"როცა უნდა ვიხსენებდეთ, რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვხედავთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს"- ნიკა მელია

პოლიტიკა 1660036080
ნიკა მელია

"როცა უნდა ვიხსენებდეთ, რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვხედავთ, როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს"- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."

„აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში,'- აცხადებს მელია.

მელიას თქმით, ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. 

"ვიხილეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე, ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა,"- აღნიშნავს ენმ-ის ლიდერი. 

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად.

"თავდაცვის უწყება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს, უკვე სრულად ქცეულია რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითად, ემორჩილება მათ და აწვდის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც კი მათ სჭირდებათ. ეს მოღალატე, უსამშობლო კოლაბორაციონისტები, მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას კი არ გვაკარგვინებენ და რუსეთის ხელში კი არ გვტოვებენ, მხოლოდ კი არ გვარბევენ და გავრილოვის გამო, თვალებს კი არ გვთხრიან მარტო, არამედ უკვე გვყიდიან! გვყიდიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვყიდიან თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად!“-განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ადრე ეჭვი არსებობდა, მაგრამ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს.

„რუსული ოცნების“ ხელისუფლება ყიდის და ოკუპანტს აბარებს ყველას, ვისაც რუსეთი მტრად მიაჩნია და ყველას, ვინც რუსეთს მის მტრად მიაჩნია. დიახ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, გაყო სამყარო ბნელ და ნათელ მხარეებად, არ დატოვა სივრცე შუალედური პოზიციისათვის. ჩვენმა უსამშობლო, რუსების ახდენილმა ოცნებამაც აირჩია მხარე. დადგნენ სამყაროს ბნელ მხარეს, თქვეს ხმამაღლა და გამოკვეთით, რომ მათ „ოცნებაში“ არაფერია ქართული! რუსული ოცნების ხელისუფლება, რუსეთს აბარებს ადამიანებს, რომელთაც აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა დაიცვან სამშობლო იქ, სადაც დღეს გადის ბრძოლის ხაზი თავისუფლებისთვის“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

უახლესი
არჩილ თალაკვაძე
"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს" - არჩილ თალაკვაძე

"საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში განაცხადა.მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული საცობი ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი კონტროლს ქვეშ მიმდინარეობს."საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას.ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საზოგადოება 1664481149

17/03/2022
"ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ფიქტიური "რეფერენდუმების" შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს.ამასთან, როგორც ბლინკენმა დღეს განაცხადა, აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში."აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.ცნობისთვის, დღეს, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას."ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება," - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსოფლიო 1664480700

ვოლოდიმერ ზელენსკი
"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ... იბრძოლეთ" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კავკასიელებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში."მივმართავ კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა ძირძველ ხალხებს. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის საზიზღარ და სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ხალხი, ვინც რუსეთის დროშის ქვეშ მოხვდა. სულ თითქმის 200 ერია. თქვენ იცით, ვინ გიშვებთ ყველას საბრძოლველად უკრაინაში. გამგზავნს სურს, რომ თქვენგან "ტვირთი 200" აქციოს.და თქვენ რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, სიცოცხლე გინდათ. დარწმუნებული ვარ დაიღალეთ ტყუილებით. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით: ბრძოლა ახლაა საჭირო! ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს გადაფაროს თავისი ჯარის და დანაშაულებრივი ბრძანებების კრახი. იბრძოლეთ, რათა არ მოკვდეთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა არ მოგიწიოთ მერე ბრძოლა მთებსა და ტყეებში - უბრალოდ ცხოვრების უფლებისთვის, როცა რუსეთის ხელისუფლება დაიწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღებს. იბრძოლეთ! გაუმკლავდებით!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

კონფლიქტი 1664479860

ირაკლი კობახიძე
"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო" - ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე

"კაპიკი ფული არ აგვიღია, მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას გააკეთა.კობახიძის მტკიცებით, ოპონენტები წარმოსახვის დონეზეც კი ვერ ამბობენ იმას, თუ როგორ შეიძლება იყოს ჩართული ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში."ეს კაცი პოლიტიკიდან გავიდა. არამარტო ფაქტს ვერ გვეუბნებიან, როგორაა ის კაცი ჩარეული პოლიტიკაში, აღქმის დონეზეც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ეს. დახურულ შეხვედრებზე ვეკითხებით ხოლმე - როგორ წარმოგიდგენიათ, რას აკეთებს ეს კაცი? რას შეიძლება აკეთებდეს ეს კაცი? კეზერაშვილზე ვიცით, მაგრამ ჩვენ კაპიკი ფული არ აგვიღია ამ კაცისგან. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი ფული არ აგვიღია მაშინაც კი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იყო.ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილის მომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკა 1664478900

გუტიერეში
"ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა" - ანტონიო გუტიერესი

"სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა," - ამის შესახებ  გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის კომენტარსაც სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.როგორც აღნიშნული სააგენტო ანტონ წერს, ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას."გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საკანონმდებლო და კონსტიტუციური ჩარჩოს გარეთ.მათ არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ, მეტ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის პერსპექტივას. უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობილი იქნება. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მსოფლიო 1664478401

ირაკლი კობახიძე
"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია" - ირაკლი კობახიძე

"საუბარი იმაზე, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" საუბრისას განაცხადა."გაივსო რუსებით" - ეს არის სპეკულაცია, იმიტომ რომ აქაც არის მარტივი სტატისტიკა, რომელიც არ ექვემდებარება მანიპულაციას. არსებობს საზღვარზე შემოსვლა-გასვლის სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც ძალიან დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უმრავლესობა არიან ქართველები. თქვენ იცით, თქვენს გარშემოც ალბათ უამრავი ადამიანი ქართველი, რომელმაც დატოვა რუსეთი, ცხოვრობდნენ იქ ზოგი 10-20-30 წლის განმავლობაში და ჩამოვიდნენ საქართველოში.  ქართველები არიან, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები. მთლიანად რომ ავიღოთ რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ იყოს 20 000 კაცი. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ ეს ელემენტარულად კომიკურია. გადახედეთ ვითარებას, ეს ცარიელი სპეკულაციაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა.

საზოგადოება 1664476949