"როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1669805794
ირაკლი კობახიძე

"როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?"- ასე პასუხობს  თბილისის 2023 წლის სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით გამოხმაურებებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე 

მისი თქმით, ოპოზიცია თავის განზრახვას, რომ ქვეყანაში ომი იყოს, ვერ მიაღწევს.

„საოცრებაა რაც გუშინ მოვისმენთ. იმ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა სლოგანად გამოგაქვთ, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ. ეკლესიას იმდენად მტრობდნენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ, ახლაც მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ესენი არიან "ომის პარტია". მათ ჰქონდათ პირდაპირ განზრახვა და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ვერ მალავენ, რომ მათ საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ისინი ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისში იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს მათ შორის, თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე სპეკულაციები აბსოლუტურად სამარცხვინოა,“ - განაცხადა კობახიძემ.

უახლესი
ტერტ
[ვიდეო] "ნონა მამულაშვილს კატასტროფული შეცდომა მოუვიდა!" - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" სტუმრობისას ნონა მამულაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, "ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა პოლიტიკაზე გაიმარჯვა."როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ნონა მამულაშვილმა საკუთარი პარტიის ამომრჩევლების წინაშე დიდი შეცდომა დაუშვა. ამასთან, ჩარკვიანის განცხადებით, ფაქტების გარეშე მსგავსი ბრალდებების გაჟღერება ნამდვილად კატასტროფაა."ნონას მოუვიდა კატასტროფული შეცდომა, საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც ბრალს დებ გაყიდვაში კატასტროფაა და ვერაფრით ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას ვერ დავეთანხმები. თუ ფაქტები არ გაქვს და თან საკუთარი პარტიის ამომრჩევლებს ბრალი დასდო, ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ასევე, თუ ფაქტები არ გაქვს, მაშინ ამაზე საუბარი საშინელებაა და სამწუხაროდ, ეს ფაქტები ჯერ მე არ მინახავს," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.ცნობისთვის, ნონა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და თან აღნიშნა, რომ "ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.""ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. 

პოლიტიკა 1675102371

რჯწერ
[ვიდეო] "კეზერაშვილი ერთი ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელსაც სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ ოფშორულ ანგარიშებზე მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა" - პაატა ლომთათიძე

"კეზერაშვილი ერთი ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელმაც ცოტა ხანი საფინანსო პოლიციაში, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშავა. აღნიშნულის შემდეგ კი ოფშორულ ანგარიშებზე მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა," - ამის შესახებ ბლოგერმა, პაატა ლომთათიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საუბრისას განაცხადა.როგორც ლომთათიძემ განაცხადა, ოპოზიცია დღეს, ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს ოლიგარქად, არადა ოლიგარქი სწორედ დავით კეზერაშვილია, რომელმაც მილიონები სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს იშოვა."თქვენ, [ოპოზიცია] ოლიგარქს ეძახით ივანიშვილს, რომელმაც სხვაგან იშოვა ფული და აქ დახარჯა. არადა, კეზერაშვილი ყველამ იცის ვინც არის, ბოლო ბოლო თბილისი პატარა ქალაქია და ვინმეზე, თუ რამის გაგება გინდა, ეს რთული არაა,. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ კეზერაშვილი ერთი ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელმაც ცოტა ხანი საფინანსო პოლიციაში, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშავა. აღნიშნულის შემდეგ კი ოფშორულ ანგარიშებზე მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა," - განაცხადა ლომთათიძემ. 

პოლიტიკა 1675101012

დსფდს
[ვიდეო] "ივანიშვილმა რწყილივით გაატყავა მთელი საქართველო" - სიტყვიერი დაპირისპირება "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

"ივანიშვილმა რწყილივით გაატყავა მთელი საქართველო," - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა და ექსპერტმა, დავით ნებიერიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს ბლოგერ პაატა ლომთათიძეს.გადაცემის სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათი დავით კეზერაშვილზე საუბარს მოჰყვა, რა დროსაც პაატა ლომთათიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი წარმატების უკან სწორედ "ოლიგარქი კეზერაშვილი" დგას."გულახდილად ვთქვათ, ხაბეიშვილს პიროვნულად არანაირი რესურსი არ აქვს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ეს ჩემში არ ზის, თუმცა ობიექტურად, რომ ვთქვა, ამ ადამიანის წარმატების უკან კეზერაშვილი დგას. სიმართლე გითხრათ, თავის დროზე არც გრიგოლ ვაშაძე მომწონდა, მაგრამ ხაბეიშვილისგან განსხვავებით, ვაშაძეს ინტელექტი მაინც ჰქონდა. ამიტომ არ შეიძლება ხაბეიშვილის შედარება გრიგოლ ვაშაძესთან. აქედან გამომდინარე კეზერაშვილი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას ამაზე არ ფიქრობს...," - განაცხადა ლომთათიძემ.მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს, ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს ოლიგარქად, არადა ოლიგარქი სწორედ დავით კეზერაშვილია, რომელმაც მილიონები სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს იშოვა."თქვენ, ოლიგარქს ეძახით ივანიშვილს, რომელმაც სხვაგან იშოვა ფული და აქ დახარჯა. არადა, კეზერაშვილი ყველამ იცის ვინც არის, ბოლო ბოლო თბილისი პატარა ქალაქია და ვინმეზე, თუ რამის გაგება გინდა, ეს რთული არაა,. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ კეზერაშვილი ერთი ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელმაც ცოტა ხანი საფინანსო პოლიციაში, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშავა. აღნიშნულის შემდეგ კი ოფშორულ ანგარიშებზე მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა," - განაცხადა ლომთათიძემ. 

