სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

პოლიტიკა 1664522514
შალვა პაპუაშვილი

სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს: -

"ანა აბაშიძე – ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს "არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები" ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის" ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი  – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ "სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ "მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი" დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ "ხალხის ხმა" დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს "გიორგი ცობეხია და პარტნიორები" მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" დირექტორი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელთა ჯგუფს 13 ოქტომბრის ჩათვლით აქვს დრო, წარმოადგინოს შეფასება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გაწერილია რეგლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.

"ვიცით, რომ არის ოთხი კრიტერიუმი – ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება. 13 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენენ შეფასებას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის შვიდკაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. როგორც იცით, უნდა დასახელდეს სულ მცირე შვიდი კანდიდატი, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. როგორც იცით, უმრავლესობის ფრაქციამ განაცხადა, რომ ის დასახელებამდე არანაირად არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში და კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადეს, რომ ამ შვიდი კანდიდატიდან ვის ექნება მისი მხარდაჭერა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები 27 სექტემბერს დაასახელეს. ამასთან, 27 სექტემბერსვე დაკომპლექტდა სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისია. სიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია გაიარეს. სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ცხრაკაციანი კომისია იმუშავებს.

უახლესი
ანრი ოხანაშვილი
ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს.როგორ ოხანაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა, მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლიტიკა 1670500636

04/08/2022
"სასამართლო პროცესები მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება, რადგან მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით"- სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება.გელბახიანი ამბობს, რომ მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დასაშვებად არ განიხილება. "ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, იმიტომ, რომ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე ეს მტკიცებულება არ ითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.ერთ სხდომაში და ორ სხდომაში ეს სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს. ერთი თვე მინიმუმ დაგვჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670499780

ელენე ხოშტარია
"უკიდურესად საგანგაშო განცხადებაა - გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ეს კანონით არის განსაზღვრული.როგორც ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა."ეს არის უკიდურესად საგანგაშო განცხადება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება. ამას თუ გაბედავენ, შესაბამისი დასკვნები და პასუხი იქნება. ამ გმირების შეურაცხყოფა საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდა. არ გაუვიდათ თავხედობა და დუმილი, კიდევ უფრო არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა მამულაშვილის და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები გახდებიან."

პოლიტიკა 1670499465

ნიკა მელია
"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის საზღვარგარეთ იქნება გადაყვანილი" - ნიკა მელია

"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.ასევე, როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს, ამიტომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება."ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი.მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს ქვეყნისთვის ფინალი ექნება სასიკეთო. სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი მოკვდინების მცდელობა, ვერ დარჩება ამაზე გულგრილი საქართველოს პატრიოტი ვერც ერთი მოქალაქე.მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობასა და ტყვეობაში, ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით. მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ფართო გაგებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკა 1670498940

ქაცარავა და ღუდუშაური
"ჩემს სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას, მიღირს"- დავით ქაცარავა ღუდუშაურს მიმართავს

 "ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელი დავით ქაცარავა უმრავლესობის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ  "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ბიზნესითაა დაკავებული და ქართველ მეომრებს მისი მიზნების შესასრულებლად იყენებს. ქაცარავა ღუდუშაურს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდება, რომ პარლამენტთან დახვდება და საკადრის პასუხს გასცემს.  "ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! გაძლევ ამისთვის 4 დღეს. რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან,(არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა.რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენ ხანს დაგელოდები. საჯაროდ შეგხვდები და ჩემ სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას, მიღირს,"- წერს დავით ქაცარავა.ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ "მამუკა მამულაშვილს ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით - ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა."

პოლიტიკა 1670498379

ანა ნაცვლიშვილი
"ოცნებისთვის" რთულია აიტანოს უკრაინაში ქართველი მებრძოლების არსებობა, რადგან ისინი მათ მორალურ კრახს აშიშვლებენ" - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ეს კანონით არის განსაზღვრული.ნაცვლიშვილის განმარტებით, "ქართული ოცნებისთვის" რთული ასატანია უკრაინაში ქართველი მებრძოლების არსებობა, რადგან ისინი მმართველი გუნდის მორალურ კრახს სრულიად აშიშვლებენ."ეს ბიჭები ებრძვიან რუსეთს, ქართულმა ოცნებამ აირჩია მხარე, რომ ამ ბიჭებს ებრძოლოს გაშავების, მათ შორის, მიცვალებულების წინააღმდეგ შავი პიარის სახით. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სულმდაბალი, მაგრამ მე კარგად მესმის რატომ დაიწყეს ეს პროპაგანდა, რადგან ეს ბიჭები აშიშვლებენ და ააშკარავებენ "ქართული ოცნების" მორალურ მარცხს.აქამდე ისინი ისხდნენ ჩირგვებში და ცდილობდნენ მებრძოლები არ შეემჩნიათ და ეს დიდი მორალური უხერხულობა, რომელსაც ეს ბიჭები უქმნიდნენ ხელისუფლებას, როგორმე გადაეგორებინათ, ახლა ჩვენ ვხედავთ მეორე ფაზას, როცა ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ და მათ წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყეს, საერთოდაც არ გამიკვირდება ცოტა ხანში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრან."ოცნებისთვის" რთულია აიტანოს მათი არსებობა, რადგან ისინი მათ მორალურ კრახს აშიშვლებენ. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა უნდა დასტურდებოდეს ჯარისკაცის მოწმობით, ეს ადამიანები "ვოლუნტარები" (მოხალისეები) არიან და არ ირიცხებიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს არ არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს რომ მოხდეს ადამიანი ოფიციალურად უნდა დადგეს აღრიცხვაზე როგორც ჯარისკაცი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ფაქტობრივი რეალობა არ არის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა მამულაშვილის და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები გახდებიან."

პოლიტიკა 1670498207