"სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში" - "ხალხის ძალა" სალომე ზურაბიშვილზე 

პოლიტიკა 1669297663
"ხალხის ძალა"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ნიკა გვარამიას მხარდაჭერაზეა საუბარი, განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ენჯეოებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილობით სთხოვეს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს.

საზოგადოებისთვის ისიც კარგად არის ცნობილი, რომ „ელიტური“ ენჯეოები საელჩოს რესურსია. ამ ენჯეოებს ფულს საელჩო უხდის და შესაბამისად, მუსიკასაც ის უკვეთავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებენ ნიადაგს.

ამასთან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ ფორმალობებს იცავენ და სალომე ზურაბიშვილისთვისაც სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას ცდილობენ. უნდათ საქმე ისე გააფორმონ, რომ ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უარი ვერ უთხრა და გვარამია ამიტომ შეიწყალა.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. სწორედ ევროპული სტრუქტურების მეშვეობით შექმნეს მათ ივნისში მღელვარება, რაც, მათივე გათვლით, ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულებულიყო, ასევე, ევროპელებს წამოაწევინეს როგორც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების, ისე გვარამიას შეწყალების თემა.

აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2004-2007 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს ხელფასებსაც კი უხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ჯარს და პოლიციას, გაარემონტა და აღჭურვა უამრავი სკოლა და ა.შ. თუმცა, მაშინ ის ოლიგარქად არავის მოუხსენებია. ივანიშვილის მიმართ საელჩოს უარყოფითი განწყობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა. ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და მხოლოდ ქველმოქმედებითა და ქვეყანაზე ზრუნვით არის დაკავებული, მას ოლიგარქად აცხადებენ, რაც საელჩოს ორმაგ სტანდარტებზე დამატებით მეტყველებს.

"მთავარი არხი", ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი სხვა მედიასაშუალებები, საქართველოში სიცრუისა და რადიკალიზმის მთავარი წყაროა. სიცრუე და რადიკალიზმი კი არის ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებითაც საელჩომ "ქართული ოცნება" აგენტურით შეიძლება ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ამ რესურსს ისინი განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და მფარველობენ. ყველა ვხედავთ, რომ "მთავარი", "ტვ პირველი" და სრულიად ურეიტინგო "ფორმულაც" კი, ელჩის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და ის თითქმის ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ტელევიზიებს სტუმრობს. მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, "ქართული ოცნება" ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების "ამერიკული ოცნება" შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს. ბუნებრივია, საელჩოს ამის დაშვებაც არ უნდა და ისინი ფიქრობენ, რომ გვარამიას შეწყალებით სიცრუესა და რადიკალიზმს ახალ სტიმულს მისცემენ.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საელჩო სააკაშვილის გასათავისუფლებლადაც აქტიურად იღწვის. ენჯეოების, ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების აქტიურობა ამის მკაფიო დასტურია. ამის მიღმაც, ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოწოდებით ისინი უკვე, პრაქტიკულად, ყველა კაბინეტს სტუმრობდნენ. საზოგადოების რეაქციის ეშინიათ და სააკაშვილის გათავისუფლებაზე საჯაროდ საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ვიცით, რომ ელჩით დაწყებული, ვაშინგტონიდან ჩამოსული სტუმრებით დამთავრებული, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ხელისუფლებისგან უკვე ყველამ ითხოვა," - აღნიშნავენ ხალხის ძალაში.

მათივე თქმით, გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე აშშ-ის საელჩოს ფავორიტად იქცა.

"სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების კარი ღიაა. ცოტა ხნის წინ, ქართული რადიკალიზმის ცნობილმა მხარდამჭერმა, დევიდ კრემერმაც თქვა, პოლიტიკურ პროცესებში ლიდერის როლი პრეზიდენტმა უნდა იტვირთოსო. არადა, იგივე კრემერი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო აქტიურად ჩართული და მას განცხადებებს საჯაროდ უწუნებდა.

ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო საელჩოდან მართული და ამ თვალსაზრისით, მის კანდიდატურაზე არჩევანი სწორად შეჩერდა. მთელი საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, მას ღიად ესხმოდნენ თავს როგორც რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიასაშუალებები, ისე ენჯეოები და საელჩოს სხვა შიდა თუ გარე პარტნიორები. ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს რუსეთის რეზიდენტს ისე უწოდებდა და მის მიმართ ისე ბილწსიტყვაობდა, რომ ამაზე არცერთ, თუნდაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ენჯეოს ერთი ფორმალური კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

ზუსტად ასევე ჰყავდათ ის მოძულებული მომდევნო სამი წლის განმავლობაშიც. თუმცა, სამი წლის თავზე, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ შეცვალეს და პოზიციების გასამყარებლად ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება დასჭირდათ, საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა და მიზანს ადვილადაც მიაღწია. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული როლი დედობრივმა ინსტინქტმა შეასრულა და მან ორივე შვილის ნახტომისებური სამსახურებრივი დაწინაურების ცდუნებას ვერ გაუძლო. ბუნებრივია, მის გადაწყვეტილებაში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრისა და ფართო საერთაშორისო მედიაგაშუქების ცდუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება," - აღნიშნულია ხალხის ძალის განცხადებაში.

ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს რამდენიმე დღის წინ ერთობლივი განცხადებით მიმართეს, სადაც სთხოვეს შარლ მიშელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტიდან სამოქალაქო სექტორმა მიმართვაზე პასუხი უკვე მიიღო.

უახლესი
ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8196 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკონომიკა 1670506901

შალვა ხაჭაპურიძე
ადვოკატის თქმით, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, დააყენებენ საკითხს, რომ ის დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ხვალინდელ პროცესზე, სადა მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ იმსჯელებს,  რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.ადვოკატის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმეთა სია არ ჩაიხსნება, მაგრამ საქმის მსვლელობის დროს არ არის გამორიცხული, რამდენიმე მოწმე მოიხსნას. როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, დააყენებენ საკითხს, რომ დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს.„ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, დავაკვირდებით სიტუაცია როგორ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ და მეეჭვება, მოწმეთა საკმაოდ ვრცელი სია სრულად დაიკითხოს. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ამ პროცესის გადადებას ჩვენ არ ვაპირებთ, პირიქით, რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. პირველი, ეს არის სასჯელის მოხდის ან გადავადების დასაბუთება, მეორე, ჩვენ მიერ როგორც "ვივამედიდან", ისე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. მესამე ინიციატივა იქნება, რომ თუ მოსვლას ვერ შეძლებს, ან ვიზუალურად ჩაერთოს ან კლინიკა „ვივამედში" ჩატარდეს პროცესი.თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670506080

ნიკოლოზ შაიშმელაშვილი
"ქართველებო, ქვეყნის პატრიოტებო, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე, დაგვიდექით გვერდში"- ნიკოლოზ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს სოლიდარობის თხოვნით მიმართავს. "ქართველებო ქვეყნის პატრიოტებო, საქართველოს მეგობრებო-გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. დაგვიდექით გვერდში" - წერს ფეისბუქზე ნიკოლოზ სააკაშვილი. მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა გიული ალასანიამაც, რომელმაც მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, სასამართლო პროცესის დღეს  სასამართლოსთან შეიკრიბონ და სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670504747

სააკაშვილი წერილი
"მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სურვილი იყო, ხვალინდელ სასამართლოზე პროცესზე დაესწროს."მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ",- წერს მიხეილ სააკაშვილი.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670503740

ვოლოდიმირ ზელენსკი
"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას" - ზელენსკი Politico-ს ჯილდოზე

"ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე განაცხადა.ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიღებული ჯილდოს გამო მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო ყველა უკრაინელს ეკუთვნის. "მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს. ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე ამ ხალხს, ყველა უკრაინელს. მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან. მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს," - განაცხადა ზელენსკიმ.ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარა. 

მსოფლიო 1670503719

არჩილ გამზარდია
"ყველა უნდა ითხოვდეს სააკაშვილის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს" - არჩილ გამზარდია

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა პირველ რიგში იმ ადამიანების ინტერესებშია, ვისაც სააკაშვილის თემაზე საუბრების დასრულება სურს.ანალიტიკოსი სააკაშვილის გადაყვანის მომხრეა და ადამიანებს საერთო პოზიციაზე შეჯერებისაკენ მოუწოდებს."მიშას "დასრულება" ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად, პირველი ის უნდა იდგეს და იძახდეს, გაუშვით ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდო, იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს, სააკაშვილიც სამშვიდობოდ იყოს და ამ ქვეყანაშიც ხვალინდელ დღეზე გადავიდეთ.მოგწონთ-არ მოგწონთ, გიყვართ-გძულთ, დასრულება გსურთ თუ გულშემატკივრობა, უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა გაერთიანდეს იმაში, რომ არა თუ სიკვდილი, არამედ მისი მძიმე მდგომარეობაც კი არავის არაფერს უცვლის დადებითად, მხოლოდ უარყოფითად.ვისთვისაც ის ღირსია ციხის - განა ეს ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, არაა საკმარისი თქვენი შურისძიებისთვის? თუ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით, ოდნავ მაინც, განა რაიმე სარგებელს მოგვცემს სააკაშვილის ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ?მგონია, რომ ყველა უნდა ითხოვდეს მის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს, თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდეს ამ პრობლემებით გადატენილ ქვეყანაში ეს თემა და წინ გავიხედოთ.სიძულვილის ურთიერთფრქვევით სახელმწიფო არასდროს აშენებულა და არც ადამიანები გამხდარან უკეთესები. ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით. არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ,"- წერს არჩილ გამზარდია.

პოლიტიკა 1670503624