"გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების უყურადღებოდ დატოვება პოლიტიკური სისულელე იქნებოდა" - ზვიად ძიძიგური

პოლიტიკა 1663869735
22/09/2022

"სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების უყურადღებოდ დატოვება პოლიტიკური სისულელე იქნებოდა," - ეს განცხადება "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

"რა თქმა უნდა, არსებობს საფუძველი, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არსებობდეს. მით უმეტეს, ახლა, როდესაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო, აღნიშნულ განცხადებებს აკეთებს, ამის დატოვება ასე არ შეიძლება. უფრო მეტის, გოგაშვილის განცხადების უყურადღებოდ დატოვება პოლიტიკური სისულელე იქნებოდა. ვფიქრობ, რომ სწორია, როცა ამაზე რეაგირება მიმდინარეობს. რაც შეეხება, რამდენად შეძლებს საგამოძიებო კომისია სიმართლის დადგენას, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ, აქ ერთი ფაქტია, რომ რას მოიგებს ამით საქართველო... მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟონგლიორობს ქვეყნის ბედით... მაშინ, როცა მთელი მსოფლიო დგას რუსეთის წინააღმდეგ, მისი ორაზროვანი პოზიცია ბევრ კითხვის აჩენს". - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

უახლესი
საქართველოს ეკონომიკა
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა. - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა.კლების ტენდენცია დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში დაფიქსირდა.

ეკონომიკა 1664522920

ქაბული
ქაბულში საგანმანათლებლო ცენტრთან აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში,  ქააჯის საგანმანათლებლო ცენტრთან მომხდარი აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა.  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.ქაბულის დაშთე ბარჩის რაიონში, ქააჯის საგანმანათლებლო ცენტრთან, სადაც გამოცდა მიმდინარეობდა, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.დაშთე ბარჩის დასახლებაში,გამოცდა მიმდინარეობდა, როდესაც . როგორც მედია წერს, იმ უბანში მცხოვრებთა უმეტესობა, სადაც აფეთქება მოხდა, ჰაზარელების უმცირესობის წარმომადგენლები არიან.აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ შიიტი ჰაზარები დიდი ხანია განიცდიან დევნას როგორც „თალიბანის“, ასევე ე.წ.ისლამური სახელმწიფოსგან.„თალიბანის“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდასხმა დაგმეს და განაცხადეს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული.

მსოფლიო 1664522640

შალვა პაპუაშვილი
სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

სახალხო დამცველობის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს: -"ანა აბაშიძე – ა(ა)იპ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს "არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები" ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; ლელა გაფრინდაშვილი – ა(ა)იპ "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის" ხელმძღვანელი; სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი; ალექსანდრე კობაიძე – ა(ა)იპ "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" თავმჯდომარე; ლევან კოკორაშვილი  – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; ნუგზარ კოხრეიძე – ა(ა)იპ "სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" თავმჯდომარე; გიორგი მარიამიძე – ა(ა)იპ "მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი" დამფუძნებელი, დირექტორი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; მაკა მინდიაშვილი – ა(ა)იპ "ხალხის ხმა" დამფუძნებელი; ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; ქეთევან ჩაჩავა – ა(ა)იპ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს "გიორგი ცობეხია და პარტნიორები" მმართველი პარტნიორი, დირექტორი; იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი; ნაზი ჯანეზაშვილი – ა(ა)იპ "საქართველოს სასამართლოს გუშაგი" დირექტორი.შალვა პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელთა ჯგუფს 13 ოქტომბრის ჩათვლით აქვს დრო, წარმოადგინოს შეფასება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გაწერილია რეგლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში."ვიცით, რომ არის ოთხი კრიტერიუმი – ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება. 13 ოქტომბრის ჩათვლით წარმოადგენენ შეფასებას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს და პარლამენტის შვიდკაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, 21 ოქტომბრის ჩათვლით დაასახელონ მათი კანდიდატი. როგორც იცით, უნდა დასახელდეს სულ მცირე შვიდი კანდიდატი, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. როგორც იცით, უმრავლესობის ფრაქციამ განაცხადა, რომ ის დასახელებამდე არანაირად არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში და კანდიდატების დასახელების შემდეგ განაცხადეს, რომ ამ შვიდი კანდიდატიდან ვის ექნება მისი მხარდაჭერა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები 27 სექტემბერს დაასახელეს. ამასთან, 27 სექტემბერსვე დაკომპლექტდა სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისია. სიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია გაიარეს. სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ცხრაკაციანი კომისია იმუშავებს.

