"ივანიშვილის შექმნილია ის ვითარება, სადაც კეზერაშვილს წონა აქვს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა 1664521495
ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს და საერთოდ კეზერაშვილის გარშემო უკანასკნელი დღეების განმავლობაში ატეხილ ხმაურს ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილი იხსენებს, როგორ დისტანცირდა დავით კეზერაშვილისაგან ჯერ კიდევ 2018 წელს და როგორ დაუპირისპირდა ღიად 2021 წელს, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა ფულისა და შანტაჟს გზით „ევროპული საქართველოს“ დაშლა სცადა.

„დიდი ფულის გავლენის მხილება პოლიტიკის თანამდევი პროცესია ყველა დემოკრატიაში. ჩვენ დემოკრატია არ ვართ. ჩვენ პოსტ-საბჭოთა საზოგადოება ვართ, სადაც სასამართლო არ არსებობს, რომ ოპოზიციური პარტიების კეთილსინდისიერმა დამფინანსებლებმა ხელისუფლებისგან თავი დაიცვან და ერიდებიან პოლიტიკური პროცესის დაფინანსებას. ამიტომ იზრდება იმ ადამიანების პოლიტიკური წონა, ვინც მზადაა პოლიტიკურ პროცესში ფული ჩაასხას, თუნდაც არაკეთილსინდისიერი ამოცანები ჰქონდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილის შექმნილია ის ვითარება, სადაც კეზერაშვილს წონა აქვს.

სასამართლო რომ თავისუფალი იყოს და ბიზნესს პოლიტიკური პროცესის დაფინანსება არ ეშინოდეს, კეზერაშვილს წონა მკვეთრად შემცირდებოდა. შესაბამისად, ამ სახით, კეზერაშვილი ივანიშვილის პოლიტიკის პროდუქტია - ბიძინას შემოქმედებაა, რომ ის ამ ფორმით არსებობს და ბიძინა არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მის კარიკატურად ქცეულ პერსონაჟებზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ფოკუსი არ მოირღვეს.

„ახლა არ მოგწონთ კეზერაშვილი? ფულს რომ აღარ გაძლევთ მაგიტომ ერჩით?“ - ესაა ის ჩამჭრელი კითხვა, რაზე პასუხიც არ აინტერესებთ ხოლმე, რიტორიკულად სვამენ რომ ანგარებაში გამხილონ. ცხადია ვიცოდი რომ ეს რიტორიკული კითხვა გაჩნდებოდა (მიშაზეც იგივე არ იყო?) მაგრამ ადამიანებით მოვაჭრეების შანტაჟს ძალას სწორედ ეგ აძლევს - რატომღაც ჰგონიათ, რომ არ დაესხმები თავს და მოერიდები, იმიტომ რომ „ვიღაცების თვალში ცუდად გამოჩნდება“. (ახლაც მაგით ცდილობენ პირში ბურთის ჩაჩრას „ცუდად ჩანს“) მე ამ შანტაჟს არ ვემორჩილები, იმიტომ რომ აქსიომაა რომ მძევლები ვერაფერს იგებენ და მე მოგება მინდა - დღეს ცუდად ჩანს ჩემი სიმართლე? ხვალ კარგად გამოჩნდება - ასეა მოწყობილი სამყარო - თუ გაბედე, მერე შეგიძლია წყნარად დაჯდე მდინარის პირას და უყურო პოლიტიკური გვამები როგორ მოაქვს. ანუ გაკვეთილი ისაა, რომ როცა ცუდად მეხები, მერე მე არ მანაღვლებს ცუდად რა გამოჩნდება, მეც შეგეხები და იმ იარაღით დაგიპირისპირდები, რაც მე მაქვს - სიტყვა.

მე ვფიქრობ, რომ ჩემს სიტყვას ძალა აქვს იმ ხალხში, ვინც ივანიშვილის დასამარცხებლად გარდაუვლად აუცილებელია პროცესში მონაწილეობდეს და ამ ძალას ვიყენებ - ლეგიტიმურად. ვიღაც ფულს იყენებს. ვიღაც სიტყვას.

