"ნაცმოძრაობა" და ოპოზიცია აჭარაში გარკვეულ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავენ" - ტიტე აროშიძე

პოლიტიკა 1659717747
05/08/2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ტიტე აროშიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია აჭარაში გარკვეულ პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავენ. 

აროშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი ავალებს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, რომ მეტი ძალისხმევა მიმართონ პროვოკაციების წარმოებაში, რაც გამოიხატება სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებისაკენ. ეს არის: რუსი ტურისტების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა ეს გააღრმავებს პროვოკაციას და გამოიწვევს ქაოსს და არეულობას. სწორედ ამის გამო, მოვუწოდებ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს," - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

უახლესი
გია აბაშიძე
„კაგებეს“ სამჭედლოს უნივერსიტეტში МГИМО-ში გადაწყვიტეს იელენას სწავლა-განათლება" - გია აბაშიძე

"უპროცენტო იელენა ხოშტარია რომ ვინმეს მოღალატეობაზე ილაპარაკებს. „კაგებეს“ სამჭედლოს უნივერსიტეტში МГИМО-ში გადაწყვიტეს იელენას სწავლა-განათლება,-  ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „ნაცების“ ხელწერა - დააბრალე ოპონენტს ის, რაც ხარ. უპროცენტო იელენა ხოშტარია რომ ვინმეს მოღალატეობაზე ილაპარაკებს. 90-ებშიც დასავლური სასტუდენტო გრანტები არსებობდა, მაგრამ ხოშტარიებმა რუსეთში, „კაგებეს“ სამჭედლოს უნივერსიტეტში МГИМО-ში გადაწყვიტეს იელენას სწავლა-განათლება. მეჯავრებიან sleeping agents (მძინარე აგენტები)“, - წერს გია აბაშიძე.

საზოგადოება 1660045306

ლაშა ჩხარტიშვილი
"ივანიშვილი და კალაძე რუსებისათვის თბილისში ქალაქის აშენებას გეგმავენ" - ლაშა ჩხარტიშვილი

"არა რუსების ქალაქის მშენებლობას თბილისში! არა ურბო–ტერაქტს, ასევე ეკოციდისა და კორუფციის აპოგეას!" - ამის შესახებ სოცილურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი წერს.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი და კახა კალაძე რუსებისათვის თბილისში ქალაქის აშენებას გეგმავენ."არა რუსების ქალაქის მშენებლობას თბილისში! არა ურბო–ტერაქტს, ასევე ეკოციდისა და კორუფციის აპოგეას ! ივანიშვილ–კალაძე, რუსებისათვის ქალაქში ქალაქის აშენებას გეგმავენ, ჩვენ ჩაბეტონებული ფილტვები, გაჭედილი ქუჩები და სიკვდილი, ოკუპანტებს კი – ბინები და "მოქალაქეობა" (უვადო ბინადრობა) ბონუსად ! საუბარია ლამის ნახევარი დადიანის გამზირისა და რკინიგზის ზოლს შორის არსებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე, გადასასვლელი ხიდიდან.. კიკვიძის პარკის მიმართულებით ! !", - წერს ჩხარტიშვილი. 

პოლიტიკა 1660045017

27/05/2022
"მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული"- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სცეპსამსახურის ხელში ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები აღმოჩნდა, აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, თუ ვინმე დანაშაულის ჩადენაში კონკრეტულ პირს ბრალს სდებს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართონ."როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა მთელი მსოფლიო ქართული მხარის სიმართლეში, როგორ შეიძლება, რომ მათ გადაეცათ შესაბამისი სახის ინფორმაცია.არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ბრალს სდებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები, უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, ამისთვის არსებობს ასევე შესაბამისი წესები უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყოს გამოძიება და დამტკიცდეს ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი.მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოსდა სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას, ბუნებრივია არის აბსურდული", - თქვა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

პოლიტიკა 1660043738

დაკავება
ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.სუს-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სამართალი 1660043331

ssr
ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს

ოკუპირებული ყირიმის დეპუტატი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ახალი სსრკ-ს შექმნას სთავაზობს. ინფორმაციას ტელეგრამი ავრცელებს.მიხაილ შერემეტის თქმით, „ქვეყნების გაერთიანება შესაძლოა „ორიგინალური“ საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც კი გასცდეს“, ასეთი „სახელმწიფოების გაერთიანების“ მთავარი მიზანი დასავლეთთან დაპირისპირება იქნება.

მსოფლიო 1660042988

ირაკლი ქადაგიშვილი
"ენმ-ში რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ - მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს"- ირაკლი ქადაგიშვილი

"ნიკა მელიას მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს"- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს".როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა."ნიკა მელია არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხომ? მოვუწოდებ, თავის პარტიის ისტორია და მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის, მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები, მიტოვებული საქართველო გაიხსენოს, ასევე რუსეთზე უპირობოდ გადაცემული ყველა სტრატეგიული ობიექტი. თავის პარტიის ისტორიას ჩახედოს და თავის პარტიის ისტორიას სხვას ნუ გადააწერს. ეს არის ნიკა მელიას ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი. "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც იტყვიან, "ენას ძვალი არ აქვსო" და "შუბლზე ძარღვი არ აქვს", რასაც თვითონ აკეთებდნენ, სხვას აბრალებენ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მის ამ გულზე მჯიღის რტყმაზე?! პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი პოლიტიკური მოძრაობა გახდა "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული და განაცხადა, რომ "ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს."

პოლიტიკა 1660042800