პოლიტიკა 1664522514

ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილი
"ივანიშვილის შექმნილია ის ვითარება, სადაც კეზერაშვილს წონა აქვს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

დავით კეზერაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს და საერთოდ კეზერაშვილის გარშემო უკანასკნელი დღეების განმავლობაში ატეხილ ხმაურს ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმაურება ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.ჩერგოლეიშვილი იხსენებს, როგორ დისტანცირდა დავით კეზერაშვილისაგან ჯერ კიდევ 2018 წელს და როგორ დაუპირისპირდა ღიად 2021 წელს, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა ფულისა და შანტაჟს გზით „ევროპული საქართველოს“ დაშლა სცადა.„დიდი ფულის გავლენის მხილება პოლიტიკის თანამდევი პროცესია ყველა დემოკრატიაში. ჩვენ დემოკრატია არ ვართ. ჩვენ პოსტ-საბჭოთა საზოგადოება ვართ, სადაც სასამართლო არ არსებობს, რომ ოპოზიციური პარტიების კეთილსინდისიერმა დამფინანსებლებმა ხელისუფლებისგან თავი დაიცვან და ერიდებიან პოლიტიკური პროცესის დაფინანსებას. ამიტომ იზრდება იმ ადამიანების პოლიტიკური წონა, ვინც მზადაა პოლიტიკურ პროცესში ფული ჩაასხას, თუნდაც არაკეთილსინდისიერი ამოცანები ჰქონდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილის შექმნილია ის ვითარება, სადაც კეზერაშვილს წონა აქვს.სასამართლო რომ თავისუფალი იყოს და ბიზნესს პოლიტიკური პროცესის დაფინანსება არ ეშინოდეს, კეზერაშვილს წონა მკვეთრად შემცირდებოდა. შესაბამისად, ამ სახით, კეზერაშვილი ივანიშვილის პოლიტიკის პროდუქტია - ბიძინას შემოქმედებაა, რომ ის ამ ფორმით არსებობს და ბიძინა არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც მის კარიკატურად ქცეულ პერსონაჟებზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ფოკუსი არ მოირღვეს.„ახლა არ მოგწონთ კეზერაშვილი? ფულს რომ აღარ გაძლევთ მაგიტომ ერჩით?“ - ესაა ის ჩამჭრელი კითხვა, რაზე პასუხიც არ აინტერესებთ ხოლმე, რიტორიკულად სვამენ რომ ანგარებაში გამხილონ. ცხადია ვიცოდი რომ ეს რიტორიკული კითხვა გაჩნდებოდა (მიშაზეც იგივე არ იყო?) მაგრამ ადამიანებით მოვაჭრეების შანტაჟს ძალას სწორედ ეგ აძლევს - რატომღაც ჰგონიათ, რომ არ დაესხმები თავს და მოერიდები, იმიტომ რომ „ვიღაცების თვალში ცუდად გამოჩნდება“. (ახლაც მაგით ცდილობენ პირში ბურთის ჩაჩრას „ცუდად ჩანს“) მე ამ შანტაჟს არ ვემორჩილები, იმიტომ რომ აქსიომაა რომ მძევლები ვერაფერს იგებენ და მე მოგება მინდა - დღეს ცუდად ჩანს ჩემი სიმართლე? ხვალ კარგად გამოჩნდება - ასეა მოწყობილი სამყარო - თუ გაბედე, მერე შეგიძლია წყნარად დაჯდე მდინარის პირას და უყურო პოლიტიკური გვამები როგორ მოაქვს. ანუ გაკვეთილი ისაა, რომ როცა ცუდად მეხები, მერე მე არ მანაღვლებს ცუდად რა გამოჩნდება, მეც შეგეხები და იმ იარაღით დაგიპირისპირდები, რაც მე მაქვს - სიტყვა.მე ვფიქრობ, რომ ჩემს სიტყვას ძალა აქვს იმ ხალხში, ვინც ივანიშვილის დასამარცხებლად გარდაუვლად აუცილებელია პროცესში მონაწილეობდეს და ამ ძალას ვიყენებ - ლეგიტიმურად. ვიღაც ფულს იყენებს. ვიღაც სიტყვას.ახლა ამბავი: კეზერაშვილისგან, არასაჯაროდ, 2018 წლიდან დავიწყე დისტანცირება და გავწყვიტე ყოველგვარი ფინანსური ურთიერთობა, ყველანაირი - არცერთი კაპიკი, ჩემი არცერთი პროექტისთვის 2018 წლიდან კეზერაშვილს აღარ დაკავშირებია. პარტიიდანაც ვდისტანცირდი ფიზიკურად იმიტომ რომ უგულავაზე გული მერეოდა, მისი საქციელის გამო. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - მივხვდი, რომ კეზერაშვილს სხვა ამბიციები გაუჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ ის აფინანსებდეს ჩვენს პროექტებს, თავად გადაწყვიტა პოლიტიკური სვლების ხლართვა (ძალიან უნიჭოდ და არაკეთილსინდისიერად), გაირკვა რომ ჩვენ მის ტროფეებად უნდა ვქცეულიყავით და ჩვენს ზურგს უკან, ისეთი სვლების ხლართვა დაიწყო, რაც ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვყრიდა რეპუტაციულად. ანუ შეიძლება დილას ავმდგარიყავით და ჩვენი პარტიიანად ნაცებში ვყოფილიყავით გათხრილი, ან ქოცებში - აი როგორც მოეხასიათებოდა და იმ მომენტში ვისაც ელაპარაკებოდა, ისე იქნებოდა და უსიტყვო შემსრულებლად პარტიაში გიგი უგულავა ჰყავდა - „მიჯერებს და იმიტომო“. საჯაროდ თავს დავესხი 2021 წლის გაზაფხულზე - როდესაც მისი ფულის შანტაჟით ევროპული საქართველოს დაშლა სცადა,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილიფეისბუქ პოსტის მეორე ნაწილში ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ მიზნებსა და ამოცანებზე წერს და აღნიშნავს, რომ არც პარტიას და არც პირადად ჩერგოლეიშვილს დავით კეზერაშვილისა და მისი ფულის მიმართ არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს და ამიტომაც მის შესახებ სიმართლის თქმის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. მით უმეტეს, რომ თავდასხმის ინიციატორი თავად კეზერაშვილი იყო.