ახლა ამბავი: კეზერაშვილისგან, არასაჯაროდ, 2018 წლიდან დავიწყე დისტანცირება და გავწყვიტე ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა, ყველანაირი - არცერთი კაპიკი, ჩემი არცერთი პროექტისთვის 2018 წლიდან კეზერაშვილს აღარ დაკავშირებია. პარტიიდანაც ვდისტანცირდი ფიზიკურად იმიტომ რომ უგულავაზე გული მერეოდა, მისი საქციელის გამო. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - მივხვდი, რომ კეზერაშვილს სხვა ამბიციები გაუჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ ის აფინანსებდეს ჩვენს პროექტებს, თავად გადაწყვიტა პოლიტიკური სვლების ხლართვა (ძალიან უნიჭოდ და არაკეთილსინდისიერად), გაირკვა რომ ჩვენ მის ტროფეებად უნდა ვქცეულიყავით და ჩვენს ზურგს უკან, ისეთი სვლების ხლართვა დაიწყო, რაც ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვყრიდა რეპუტაციულად. ანუ შეიძლება დილას ავმდგარიყავით და ჩვენი პარტიიანად ნაცებში ვყოფილიყავით გათხრილი, ან ქოცებში - აი როგორც მოეხასიათებოდა და იმ მომენტში ვისაც ელაპარაკებოდა, ისე იქნებოდა და უსიტყვო შემსრულებლად პარტიაში გიგი უგულავა ჰყავდა - „მიჯერებს და იმიტომო“. საჯაროდ თავს დავესხი 2021 წლის გაზაფხულზე - როდესაც მისი ფულის შანტაჟით ევროპული საქართველოს დაშლა სცადა,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ფეისბუქ პოსტის მეორე ნაწილში ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ მიზნებსა და ამოცანებზე წერს და აღნიშნავს, რომ არც პარტიას და არც პირადად ჩერგოლეიშვილს დავით კეზერაშვილისა და მისი ფულის მიმართ არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს და ამიტომაც მის შესახებ სიმართლის თქმის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. მით უმეტეს, რომ თავდასხმის ინიციატორი თავად კეზერაშვილი იყო.

„მე ამ საქმეში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ ჩემი თემები კეზერაშვილმა გადაწყვიტოს. დათო როგორც მეგობარი ძალიან მიყვარდა, მასზე გაცილებით ძვირფასია მისი ოჯახი - მაგრამ არასოდეს, ჩემს სიცოცხლეში, თავში აზრად არ მომსვლია მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მემოძრავა, ან მას გადაეწყვიტა ჩემი პოლიტიკური ამოცანები - საამისოდ ამას არც საკმარისი განათლება აქვს, არც გამოცდილება (დათო არ იყო წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი), არც ხედვა და არც ნებისყოფა - ის ყოველთვის თემიდან თემაზე დახტოდა, იმ მომენტისთვის რასაც წარმატების გზად ხედავდა იქით მიიწევდა და ორი კურდღლის დევნაში, ვერაფერს აღწევდა, ამიტომ მისი გზით სიარული ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური ამოცანებისთვის და რეპუტაციისთვის სახიფათო იყო.

ანუ ჩემი მიდგომა ასეთია - მეგობრობა გინდა? ვიმეგობროთ, გიპატრონებ, ციხეში ჩაგსვამენ, მოგხედავ, ოჯახს რამე დასჭირდება - გავაკეთებ, როცა გვერდში არავინ გიდგას, მაშინ დაგიდგები და ამაში არაფერს მოგთხოვ. თუ ჩემი პროექტი მოგწონს და მისი დაფინანსება გსურს, აგერაა და დააფინანსე... არ დააფინანსებ? შენს გზაზე გაგიმარჯოს, მაინც ვიმეგობრებ. მაგრამ თუ ჩემი რეპუტაციით ჟონგლიორობა გინდა და დღეს რომ თავი კიტრი მგონია, ხვალ შეიძლება მიშას იღლიაში გაჩრილი აღმოვჩნდე, იმიტომ რომ დათომ ჩემს ზურგს უკან ასე გადაწყვიტა, ან უცებ გაირკვეს რომ „ბიძინას ველაპარაკები“, იმიტომ რომ დათომ ასეთ ხასიათზე გაიღვიძა - ეგრე არ გამოვა!

