"ისტორიამ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად გაექცევა" - გია ხუხაშვილი

პოლიტიკა 1656053314
ხუხაშვილი ივანიშვილი

ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და ამ კრიზისიდან გამოსასვლელ გზებზე წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისის თქმით, ახლა აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების თანმიმდევრობა, რაც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. „კრიზისის გადალახვის საგზაო რუქა:

1. უნდა შეიქმნას “ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის” რეფორმების ჯგუფი”.

2. ჯგუფში უნდა შევიდეს ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელი და სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამისი ნდობით სარგებლობს ევროკავშირში.

3. ჯგუფმა ერთ თვეში უნდა შეიმუშაოს დროში გაწერილი, ევროკავშირის პირობების შესრულების სამოქმედო გეგმა. 

4. აწარმოოს მისი აღსრულების ზედამხედველობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

5. შეიმუშაოს სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პაკეტი და გასცეს რეკომენდაცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარების აუცილებლობაზე,“- წერს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ეს საკითხის მხოლოდ თეორიული ნაწილია და სასიკეთო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელება მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.

„ეს ყველაფერი თეორიაა. როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ ეს თეორია ვაქციოთ პრაქტიკად?

ქართულ საზოგადოებაში, მიუხედავად პოლარიზაციისა, არსებობს კონსენსუსი ერთ საკითხზე - რაიმე სერიოზული ცვლილებები დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის ნებაზე. არა აქვს მნიშვნელობა რეალობას. მთავარია, რომ ისტორიამ სწორედ მას დააკისრა ეს პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად გაექცევა. ამიტომ, არც დამალვას აქვს აზრი, რადგან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ვრცელდება კონსენსუსი მისი როლის შესახებ, რაც ქვეყანასთან ერთად პირადად მასაც უქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც კიდევ უფრო დამძიმდება. მას ნათქვამი აქვს, რომ თუ საჭიროებამ მოითხოვა, ის დაბრუნდება…

დღეს ეს საჭიროება უდგას ქვეყანას და უდგას პირადად მას. ის უნდა გახდეს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მოდერატორი. მე პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ ბიძინას აქვს უაღრესად დაპირისპირებული ჯგუფების მონოლოგების დიალოგში და კონსენსუსის ძიების პროცესში ჩართვის უნარი.

ის, რომ ამ მაგიდასთან მიღწეული შეთანხმებები ხელისუფლების დიდ წინააღმდეგობას ვეღარ შეხვდება, ესეც გასაგებია. ეს არის ერთის მხრივ ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნების და მეორეს მხრივ, თუნდაც ივანიშვილის ისტორიული და პირდაპირი რეაბილიტაციის შანსი. იყო დრო, როდესაც ის პატივს მცემდა, ყურადღებით მისმენდა და ჩემი სჯეროდა.

მიუხედავად უდიდესი დისტანციისა, რაც ჩვენს შორის შეიქმნა, ახლაც მზად ვარ მას ამ ისტორიული პროცესის მართვაში დავეხმარო,“- წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ოპოზიცია 24 ივნისიდან ხანგრძლივი და მასშტაბური აქციები დააანონსა.

უახლესი
პოლიცია
სამტრედიაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ - კაცი სავარაუდოდ ნადირმა შეჭამა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მე-6 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ.ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.ისინი ეჭვობენ, რომ ხანდაზმული კაცი ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.

საზოგადოება 1656906780

სალომე ზურაბიშვილი
"არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან კავშირი არ აქვს"- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ პროცესებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.ზურაბიშვილის განცხადებით, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.“ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ - პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო). თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს (“თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პოლიტიკა 1656906103

დიტო სამხარაძე
"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს"- დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეებზე

"10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს" - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მას შემდეგ დაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისთან გადაადგილდებოდა.ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა. ადგილზე სამართალდამცველების კორდონია ჩაყენებული. ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.

პოლიტიკა 1656876555

აქცია რუსთაველი
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიემართება

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეთა ნაწილი "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრა.ისინი  მმართველი პარტიის სათაო ოფისის შენობისკენ ფეხით მსვლელობით მიემართებიან.ეს არის სახალხო მოძრაობის სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გახმოვანდა. გეგმა კი სრულად ეტაპობრივად, ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.გეგმის გასაჯაროების შემდეგ, "ოცნების" ოფისთან პოლიციის გაძლიერებული კორდონი ჩააყენეს. 

საზოგადოება 1656876170

ეკა ბესელია
"საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა"- ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ახლა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და ყოყმანი იმაზე, რომ უნდა იდგენენ, თუ არა მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალიან უხერხულია.მისი მოსაზრებით, საქმე ეხება ქვეყნის მომავალს და ახლა საქართველოს "უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს." „ამიტომ, ვდგავარ აქ და აქ, დგას ჩემი ოჯახი, დგას ის ხალხი, ვინც წლების წინ აქ იდგა აქციებზე. ეს არის ის არჩევანი, რასაც ჩვენ ღირებულებების არჩევანს ვუწოდებთ. აქ უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პოზიცია - საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა და მიხარია, რომ ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდები, სცენაზე დგანან სამოქალაქო აქტივისტები და პირადად, მე ეს ძალიან მაიმედებს“, - აცხადებს ეკა ბესელია.მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შანსი არის, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია უკან დაიხევდა და აჩვენებდა, 12 პუნქტიდან თუნდაც რამდენიმეს შესასრულებლად მზად არის, ცრუ ილუზიაა.საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - ,,წინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს ამოიწურა. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.

პოლიტიკა 1656875435

შოთა დიღმელაშვილი
"ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ რუსთაველის გამზირზეც"- შოთა დიღმელაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

"ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ეროვნული გამოცდები, ჰოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც"- ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, ორგანიზატორები სრულ გეგმას შეგნებულად არ ამჟღავნებენ, ვინაიდან, მისი თქმით, ეს საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას.„ადამიანებს აქ აინტერესებთ გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომ ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს.ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ - ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ეროვნული გამოცდები, ჰოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - ეს ეროვნული გამოცდა იქნება დავრჩეთ აქ დილამდე, გავათიოთ ღამე და გზაში გეტყვით როგორ მივაღწევთ შედეგს“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.დიღმელაშვილის გამოსვლის პარალელურად აქციის მონაწილეები გეგმის წარდგენას ითხოვდნენ.შოთა დიღმელაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდნენ, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.„დღეს არასამთავრობოები გამოვიდნენ ბრიფინგით და წარადგინეს ამ 12 პუნქტის შესრულების სამოქმედო გეგმა, არავითარი კომიტეტები ამას არ ჭირდება, უბრალოდ ჭირდება კანონად დაწერა და ხმის მიცემა, მოვუწოდებ ოპოზიციას, მხოლოდ ამ სამოქმედო გეგმისთვის აღირსონ საკუთარი ყურადღება ამ პარლამენტს, ხოლო მოვუწოდებ მთავრობას, გადადგეს”, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმამისივე თქმით, სახალხო მოძრაობა იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება შეასრულონ მოთხოვნები, გამოიყენებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის „ყველა იარაღს”.

პოლიტიკა 1656874468