„მე ამ საქმეში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ ჩემი თემები კეზერაშვილმა გადაწყვიტოს. დათო როგორც მეგობარი ძალიან მიყვარდა, მასზე გაცილებით ძვირფასია მისი ოჯახი - მაგრამ არასოდეს, ჩემს სიცოცხლეში, თავში აზრად არ მომსვლია მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მემოძრავა, ან მას გადაეწყვიტა ჩემი პოლიტიკური ამოცანები - საამისოდ ამას არც საკმარისი განათლება აქვს, არც გამოცდილება (დათო არ იყო წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი), არც ხედვა და არც ნებისყოფა - ის ყოველთვის თემიდან თემაზე დახტოდა, იმ მომენტისთვის რასაც წარმატების გზად ხედავდა იქით მიიწევდა და ორი კურდღლის დევნაში, ვერაფერს აღწევდა, ამიტომ მისი გზით სიარული ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური ამოცანებისთვის და რეპუტაციისთვის სახიფათო იყო.ანუ ჩემი მიდგომა ასეთია - მეგობრობა გინდა? ვიმეგობროთ, გიპატრონებ, ციხეში ჩაგსვამენ, მოგხედავ, ოჯახს რამე დასჭირდება - გავაკეთებ, როცა გვერდში არავინ გიდგას, მაშინ დაგიდგები და ამაში არაფერს მოგთხოვ. თუ ჩემი პროექტი მოგწონს და მისი დაფინანსება გსურს, აგერაა და დააფინანსე... არ დააფინანსებ? შენს გზაზე გაგიმარჯოს, მაინც ვიმეგობრებ. მაგრამ თუ ჩემი რეპუტაციით ჟონგლიორობა გინდა და დღეს რომ თავი კიტრი მგონია, ხვალ შეიძლება მიშას იღლიაში გაჩრილი აღმოვჩნდე, იმიტომ რომ დათომ ჩემს ზურგს უკან ასე გადაწყვიტა, ან უცებ გაირკვეს რომ „ბიძინას ველაპარაკები“, იმიტომ რომ დათომ ასეთ ხასიათზე გაიღვიძა - ეგრე არ გამოვა!ანუ მისი ფული ტოქსიკურად ჩავთვალე, მის ფულზე დამოკიდებულება კი წაგების ფორმულად და გავეცალე - სხვა გზა ვნახე 2018 წლიდან. პოლიტიკაში რატომ ვარ თქვენი აზრით? რა მინდა აქ, რა დამრჩენია? ძალაუფლება? - ჩემი ამოცანა რომ მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყოს, ან ბიძინასთან დავლაგდებოდი, ან მიშასთან არა? ეგენი არიან ყველაზე დიდები. მერწმუნეთ, რომ როცა მინდა, ძალიან მომხიბვლელი არსება ვარ და იოლად ვიპოვიდი ჩემს გზას ძალაუფლებისკენ. მაგრამ მე არ მინდა მხოლოდ ძალაუფლება, მე ძალაუფლება მინდა იმისთვის, რომ ჩემი ამოცანები განვახორციელო. ჩემი ამოცანები. სხვისი ამოცანები - არა. ეს ამოცანაა რომ საქართველო გახდეს ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა. შესაბამისად, მოკავშირედ ვირჩევ ისეთ ფიგურებს, ვისთანაც ჩემი იდეების გატანის სივრცე მაქვს - ვისაც მეტ-ნაკლებად იგივე უნდა რაც მე და მაძლევს ჩემი იდეების გასატანად მანევრირების შესაძლებლობას.მესმის, რომ იდეალური ვერ იქნება ვერაფერი, კომპრომისები მომიწევს, მაგრამ ძირითად ამოცანაში უნდა ვემთხვეოდე. ძალაუფლებაც ამისთვის მინდა და ფულიც. მხოლოდ ფული რომ მინდოდეს, ამაში ვიღაც „მინდა გავხდე ბიძინების“ დახმარება არ მჭირდება - მქონდა ძალიან მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ევროპის საბჭოში და მაშინ გავწყვიტე კონტრაქტი, უარი ვთქვი სტრასბურგში დაბრუნებაზე და დავრჩი აქ, როდესაც ამ ქვეყნიდან ყველა გარბოდა. ანუ პოლიტიკიდან გაწევა და დიდი ფული რომ მომინდეს, ნებისმიერ დროს მექნება და ამ ფულს მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციიდან ავიღებ და არა მაიმუნურად და შეურაცხმყოფელად. პოლიტიკაში ვარ იმიტომ, რომ ჩემი გზით წავიყვანო პროცესები, იმიტომ რომ ეს გზა მგონია „ტაძრამდე გზა“ - ეს ქვეყანა უნდა გახდეს ლიბერალურ დემოკრატიული რესპუბლიკა. ესაა ჩემი ამოცანა, ესაა ის მისია, რაც ამ საქმეში მამოძრავებს, ვინც ამ გზაში დამეხმარება, დამეხმარება. არადა თავის გზაზე გაუმარჯოს - მისი ფულია, სადაც უნდა იქ წაიღოს. მაგრამ როცა მაიმუნივით იქცევი, არაკეთილსინდისიერად, ფულის შანტაჟით ხელის შეშლას და შენი ხელის ბიჭების მეცადინეობით, ცილისწამებას იწყებ, ჩვენი გარემოცვიდან ხალხს ყიდულობ და პირობებად უყენებ, ბოკერია გასწიე, თორემ დაფინანსება აღარ იქნებაო - შენი განადგურების ამოცანას დავისახავ და იქამდე მექნება ამოცანად, სანამ არ მივაღწევ და მერე ვიანგარიშოთ, ვისმა აჯობა.სულ მოკლედ რომ შევაჯამო - ძალაუფლებაც და ფულიც, ჩემი ამოცანების შესასრულებლად მინდა, იმ მისიის შესასრულებლად, რისი განცდაც მამოძრავებს. თუ ფული და ვიღაცის ძალაუფლება ამ მიზნის მიღწევაში ხელს მიშლის - ვუპირისპირდები. ანუ ხო - სანამ ხელს არ/ვერ მიშლიდა, თავს არ ვესხმოდი! თავდასხმა დავიწყე მაშინ, როცა გათავხედდა და ჩემი ხედვით სწორი პროცესისთვის პროაქტიულად, მისი ფულის შანტაჟით, უკიდურესად უზნეოდ და არაკეთილსინდისიერად, ხელის შეშლა დაიწყო,“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პოლიტიკა 1664521495