ანუ მისი ფული ტოქსიკურად ჩავთვალე, მის ფულზე დამოკიდებულება კი წაგების ფორმულად და გავეცალე - სხვა გზა ვნახე 2018 წლიდან. პოლიტიკაში რატომ ვარ თქვენი აზრით? რა მინდა აქ, რა დამრჩენია? ძალაუფლება? - ჩემი ამოცანა რომ მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყოს, ან ბიძინასთან დავლაგდებოდი, ან მიშასთან არა? ეგენი არიან ყველაზე დიდები. მერწმუნეთ, რომ როცა მინდა, ძალიან მომხიბვლელი არსება ვარ და იოლად ვიპოვიდი ჩემს გზას ძალაუფლებისკენ. მაგრამ მე არ მინდა მხოლოდ ძალაუფლება, მე ძალაუფლება მინდა იმისთვის, რომ ჩემი ამოცანები განვახორციელო. ჩემი ამოცანები. სხვისი ამოცანები - არა. ეს ამოცანაა რომ საქართველო გახდეს ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა. შესაბამისად, მოკავშირედ ვირჩევ ისეთ ფიგურებს, ვისთანაც ჩემი იდეების გატანის სივრცე მაქვს - ვისაც მეტ-ნაკლებად იგივე უნდა რაც მე და მაძლევს ჩემი იდეების გასატანად მანევრირების შესაძლებლობას.

მესმის, რომ იდეალური ვერ იქნება ვერაფერი, კომპრომისები მომიწევს, მაგრამ ძირითად ამოცანაში უნდა ვემთხვეოდე. ძალაუფლებაც ამისთვის მინდა და ფულიც. მხოლოდ ფული რომ მინდოდეს, ამაში ვიღაც „მინდა გავხდე ბიძინების“ დახმარება არ მჭირდება - მქონდა ძალიან მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ევროპის საბჭოში და მაშინ გავწყვიტე კონტრაქტი, უარი ვთქვი სტრასბურგში დაბრუნებაზე და დავრჩი აქ, როდესაც ამ ქვეყნიდან ყველა გარბოდა. ანუ პოლიტიკიდან გაწევა და დიდი ფული რომ მომინდეს, ნებისმიერ დროს მექნება და ამ ფულს მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციიდან ავიღებ და არა მაიმუნურად და შეურაცხმყოფელად. პოლიტიკაში ვარ იმიტომ, რომ ჩემი გზით წავიყვანო პროცესები, იმიტომ რომ ეს გზა მგონია „ტაძრამდე გზა“ - ეს ქვეყანა უნდა გახდეს ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა. ესაა ჩემი ამოცანა, ესაა ის მისია, რაც ამ საქმეში მამოძრავებს, ვინც ამ გზაში დამეხმარება, დამეხმარება. არადა თავის გზაზე გაუმარჯოს - მისი ფულია, სადაც უნდა იქ წაიღოს. მაგრამ როცა მაიმუნივით იქცევი, არაკეთილსინდისიერად, ფულის შანტაჟით ხელის შეშლას და შენი ხელის ბიჭების მეცადინეობით, ცილისწამებას იწყებ, ჩვენი გარემოცვიდან ხალხს ყიდულობ და პირობებად უყენებ, ბოკერია გასწიე, თორემ დაფინანსება აღარ იქნებაო - შენი განადგურების ამოცანას დავისახავ და იქამდე მექნება ამოცანად, სანამ არ მივაღწევ და მერე ვიანგარიშოთ, ვისმა აჯობა.

სულ მოკლედ რომ შევაჯამო - ძალაუფლებაც და ფულიც, ჩემი ამოცანების შესასრულებლად მინდა, იმ მისიის შესასრულებლად, რისი განცდაც მამოძრავებს. თუ ფული და ვიღაცის ძალაუფლება ამ მიზნის მიღწევაში ხელს მიშლის - ვუპირისპირდები. ანუ ხო - სანამ ხელს არ/ვერ მიშლიდა, თავს არ ვესხმოდი! თავდასხმა დავიწყე მაშინ, როცა გათავხედდა და ჩემი ხედვით სწორი პროცესისთვის პროაქტიულად, მისი ფულის შანტაჟით, უკიდურესად უზნეოდ და არაკეთილსინდისიერად, ხელის შეშლა დაიწყო,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

უახლესი
წულუკიანი სონღულაშვილი
"ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი" თეა წულუკიანი თაკო სონღულაშვილს

აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარს ფოტოგრაფ თაკო სონღულაშვილის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით."სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი,"- დაწერა კულტურის მინისტრმა სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას ფეისბუქ გვერდზე, სადაც კალანდიამ თაკო სონღულაშვილის პოსტი გააზიარა და მას "სხვის დაჩრდილვისა და დაცინვის უხეირო მცდელობა" უწოდა."ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს.დღეს ეს არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ კულტურული აქტივობისა და ფოტოების გადასაღებად არ მიხვალ, ეს არის მუზეუმი, რომელიც ინტერპრეტაციების გარეშე ჰყვება საქართველოს მტრებსა და მოყვარეებზე. ქვეყნის წარსულსა და ჩვენს უალტერნატივო - ევროპულ ოჯახზე.2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023) წარდგენილ 33 მუზეუმს შორისაა ჩემი საყვარელი მუზეუმი. ძალიან ვულოცავ ნინი სანადირაძესა და გაერთიანების ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას. ამ პოლიტიკურ კონტექსტში მიღწეულ ასეთ წარმატებას მეტი ფასი აქვს. ასეთი წარმატება თავდადებაა ხოლმე,"- ასე გამოეხმაურა სონღულაშვილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ევროპის საუკეთესო მუზეუმების ნომინანტთა შორის დასახელებას. 

პოლიტიკა 1670502115

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელია
"ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას?" - ნიკა მელია პრემიერის განცხადებაზე

"ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? - არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკისრება."პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით და ამ გაგებით, ეკისრება ხელისუფლებას. ამას ხედავენ საერთაშორისო ჩვენი მეგობრები, რომლებიც ერთხმად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ექვემდებარება გააუმჯობესებს იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ და ერთადერთ გამოსავლად მათ ესახებათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ბატონი ღარიბაშვილი საუბრობს ღმერთის წყალობაზე? კი ბატონო, მაგრამ უგულებელყოფს მედიცინას, როგორც მეცნიერებას? არ ვიცი ეს ალბათ ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ.ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების "სიცოცხლე ღმერთს აბარია."ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლიტიკა 1670501152

ანრი ოხანაშვილი
ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ეს შეიძლება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდეს.როგორ ოხანაშვილმა უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა, მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.„მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც ასეთი, ასე არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ერთ-ერთი საფუძველი ეს არის თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში შევა, ოღონდ ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას ამბობს კანონი და ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს მსგავსად არეგულირებს. თუ X ადამიანი ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს იმას, რომ ჩაიყვანს უკრაინაში, მათ გააწევრიანებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ამას არ აკეთებს, ეს გასარკვევია“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლიტიკა 1670500636

04/08/2022
"სასამართლო პროცესები მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება, რადგან მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით"- სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესები, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი თვე გაგრძელდება.გელბახიანი ამბობს, რომ მტკიცებულებები უნდა დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დასაშვებად არ განიხილება. "ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, იმიტომ, რომ არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე ეს მტკიცებულება არ ითვლება დასაშვებ მტკიცებულებად.ერთ სხდომაში და ორ სხდომაში ეს სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს. ერთი თვე მინიმუმ დაგვჭირდება", - თქვა ვალერი გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

სამართალი 1670499780

ელენე ხოშტარია
"უკიდურესად საგანგაშო განცხადებაა - გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს და ეს კანონით არის განსაზღვრული.როგორც ელენე ხოშტარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა."ეს არის უკიდურესად საგანგაშო განცხადება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება. ამას თუ გაბედავენ, შესაბამისი დასკვნები და პასუხი იქნება. ამ გმირების შეურაცხყოფა საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდა. არ გაუვიდათ თავხედობა და დუმილი, კიდევ უფრო არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან მამუკა მამულაშვილის და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები გახდებიან."

პოლიტიკა 1670499465

ნიკა მელია
"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის საზღვარგარეთ იქნება გადაყვანილი" - ნიკა მელია

"ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და ის იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.ასევე, როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს, ამიტომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება."ყველაფერი, როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. მარტივად დააყენა დღის წესრიგში საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ – მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისთვის სიცოცხლის წართმევა თუ შენარჩუნება. როდესაც მთელი საერთაშორისო-სამედიცინო საზოგადოება ქართველ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რომელშიც ამყოფებენ, ერთადერთი გამოსავალია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.თუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, ბუნებრივია, პროცესები ვეღარანაირად განვითარდება ისე, როგორც ვითარდება დღეს. ამ პროცესში საზოგადოების როლი, მათ შორის ოპოზიციური ძალების, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი.მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს ქვეყნისთვის ფინალი ექნება სასიკეთო. სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მისი მოკვდინების მცდელობა, ვერ დარჩება ამაზე გულგრილი საქართველოს პატრიოტი ვერც ერთი მოქალაქე.მთლიანად საზოგადოების პრობლემაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გიკვდება პატიმრობასა და ტყვეობაში, ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობით. მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილის გადაყვანისკენ. პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ფართო გაგებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკა 1670498940