"არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ" - ნათია ფანჯიკიძე

ციტატა 1664441044
ირაკლი ალასანია

“მეგობარმა დამირეკა, "ოპოზიციურ" ტვ-ებში შეუგდიათ ჭორი, სავარაუდოდ სუსს, ალასანია აპირებს დაბრუნებასო და მოემზადე, ისეთი აფოფრილები არიან, არაფერი იხუმრო და არაფერი შეგეშალოს, მოგაჭამენ თავსო, ხოდა ჯერერთი რომ ამ ეტაპზე არ ვარ კაისაჭმელი, საკმაოდ გავხდი და მეორეც ერთი, არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ, თუ გაქვთ საქმე, რა თქმა უნდა.

პ.ს. რადგან სიტყვამ მოიტანა, დავამატებ ახალ ფოტოსაც. ხოდა კი არ ვამტყუნებ, რომ არ ავიწყდებათ.”

 

ნათია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანიას მეუღლე

 

სოციალური ქსელი

 

ცნობისათვის, ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იყო. 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე დააკავა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის. იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები.მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ, განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა.

უახლესი
არჩილ გამზარდია
"ყველა უნდა ითხოვდეს სააკაშვილის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს" - არჩილ გამზარდია

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პირველ რიგში იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც სააკაშვილის თემაზე საუბრების დასრულება სურს.ანალიტიკოსი სააკაშვილის გადაყვანის მომხრეა და ადამიანებს საერთო პოზიციაზე შეჯერებისაკენ მოუწოდებს."მიშას "დასრულება" ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად, პირველი ის უნდა იდგეს და იძახდეს, გაუშვით ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდო, იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს, სააკაშვილიც სამშვიდობოდ იყოს და ამ ქვეყანაშიც ხვალინდელ დღეზე გადავიდეთ.მოგწონთ-არ მოგწონთ, გიყვართ-გძულთ, დასრულება გსურთ თუ გულშემატკივრობა, უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა გაერთიანდეს იმაში, რომ არა თუ სიკვდილი, არამედ მისი მძიმე მდგომარეობაც კი არავის არაფერს უცვლის დადებითად, მხოლოდ უარყოფითად.ვისთვისაც ის ღირსია ციხის - განა ეს ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, არაა საკმარისი თქვენი შურისძიებისთვის? თუ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით, ოდნავ მაინც, განა რაიმე სარგებელს მოგვცემს სააკაშვილის ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ?მგონია, რომ ყველა უნდა ითხოვდეს მის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს, თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდეს ამ პრობლემებით გადატენილ ქვეყანაში ეს თემა და წინ გავიხედოთ.სიძულვილის ურთიერთფრქვევით სახელმწიფო არასდროს აშენებულა და არც ადამიანები გამხდარან უკეთესები. ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით. არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ,"- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1670503624

წულუკიანი სონღულაშვილი
"ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი" თეა წულუკიანი თაკო სონღულაშვილს

აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარს ფოტოგრაფ თაკო სონღულაშვილის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით."სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი,"- დაწერა კულტურის მინისტრმა სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას ფეისბუქ გვერდზე, სადაც კალანდიამ თაკო სონღულაშვილის პოსტი გააზიარა და მას "სხვის დაჩრდილვისა და დაცინვის უხეირო მცდელობა" უწოდა."ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს.დღეს ეს არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ კულტურული აქტივობისა და ფოტოების გადასაღებად არ მიხვალ, ეს არის მუზეუმი, რომელიც ინტერპრეტაციების გარეშე ჰყვება საქართველოს მტრებსა და მოყვარეებზე. ქვეყნის წარსულსა და ჩვენს უალტერნატივო - ევროპულ ოჯახზე.2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023) წარდგენილ 33 მუზეუმს შორისაა ჩემი საყვარელი მუზეუმი. ძალიან ვულოცავ ნინი სანადირაძესა და გაერთიანების ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას. ამ პოლიტიკურ კონტექსტში მიღწეულ ასეთ წარმატებას მეტი ფასი აქვს. ასეთი წარმატება თავდადებაა ხოლმე,"- ასე გამოეხმაურა სონღულაშვილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ევროპის საუკეთესო მუზეუმების ნომინანტთა შორის დასახელებას. 

პოლიტიკა 1670502115

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელია
"ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას?" - ნიკა მელია პრემიერის განცხადებაზე

"ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? - არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკისრება."პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით და ამ გაგებით, ეკისრება ხელისუფლებას. ამას ხედავენ საერთაშორისო ჩვენი მეგობრები, რომლებიც ერთხმად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ექვემდებარება გააუმჯობესებს იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ და ერთადერთ გამოსავლად მათ ესახებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია."ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკა 1670501152

ანრი ოხანაშვილი
ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს.როგორ ოხანაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა, მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლიტიკა 1670500636

04/08/2022
"სასამართლო პროცესები მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება, რადგან მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით"- სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება.გელბახიანი ამბობს, რომ მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დასაშვებად არ განიხილება. "ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, იმიტომ, რომ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე ეს მტკიცებულება არ ითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.ერთ სხდომაში და ორ სხდომაში ეს სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს. ერთი თვე მინიმუმ დაგვჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670499780

ელენე ხოშტარია
"უკიდურესად საგანგაშო განცხადებაა - გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ეს კანონით არის განსაზღვრული.როგორც ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა."ეს არის უკიდურესად საგანგაშო განცხადება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება. ამას თუ გაბედავენ, შესაბამისი დასკვნები და პასუხი იქნება. ამ გმირების შეურაცხყოფა საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდა. არ გაუვიდათ თავხედობა და დუმილი, კიდევ უფრო არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა მამულაშვილის და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები გახდებიან."

პოლიტიკა 1670499465