"ჩვენს სახელმწიფოს აქვს სიმსივნე" - ანა დოლიძე 

ციტატა 1656672967
ანა დოლიძე

"ცოტა ხნის წინ დავსვი კითხვა ჩვენ დიპლომატებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მათ უდიდესი როლი აკისრიათ და არ ჩანან. დღეს ამ კითხვას გაეცა პასუხი: ჩვენი ელჩი საფრანგეთში გადადგა და მიზეზად “კლანური მმართველობა” და მისი მანკიერი მხარეები დაასახელა. ჩემ კითხვაზე პასუხი გაცემულია კიდევ ერთხელ. ჩვენს სახელმწიფოს აქვს სიმსივნე. მას ჰქვია კლანური მმართველობა და ის არის ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი."

 


ანა დოლიძე, პარტია "ხალხისთვის" ლიდერი

სოციალური ქსელი


ცნობისთვის, დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სადაც ნათქვამია, რომ თანამდებობა დატოვა. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, გადადგომის მიზეზი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა გახდა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ განთავისუფლება ელჩთან კონსულტაციების შემდეგ მოხდა და ამის მიზეზი ის არის რომ, თეა კატუკიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. 

უახლესი
ლაშა ჩხარტიშვილი
"ივანიშვილი და კალაძე რუსებისათვის თბილისში ქალაქის აშენებას გეგმავენ" - ლაშა ჩხარტიშვილი

"არა რუსების ქალაქის მშენებლობას თბილისში! არა ურბო–ტერაქტს, ასევე ეკოციდისა და კორუფციის აპოგეას!" - ამის შესახებ სოცილურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი წერს.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი და კახა კალაძე რუსებისათვის თბილისში ქალაქის აშენებას გეგმავენ."არა რუსების ქალაქის მშენებლობას თბილისში! არა ურბო–ტერაქტს, ასევე ეკოციდისა და კორუფციის აპოგეას ! ივანიშვილ–კალაძე, რუსებისათვის ქალაქში ქალაქის აშენებას გეგმავენ, ჩვენ ჩაბეტონებული ფილტვები, გაჭედილი ქუჩები და სიკვდილი, ოკუპანტებს კი – ბინები და "მოქალაქეობა" (უვადო ბინადრობა) ბონუსად ! საუბარია ლამის ნახევარი დადიანის გამზირისა და რკინიგზის ზოლს შორის არსებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე, გადასასვლელი ხიდიდან.. კიკვიძის პარკის მიმართულებით ! !", - წერს ჩხარტიშვილი. 

პოლიტიკა 1660045017

27/05/2022
"მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული"- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები აღმოჩნდა, აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, თუ ვინმე დანაშაულის ჩადენაში კონკრეტულ პირს ბრალს სდებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ."როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია.არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული", - თქვა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660043738

დაკავება
ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.სუს-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სამართალი 1660043331

ssr
ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს

ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს. ინფორმაციას ტელეგრამი ავრცელებს.მიხაილ შერემეტის თქმით, „ქვეყნების გაერთიანება შესაძლოა „ორიგინალური“ საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც კი გასცდეს“, ასეთი „სახელმწიფოების გაერთიანების“ მთავარი მიზანი დასავლეთთან დაპირისპირება იქნება.

მსოფლიო 1660042988

ირაკლი ქადაგიშვილი
"ენმ-ში რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ - მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს"- ირაკლი ქადაგიშვილი

"ნიკა მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს"- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს".როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა."ნიკა მელია არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხომ? მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს. ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი. "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო" და "შუბლზე ძარღვი არ აქვს", რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მის ამ გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და განაცხადა, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."

პოლიტიკა 1660042800

ზურაბ ქადაგიძე
"ჩემპიონატი, რომ ტარდებოდეს  "უსინდისობაში", პირველ ადგილს არავის დაუთმობდა - ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიაზე

"ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?", - ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. "ჩემპიონატი,რომ ტარდებოდეს "უსინდისობაში" პირველ ადგილს არავის დაუთმობდა...ეს მოსკოვში დაფრთიანებული "მამას ნებიერა" და რუსული რუბლებით კუჭამოყორილი სუბიექტი როგორ იღებს ხმას?არიან ადამიანები,რომელთაც "შუბლის ძარღვი" არ აქვთ... ისეთებიც არიან, რომელთაც დროებიდან გამომდინარე გაიწყვიტეს... მაგრამ ამას წარმოდგენა თუ ჰქონდეს სინდისზე და მორალზე, მე ვიყო გავრილოვის სტუდენტი..." - წერს ზურაბ ქადაგიძე.

საზოგადოება 1660042274