არტემ შრაიბმანი
"ბელორუსის ურთიერთობა დასავლეთთან ვეღარ გაფუჭდება, რადგან ეს ურთიერთობა უკვე აღარ არსებობს" - არტემ შრაიბმანი

„ცხადია, ლუკაშენკომ შეცვალა დამოკიდებულება ამ რეგიონებთან. როგორც ჩანს, მისთვის ამ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დამოკიდებულებას დასავლეთთან, ეს ურთიერთობა ვეღარ გაფუჭდება, რადგან ის უკვე აღარ არსებობს." არტემ შრაიბმანი, ბელორუსი ანალიტიკოსი ბელორუსული მედია ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

1664454744

ანდრეი ეგოროვი
"ეს ლუკაშენკოს მხრიდან ტრადიციული საქციელია" - ბელორუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეგოროვი

„ლუკაშენკო ჩავიდა აფხაზეთში, სიმბოლურად დაუჭირა მხარი, მაგრამ ფაქტობრივად არ გაუკეთებია ოფიციალური აღიარება, რადგან ამ შემთხვევაში ბელორუსია დაზარალდება. ეს ლუკაშენკოს მხრიდან ტრადიციული საქციელია." ანდრეი ეგოროვი, ბელორუსი პოლიტოლოგიბელორუსული მედია ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

1664454224

არჩილ გამზარდია
"ასეთი გადაცვეთილი პოლიტიკური სპექტრი, მგონი, არასდროს გვყოლია" - არჩილ გამზარდია

"სრულად რეზისტენტული გავხდი ჩვენი პოლიტიკოსების ტექსტებზე, რაც გინდა თქვან, როგორც გინდა ისტერიკები ატეხონ, ვერანაირ რეაგირებას ვეღარ ახდენენ ვერც ჩემს ემოციებზე, ვერც აზრებზე.ვაკვირდები და თითქმის ყველა ასეა ჩემს გარშემო.ასეთი გადაცვეთილი პოლიტიკური სპექტრი, მგონი, არასდროს გვყოლია." არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსისოციალური ქსელი

1664450440

ირაკლი ალასანია
"არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ" - ნათია ფანჯიკიძე

“მეგობარმა დამირეკა, "ოპოზიციურ" ტვ-ებში შეუგდიათ ჭორი, სავარაუდოდ სუსს, ალასანია აპირებს დაბრუნებასო და მოემზადე, ისეთი აფოფრილები არიან, არაფერი იხუმრო და არაფერი შეგეშალოს, მოგაჭამენ თავსო, ხოდა ჯერერთი რომ ამ ეტაპზე არ ვარ კაისაჭმელი, საკმაოდ გავხდი და მეორეც ერთი, არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ, თუ გაქვთ საქმე, რა თქმა უნდა.პ.ს. რადგან სიტყვამ მოიტანა, დავამატებ ახალ ფოტოსაც. ხოდა კი არ ვამტყუნებ, რომ არ ავიწყდებათ.” ნათია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანიას მეუღლე სოციალური ქსელი ცნობისათვის, ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იყო. 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე დააკავა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის. იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები.მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ, განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა.

1664441044

ხათუნა ლაგაზიძე
"ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ" - ხათუნა ლაგაზიძე

"ახლა ყველა ვსაუბრობთ სოხუმის დაცემის 29 წლის თავზე და ისე არ გავაკეთოთ, რომ 2-3 წელიწადში ვისაუბროთ თბილისის დაცემის 2-3 წლის თავზე. კატეგორიული განაცხადია, მაგრამ ამის რისკი საკმაოდ რეალური და მაღალია. რა კადრებსაც ყველა ერთად ვუყურებთ, ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ." ხათუნა ლაგაზიძე, ანალიტიკოსისოციალური ქსელი ცნობისთვის, ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოცხადდა. პარტია "დროას" ორგანიზებით, დღეს, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქცია იმართება.

