მოსკოვში დაამზადეს“.ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა გაერო-ს წესდების და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.კრემლის ინფორმაციით, დღეს კი ხელი მოეწერება უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს.

მსოფლიო 1664519773

ნინო ლომჯარია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს ნინო ლომჯარიას მოუსმენს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენს.ომბუდსმენი კომიტეტის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წერილობითი ფორმით ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა, თუმცა დოკუმენტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში არ მომხდარა.ნინო ლომჯარია პარლამენტში მომავალ კვირასაც მივა და ყოველწლიური მოხსენებით პლენარულ სხდომაზე წარსდგება.

პოლიტიკა 1664519444

ადამ კინზინგერი
"როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ"– ადამ კინზინგერი

რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.კინზინგერი ამბობს, რომ  საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია. „მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კონგრესმენმა.ადამ კინზინგერი თვლის, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“,- აცხადებს კინზინგერი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

მსოფლიო 1664518860

არჩილ თალაკვაძე
"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - არჩილ თალაკვაძე

"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საცობი ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ მიმდინარეობს."საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას.ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საზოგადოება 1664481149

17/03/2022
"ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.ამასთან, როგორც ბლინკენმა დღეს განაცხადა, აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში."აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსოფლიო 1664480700

ვოლოდიმერ ზელენსკი
"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიელებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში."მივმართავ კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა ძირძველ ხალხებს. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, ვინც რუსეთის დროშის ქვეშ მოხვდა. სულ თითქმის 200 ერია. თქვენ იცით, ვინ გიშვებთ ყველას საბრძოლველად უკრაინაში. გამგზავნს სურს, რომ თქვენგან "ტვირთი 200" აქციოს.და თქვენ რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ. დარწმუნებული ვარ დაიღალეთ ტყუილებით. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით: ბრძოლა ახლაა საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს გადაფაროს თავისი ჯარის და დანაშაულებრივი ბრძანებების კრახი. იბრძოლეთ, რათა არ მოკვდეთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა არ მოგიწიოთ მერე ბრძოლა მთებსა და ტყეებში - უბრალოდ ცხოვრების უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება დაიწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღებს. იბრძოლეთ! გაუმკლავდებით!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

კონფლიქტი 1664479860