საზოგადოება 1675099714

დსფდს
[ვიდეო] "ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები" - გიორგი კაპანაძე

"ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში, მე ამას მხოლოდ მივესალმები," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.კერძოდ, პარტიის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის შესაძლო ჩართულობის შესახებ საუბრისას კაპანაძემ განაცხადა, რომ ახლა არც ძველ და არც ახალ პოლიტიკურ ფიგურებს ხელი არ უნდა ჰკრან, პირიქით, მისივე თქმით, დროა, ერთიანი ძალებით სცადონ პარტიის გაძლიერება."რაც შეეხება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის [ვანო მერაბიშვილის] ჩართულობას, პირდაპირ გეტყვით, რომ მას "ენმ-ში გავლენა და ავტორიტეტი აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასევე, ის ქართული პოლიციის რეფორმატორი და საქართველოს მოქალაქეა, რომლისთვისაც ხმის მიცემის უფლება არავის აუკრძალავს. ამიტომ, ცხადია, რომ ნებისმიერი, ვინც დაეხმარება პარტიას გაძლიერებაში და ეფექტურად ბრძოლაში მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ხელი არავის არ უნდა ვკრათ, არც ძველს და არც ახალს. ვიმეორებ, რომ ახლა ერთიანი ძალებით უნდა ვცადოთ პარტიის და ქვეყნის გაძლიერება და ის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ," - განაცხადა კაპანაძემ. 

პოლიტიკა 1675098282

დფ
[ვიდეო] "თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე არავის წასვლას არ ვისურვებდი" - გიორგი კაპანაძე

"თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.ამასთან, როგორც კაპანაძემ განმარტა, პირადად ის პარტიიდან არავის წასვლას არ ისურვებდა. მისივე განმარტებით, ახლა სწორედ ერთიანობის დროა, რათა ქვეყანა და პარტია გაძლიერებისკენ წავიდეს."თუ ვინმე მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიიდან წასვლის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია და თავს ზევით ძალა არ არის. თუმცა, მე პარტიიდან არავის წასვლას არ ვისურვებდი. ამასთან, რა თქმა უნდა, მე ერთიანობას ვისურვებდი და თუ ჩვენ წყენაზე და გაუგებრობაზე მაღლა დავდგებით, ამით ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას და პარტიას წინ წავიყვანთ. მესმის, რომ დამარცხება ძალიან რთულია და მას გარკვეული უარყოფითი ემოციებიც ახლავს, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს მნიშვნელოვანია არა პირადი წყენა, არამედ ერთიანობაა. ამასთან, ყველამ ვიცით, რომ დღეს, ბევრი მიზანია განსახორციელებელი, მაგალითად ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" არ ასრულებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და ჩვენ, დღეს სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ, პირადად მე, ყველას ერთიანობისკენ მოვუწოდებ. სწორედ, ეს იყო დღეს, ლევან ხაბეიშვილის განცხადების პათოსიც, რომელსაც მივესალმები, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა, ნამდვილი ოქროს სიტყვა თქვა მან," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კობა ნაყოფიამ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის პოსტი და პოლიტსაბჭო დატოვა. მისი განცხადებით, ის პარტიაში რიგით წევრად რჩება.რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის."არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

პოლიტიკა 1675097150

25/02/2022
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია" - პოდოლიაკი

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერში" წერს."საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პროპაგანდის პლატფორმას სთავაზობს და შემდგომ მკვლელობებს ახალისებს. ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს," - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეექმნას შეჯიბრებაში მონაწილეობის შეფერხება მხოლოდ პასპორტის გამო.  #IOC is a promoter of war, murder & destruction. The IOC watches with pleasure RF destroying 🇺🇦 & then offers 🇷🇺 a platform to promote genocide & encourages their further killings.Obviously ru-money that buys Olympic hypocrisy doesn’t have a smell of 🇺🇦 blood. Right, Mr. #Bach? — Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 30, 2023

კონფლიქტი 1675094526