1664372028

ზაალ ანჯაფარიძე
"ბელარუსის ელჩი სასწრაფოდ უნდა დაიბარონ საგარეოში" - ზაალ ანჯაფარიძე

"ბელარუსის ელჩი სასწრაფოდ უნდა დაიბარონ საგარეოში და მე თუ მკითხავ, ჩვენი ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ კონსულტაციებისთვის.ასე მგონია, რომ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესების ფონზე, ლუკაშენკოს ვიზიტით მოსკოვი მათ "საჩუქარს" უმზადებს - ბელორუსის მიერ აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება." ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი სოციალური ქსელი ცნობისათის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

1664371281

დინა მირცხულავა
"მინდა, რომ ეგ გზა დაიკეტოს და რუსები მაგ გზით კი არა, ჭუბერზე გადმოვიდნენ" - დინა მირცხულავა

“მიუხედავად იმისა, რომ ლარსთან ჩემი უახლოესი ადამიანები დგანან რიგში…მინდა, რომ ეგ გზა დაიკეტოს და რუსები მაგ გზით კი არა, ჭუბერზე გადმოვიდნენ და დიდი, დიდი თოვლი მოვიდეს, როგორც იმ წელს!მადლობა. დროებით…” დინა მირცხულავა, მწერალისოციალური ქსელი შეგახსენებთ, ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოცხადდა.

1664364623

დავით ლორია
"ნინო ლომჯარიას დებატებში დავუჯდები და მთელი საქართველოს თანდასწრებით დავუმტკიცებ რომ უცოდინარია" - დავით ლორია

"სახალხო დამცველის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს ჩემი კანდიდატურა უნდა შევთავაზო!მთელი ცხოვრება ადამიანების უფლებებს ვიცავ და სახალხო დამცველის უფლება-მოსილების მინიჭების შემთხვდვაში ამ მიმართულებით ბევრად მეტის გაკეთებას შეცძლებ.პ.ს. ნებისმიერ ტელევიზიაში ნინო ლომჯარიას დებატებში დავუჯდები და მთელი საქართველოს თანდასწრებით დავუმტკიცებ რომ უცოდინარია და 5 წელი არაკომპეტენტური სახალხო დამცველი ჰყავდა საქართველოს." დავით ლორია, უფლებადამცველისოციალური ქსელი ცნობისათვის, დღეს ომბუდსმენობის კანდიდატთა შემფასებელი 9 კაციანი კომისიის დაკომპლექტების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების ნაწილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას "მოქალაქეების", "გირჩის", "ნაციონალური მოძრაობს" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ.

1664286861

ილია მეორე
"დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა" - ილია მეორე

ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი. დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას.ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგება ცნობისათვის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს.

1664274860

ჯონი გიგანი
"რა ისტორიულ შანსს ვკარგავთ, აფხაზეთის დაბრუნების" - ჯონი გიგანი

"რა ისტორიულ შანსს ვკარგავთ, აფხაზეთის დაბრუნების, თანაც უსისხლოდ... არასდროს არ აპატიებს ხალხი ივანიშვილს, ამ შეგნებულ უუნარო პოლიტიკას... რად გინდა ასეთი ფული, ან სიცოცხლე!!!" ჯონი გიგანი, ბიზნესმენისოცილური ქსელი ცნობისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის იურისდიქციის დაბრუნების იდეა არაერთ პოლიტიკოსს გაუჩნდა. უცვლელია ხელისუფლების პოზიცია     ამ საკითხთან დაკავშირებით. ქვეყნის ხელისუფლება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მხოლოდ მშვიდობიან ურთიერთობას განიხილავს.

1664273391

რომან გოცირიძე
"ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი" - რომან გოცირიძე

"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ღიად მინდა ვთქვა, რაც აქამდე იყო დაფარული: ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობაში ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ ერთი, პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი." რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატისოციალური ქსელი ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება, უკანასკნელ დღეების განმავლობაში, განხილვის მთავარ თემად რჩება, პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება „ნაციონალურმა მოძრობამ“ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.პარტიის მხარდამჭერთა კრიტიკის ობიექტი სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილიც გახდა.

1664266540

ვოლოდიმერ ზელენსკი
"ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ვლადიმირ პუტინის მუქარა შესაძლოა რეალური იყოს" - ზელენსკი

შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო. ახლა, შეიძლება რეალობა იყოს. არ მგონია, პუტინის ნათქვამი ბლეფი იყოს ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტიესე გამოეხმაურა ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას.ცნობისთვის, 22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

1664210760