ბელორუსის აეროდრომი
"ბელარუსი აგრძელებს აეროდრომების შემოწმებას რუსების მიერ მათი სავარაუდო გამოყენების მიზნით"– უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბელარუსში გრძელდება აეროდრომების შემოწმება რუსი სამხედროების მიერ მათი სავარაუდო გამოყენების მიზნით.ანგარიშში ნათქვამია, რომ ბელარუსში 21 სექტემბერს დაიწყო აეროდრომების ქსელის რადიოტექნიკური მხარდაჭერის შემოწმება, რაც ირიბად შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ბელარუსის აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობაზე. გენერალური შტაბის ცნობით, განხორციელდა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მომზადების ერთობლივი სასწავლო ცენტრის საავიაციო ქვედანაყოფების როტაცია.შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთიდან მობილიზებული 20 000-მდე პირის განთავსებას გეგმავს.

კონფლიქტი 1664521320

219
219-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონას რაკეტები ესროლეს, - ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს. * უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი ალყაში მოაქციეს. ამ ინფორმაციას რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ და ის ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) დაადასტურა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. * რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ. * იკოლაივის ოლქში, იუჟნუკრაინსკსა და ვოზნესენსკს შორის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, - ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.

კონფლიქტი 1664520490